დილით თეჰიონმა დარეკა, სწრაფად ავიღე და ვუპასუხე.
- რა გინდა თეჰიონ ამ დილაადრიან- ძლივს ამოვილაპარაკე.
- მალე ჩამოდი მე და ჯინი ქვემოთ გელოდებით- გავთიშე ავდექი მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი.თეჰიონი და ჯინი კედელზე მიყუდებულები მიცდიდნენ.
- ჯიმინ გუშინ რა მოხდა ჯონგქუქთან ერთად ყოფილხარ.- ჯინმა ხელები გადაიჯვარედინა და წარბები აათამაშა.
- ეგ ვინ გითხრა?!
- ჯონგქუქს ვკითხე სადმე ხო არ გნახა გუშინ და მითხრა კაფეში ვიყავიდ მერე კი წამოვედიო.
- ხო მართლა ნერვები მომიშალა.
- მიდი დაიწყე მოყოლა- თქვა თეჰიონმა და თან სიარული დავიწყეთ.ყველაფერი მოვყევი და თეჰიონმა გაოცებულმა მკითხა.
- ჯიმინ შენ რა მოგწონს?!
- რა იდიოტი ხარ რათქმა უნდა არა- თეჰიონს ბოლომდე ვერ ვუყვები ხოლმე ყველაფერს ვიცი დამცინებს მაგრამ მოიცა მე რა ჯონგქუქი მომწონს? არა არ შეიძლება!
- ნეტავ იუნგი მაგრად მაცემინა,მეტი არაფერი მინდა!
- ჯიმინ გუშინდელი არ გეყო? კიდევ გინდა? თუ ნამჯუნის საყვარელი, კუნთიანი და ღიმილი,ძალიან მომენატრა.
- არა ვეღარ გავიგე ჩვენ გველაპარაკები თუ ნამჯუნს ოცნებებში.
- თეჰიონ ჩემს დაცინვას გირჩევნია ჰოსოკს მიხედო ხომ იცი როგორ უყვარხარ!
- ოჰ ჰოსოკი, აღარ ველაპარაკები გუშინ ვეჩხუბე, ყვავილები გამოგზავნა სახლში თანი იყო და რომ მივედი თავდაყირა იდგა ყველაფერი, მერე თანი ცუდად გახდა ყვავილები შეუჭამია თან მაგ ყვავილებზე ალერგია აქვს ორმაგად ცუდად გახდა ვეტერინართან 3 საათნახევარი ვიყავით.
- რა ქნას რა ჰოსოკის ბრალია რა იცოდა თანი რო შეჭამდა ან ალერგია რომ ჰქონდა.
- კარგი რა ჯიმინ ყოველთვის იცავ- სასწავლებელსაც მივუახლოვდით ამ ლაპარაკში.კლასში ავედით.
- ბიჭებო ჰოსოკი მოდის ჩემი გაგცევის დროა.
- ჰოო მეც წავალ ნამჯუნი უნდა ვნახო შორიდან მაინც.
- როგორც ყოველთვის დამტოვეთ!- ორივე წავიდა კლასში შესულს ბავშვები არ დამხვდნენ როგორც ჩანს ადრე მოვედით.ჩანთა სკამზე დავაგდე და დერეფანში გავდიოდი რომ, საიდანღაც ქუქი შემოვიდა კარი დახურა მაგიდაზე დაჯდა და ლაპარაკი დაიწყო.
- ჯიმინ რა გჭირს?!- აქეთ იქით გავიხედე და ხელი ჩემზე მივუთითე,გაოგნებით ვკითხე ვითომ არ ვიცოდი რაზეც გაამახვილა ყურადღება.
- მე მეუბნევი?
- კი შენგარდა ჯიმინს სად ხედავ?
- ოჰ, რა უნდა მჭირდეს არც არაფერი კარგად- ხელი დავუქნიე,კარისკენ წავედი რომ ქუქიმ.ხელი მაჯაში წამავლო კედელზე მიმანარცხა და ენა ლოყას მიაბჯინა.
- ლაპარაკი არ დაგვიმთავრებია!
- მე მოვრჩი გამატარე.
- მითხარი გუშინ რა გეწყინა რომ გაიქეცი.
- გავიქეცი?!გეშლება,საქმე მქონდა.
- აბა რა გჭირს?!- მაჯაზე უფრო მომიჭირა.
- ნუ მტკენ თორემ გოგოსავით ვარ და შეიძლება ტირილით შეგეხვეწო გთხოვ ქუქი ნუ მატკენ მეთქი.
