5 თავი

1.1K 136 6
                                    

ერთი რამ დანამდვილებით ვიცი ამ ომს სამი იდიოტის მაგივრად მხოლოდ ერთი ადამიანი მოიგებს და ის მე ვიქნები! უეცრად თავში ბურთი მომხვდა,თავი ავწიე და ჯონგქუქი დავინახე .ხმამაღლა დაიწყო ყვირილი,ისე რომ მთელ დარბაზს გაეგო.
- იმედია ყველამ გაიგეთ რომ დღეიდან ჯიმინი ჩემი შეყვარებულია- გაოგნებულმა შევხედე იღიმოდა.მგონი მოვკლავ,რა უნდა რას აკეთებს.ჯანდაბა ყველა მე მიყურებს რა სირცხვილია.
- რა არის ჯიმინ რატომ მიყურებ ასე,ჩვენ ხომ ერთად ვართ არა ძვირფასო?- შედარებით დაბალ ხმაზე თქვა.
- მოკეტე ნუ მარცხვენ,შენ რა გამოშტერდი?
- სირცხვილი? არა ძვირფასო აქ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ - გიჟივით ხელები გაშალა და ისე ლაპარაკობდა.
- ჯონგქუქ მოკეტე მართლა ზედმეტები მოგდის! - დავუყვირე.
- კარგი რა ჯიმინაჰ ნუ ბრაზობ- ტანში გამაჟრიალა ჯიმინაჰ? ჩემსკენ წამოვიდა.ბოლო რიგებამდეც მოვიდა სადაც მე ვიჯექი წამოვდექი.ვერ ვხვდები რას აკეთებს მართლა ძალიან მღლის ისედაც ხასიათზე არ ვარ. გაჩერდა ჩემი ხელი მხრებზე დაიდო,თვითონ კი წელზე შემომხვია და მარწუხებში მომიქცია,სახე ახლოს მომიტანა.ჯანდაბა ოღონდ ეს არა!
- ქუქი რას აკეთებ?!
- ჩვენ ხომ ერთად ვართ რატომაც არა!- ჩურჩულით თქვა და უცბად მაკოცა.წინააღმდეგობის გაწევა არც მიცდია,ეს იმდენად სასიამოვნო იყო ჩემთვის.ბოლოსდაბოლოს ეს ხომ ჩემი პიველი კოცნაა.კოცნა უფრო და უფრო გაღრმავდა ოდნავ წამოვიკვნესე.გონებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა ეს მართლა ხდება? ის მართლა მკოცნის? მას ხომ თეჰიონი...ჯანდაბა ყველაფერმა გახსენება დაიწყო კაფეტერიაში მათი საუბარი.მე ხომ ისინი უნდა დავსაჯო.კოცნა გავწყვიტე და თვალები გავახილე.ქუქიც მიყურებდა ცერა თითით ტუჩის კუთხე მომწმინდა.ეს ბიჭი ჩემზე ასე რატომ რეაგირებს.ხელი მოვკიდე და გარეთ გავიყვანე.
- ჯიმინ რა...- სიტყვა ვერ დაამთავრა სახეში მუშტი დავარტყი.ტუჩი გაუსკდა,ხელი მეც ძალიან მეტკინა როგორ მეწვის ღმერთო.ქუქიმ ჩემი ხელი ტუჩებთან მიიტანა და სული შეუბერა.უხეშად გამოვწიე ხელი და ყვირილი დავუწყე.
- რა ჯანდაბას აკეთებ?!
- ხომ გეტკინა და ვცდილობ უფრო არ დაგეწვას.
- არ მჭირდება შენი არაფერი, რატომ მაკოცე?
- რა არის მიშლი?ჩვენ ხომ ერთად ვართ!
- ჩვენ არ არსებობს გესმის? ეგ სიტყვა დაივიწყე,მხოლოდ თხოვნის გამო დაგთანხმდი და არ მითქვავს როცა გინდა მაშინ მაკოცე მეთქი! - ყვირილი დავიწყე უფრო ხმამაღლა.
- ჯიმინ ნუ ყვირი ვინმე დაგვინახავს და იეჭვებენ!
- ფეხებზე მკიდია,მაშინ არაფერი იეჭვეს როცა დარბაზში ჯერ ბურთი მესროლე,მერე კი მაკოცე ეგ ნორმალური საქციელი გგონია?
- იმიტომ გაკოცე რომ დარწმუნებულიყვნენ ერთად რომ ვართ.
- ხოო სამწუხაროა რომ თეჰიონს შენი გმირობა არ დაუნახავს თორემ კისერზე ჩამოგეკიდებოდა ხომ ეს გინდა არა?!
- გეყოფა უკვე მორჩი ეჭვიანობას- ახლოს მოვიდა წელზე მომხვია ერთი ხელი მეორე კი ნიკაპის ქვეშ ამომდო.ღმერთო ვერ ვძლებ რა სუსტი ვარ.საკუთარი თავი მეზიზღება არაფრის გაკეთება რომ არ შემიძლია.ტუჩებზე ოდნავ შემეხო სანამ მაკოცებდა ძალა მოვიკრიბე და ხელი ვკარი.
- გაიწიე! ვეჭვიანობ? ეგ სიტყვა ამოიძრე მაგ დებილი თავიდან და შემეშვი!
- ნუ ყვირი თორემ დაგსჯი- ამ სიტყვების თქმაზე თვალები გამიფართოვდა და ენა ჩამივარდა.დაგსჯიო? რაზე მიმანიშნა ჯანდაბა ჯიმინ რეებზე ფიქრობ იქნებ სხვა რამე იგულისხმა.
- რაიყო ხო არ გეშინია?!
- ჯიმინ წამოდი საქმე მაქვს- საიდანღაც ჯინი მოვიდა და ხელი მომკიდა.ჯონგქუქი გაბრაზებული გვიყურებდა ეჭვიანობს?
- ვერ წაიყვან სანამ არ მკითხავ და ხელი გაუშვი.
- რადგან შენი შეყვარებულია იმას არ ნიშნავს რომ რაც გინდა იმას გააკეთებინებ.
- ჯიმინ...
- კარგი ჯონგქუქ წავალ და მალე დავბრუნდები გპირდები,მერე ვისაუბროთ.
- კარგი,და მართლა საღამოს 8-ზე გამოგივლი და დამხვდი.
- რატომ?
- წვეულება მაქვს სახლში და ჩემი მეორე ნახევარი ჩემთან უნდა იყოს!- სიცილით თქვა და წავიდა.ჯინმა მაშინვე თავის სახლში წამიყვანა,თეჰიონი და ჰოსოკიც იქ დამხვდნენ ჯინიც დაჯდა როგორც დანარჩენები.ჯანდაბა ისე არიან გაბრაზებულები მგონი მეორედ მოსვლა იწყება.
- რაიყო რა გჭირთ?! რა სახეები გაქვთ?
- მოყევი რა გჭირს დროზე!- მიბრძანა თეჰიონმა.
- ვერ გავიგე...
- ჯონგქუქმა რა დაგიშავა?
- არაფერი რაუნდა დაეშავებინა?
- მოყევი თორემ აქვე მოგკლავ- ჰოსოკმა ბალიში მესროლა.
- არ ვიცი რაზე საუბრობთ!
- თეჰიონმა მოგვიყვა დილანდელი ის შეკითხვა და მერე გაქცევა.რა მოგივიდა.
- ჯერ თეჰიონმა გვითხრას რატომ მითხრა რომ გუკი მოსწონდა.
- ჯიმინ არ მიცნობ? მისნაირები არ მომწონს.
- აბა რატომ თქვი.
- იდიოტი ჰოსოკი გვისმენდა და ამიტომ,არ გეწყინოს ჰოსოკ- ხელი მხარზე დაადო.ტირილი ამიტყდა მაგრამ რატომ ისეთი ხომ არაფერი უთქვავთ.ჯინი გადამეხვია მალე იძულებული გავხდი ყველაფერი მომეყოლა.რაღაც მოვიფიქრეთ ოთხივემ ერთად რითაც შურს ვიძიებთ.ეს არც ისე კარგი გეგმაა თუ შეიძლება ამას გეგმა ვუწოდოთ.მაგრამ რომელიმეს მაინც ეტკინება ისე როგორც მე მტკიოდა წლების განმავლობაში...
დღეს მეორე თავი დავდე მეც მიკვირს😂😂😂ვაიმე ჩემი ბაჭია რას კაცობს?🐰🐰🐰ჯონგქუქ.მადლობთ რომ კითხულობთ ფლიიზ vote & com.💜💜💜💙💙💙💚💚💛💛💛💛

we aren't friends \ ჩვენ მეგობრები არ ვართ[jikook] ( Completed)Donde viven las historias. Descúbrelo ahora