- ქუქი? მომწონს ასე რომ მეძახი,ესეიგი ის გეწყინა რომ გითხარი გოგოს გავხარ მეთქი? - ბაჭიასავით გაიღიმა.თმაზე ხელი გადამისვა.მის შეხებაზე ტანში გამაჟრჟოლა და სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე.ჯანდაბა ჯიმინ რა გჭირს ეს არასწორია.
- თმას იღებავ ხო?
- რა მოხდა არ მოგწონს?ჩემი გემოვნება განსაკუთრებულია- თვალებს ისევ ვერ ვახელ რადგან თმაზე მეფერება.
- არაფერი, გიხდება ვარდისფერი- ღმერთო ასეთ რაღაცეებს რატომ მეუბნევა ჩემი სიკვდილი უნდა? - ოღონდ რაღაც გაკლია სულ მცირედი.
- რა?
- ვარდისფერი კაბა შენ ხომ გოგოს გავხარ.
- იდიოტი ხარ- სიცილი დავიწყედ( როცა გონზე მოვედი) ცოტახანში ყველა კლასში შემოვიდა ქუქიმ ხელი გამიშვა და კლასიდან გავიდა.
4 გაკვეთილი გავიდა და დიდ დასვენებაზე კაფეტერიაში ჩავედი,მარტო რადგან ჯინი და თეჰიონი არ დამხვდნენ მოედანზე არიან სპორტის გაკვეთილზე ნორმატივებს აბარებენ.კაფეტერიაში მხოლოდ ნამჯუნი და იუნგი ისხდნენ,ყურადღება არ მივაქციე საჭმელი ავიღე თეფშზე დავდე და მაგიდას მივუჯექი.ისინიც გვერდზე მომისხდნენ.ნამჯუნს თვალი დასიებული ქონდა.
- ჯიმინ კარგად ხარ ძვირფასო?- იუნგიმ თავზე ხელი გადამისვა. მე ისევ ჭამა გავაგრძელე.
- ჰეი ჯიმინ კითხვა დაგისვეს პრინცესავ- ნამჯუნმა ლოყაზე მიჩქმიტა და ორივემ ხმამაღალი სიცილი დაიწყეს.
- ჯიმინ პატარავ აბა ნამჯუნის სახეს შეხედე რა უქენი,ხომ იცი რომ ეს ისჯება- იუნგიმ დაუსტვინა და კარიდან ხუთი ბიჭი შემოვიდა,ისინი ამ ორს ემსახურებიან ასე ვთქვათ მათი ჯგუფის წევრები არიან.- ბიჭებო თქვენთვის მიჩუქნია ნაზად მოეპყარით შეიძლება. იტიროს- იუნგიმ ლოყაზე მომისვა ხელი და ნამჯუნთან ერთად გარეთ გავიდა.ბიჭები ჩემსკენ წამოვიდნენ შემეშინდა სკამიდან წამოვხტი და ყვირილი დავიწყე.
- ვინმემ მიშველეთ
- პრინცესა ნუ ყვირი უარესი იქნება- ერთერთმა მითხრა.შუაში ჩავურბინე და გაქცევა ვცადე კარი გავაღე მეორემ ძირს დამანარცხა და მუშტი დამარტყა.ზემოდან დამაჯდა და სახეში მუშტები მირტყა.მე ტირილი დავიწყე.
- გთხოვ გამიშვით მტკივა- ვლუღლუღებდი.საიდანღაც ჯინი შემოვარდა და კივილი მორთო მერე გაიქცა.ბიჭებს არც შეუმჩნევიათ თორემ მასაც სცემდნენ.ხუთივე ფეხს მირტყავდა.გონებას ვკარგავ, თვალები მეხუჭება.
- ჯიმინგაიღვიძე ჯიმინ- ჰაერში მიტაცებს და ასე მივდივართ მხოლოდ ბოლო სიტყვებს ვამბობ.
- ქუქი მტკივა- და თვალებს ვხუჭავ.
თვალი საავადმყოფოში გავახილე და ჯინი დავინახე.
- ჯინ- ამოვიკვნესე.ის წამოხტა და გვერდზე მომიჯდა ნერვიული სახით.
- ჯიმინ როგორ ხარ?
- ხელი მტკივა, რა მჭირს?
- ისეთი არაფერი გადარჩი ცოტაც რომ დაგვეგვიანა ვინ იცის ის ველურები რას იზავდნენ.
- მრავლობითში რატომ ლაპარაკობ?
- აბა მე და გუკიმ ვიყავით და ხომ არ გეტყვი მარტო მე ვიყავი მეთქი.
- მაგას ვინღა უთხრა?
- რაც კივილი მოვრთე მაშინვე გუკისთან მივედი, მან არ დააყოვნა და აქ მოგიყვანა მას მერე რაც შენ აქ მოგიყვანა ხუთივეს მშობელი გამოლანძღა დირექტორის თანდასწრებით, მეტს მაინც ვერაფერს იზავდა ამის უფლება ხომ არ აქვს.
- ახლა სადაა?
- არ ვიცი- ჯინმა ტელეფონს დახედა
- ჯიმინ მალე ამოვალ ქვემოთ თეჰიონია და გზას ვერ აგნებს ჩავალ ჩავხედავ შენ დაისვენე.
- კარგი წადი - ჯინი გავიდა. მაშინვე წამოვდექი ეს საავადმყოფოები უფრო ცუდად მხდიან. ჩაცმა დავიწყე.ჯონგქუქი შემოვარდა.
- ჯიმინ რატომ ადექი?
- იქნებ სხვაგან გაიხედო ვიცმევ
- უი ბოდიში- შეტრიალდა და ლაპარაკი განაგრძო- როგორ ხარ?
- კარგად, გავიგე შური გიძიებია- სიცილი დავიწყე.
- ცოტა იყო მაგრამ მაინც, იმ ორს მერე დაველაპარაკები.
- მოტრიალდი მოვრჩი, არ იყო საჭირო ვინმე დაგესაჯა ჩემი გულისთვის ვალდებული არ ხარ.
- როგორ არა ვარ
- მე მივდივარ - კარისკენ წავედი.
- სად?
- სახლში სხვა სად
- წამოგყვები, ვიცი მაინც ვერ დაგაკავებ.
- კარგი წამოდი- ტაქსში ჩავსხედით და ჩემთან მივედით. ჯინმა დარეკა ავუხსენი რომ სახლში წავედი და არ მოხვიდე დასვენება მჭირდება მეთქი.ქუქიმ საწოლამდე მიმაცილა თვითონ კი წყლის მოსატანად წავიდა სამზარეულოში.მალევე დაბრუნდა და საწოლის კუთხეში ჩამოჯდა.
- აბა ესაა შენი სახლი?
- ხო არ მოგწონს?
- არა კარგია მყუდროა, ჩანს რომ შენი სახლია მაგრამ გული მწყდება რომ ვარდისფერის მაგივრად ყვითელი კედლები გაქვს- გაიცინა.
- კარგი რა არ მოგბეზრდა?
- ბოდიში ვიხუმრე.
- შეყვარებული ან ვინმე ასეთი გყავს?- ისე ვკითხე მეთვითონაც გონზე ვერ მოვედი.სახე შიეჭმუხნა და უფრო ახლოს მომიჯდა.მის სუნთქვას ვგრძნობდი.
- კი სახელსაც გეტყვი.
- მიდი თქვი
- პაკ ჯიმინი
- ოო კარგია რა
- არა მართლა ვიცი როგორც მოგწონვარ
- საერთოდ აღარც დაგელაპარაკები ასეთ თემებზე იცოდე
- კარგი ჰოო ბოდიში.
- ისევ ბოდიში ღმერთო.
- ჰო კარგი ახლა სერიოზულად, ამაზე დიდი ხანია მინდა დაგელაპარაკო, რაც გადმოვედი- მგონი ის მომენტია მაგრამ ეს მინდა?- დიდი ხანია მინდოდა თქმა მაგრამ ვერ გიბედავდი მოკლედ მე თეჰიონი მომწონს!...
ახალი თავი ძლივს დავდე გილოცავთ ყველას აღდგომას. რავიცი კი ვდებ ამ ახალ თავებს მაგრამ მაინც არავინ კითხულობს.ასე ცუდი გამოდის? რავიცი მაინც გავაგრძელებ.მადლობათ ვინც კითხულობთ შენიშვნები მითხარით და იაქტიურედ ძალიან გთხოვთ😍😍😍😻😻
ESTÁS LEYENDO
we aren't friends \ ჩვენ მეგობრები არ ვართ[jikook] ( Completed)
Romance- გთხოვ აღარ იტირო ჯიმინ - არც მე მინდა ტირილი მაგრამ ამ ცრემლების მიზეზი ყოველთვის შენ ხარ- მკერდზე ავეკარი არ შემეძლო დავშორებულიყავი იმის მიუხედავად რომ გაბრაზებული ვარ.