Jimin's pov
მე ჰოსოკი და თეჰიონი უნივერსიტეტის შესასვლელს მივუახლოვდით.ჰოსოკი თავის კლასში გაიქცა რადგან მაღალ კურსელებს უფრო მალე ეწყებათ ლექციები.მე და თეჰიონი მაღლა ავედით და როგორც ჩანს ჩვენც დავაგვიანეთ.კარზე დავაკაკუნე და თავი შევყე შემდეგ კი გავოცდი კლასში ქუქი რომ დავინახე.
- ქუქი?აქ რას აკეთებ- შიგნით შევედით.
- ვის მიმართავთ მე? ჯონგუკი თუ შეიძლება და ადგილებზე დასხედით!- ბრძანა.ვერ მივხვდი რა ხდებოდა და ორივე ადგილებზე დავსხედით ხმის ამოუღებლად ცოტახანში ჯონგუკმა დაიწყო
- მოკლედ მართალია ამ კლასში სულ ერთი გოგოა ჰანა,მაგრამ ამ კლასს კიდევ ორი გოგოც შეემატება დღეს,ახლა მოვლენ სადაცაა,იმედია თბილად შეხვდებით ერთერთს იცნობთ ამ დაწესებულების მოსწავლეა მაგრამ ერთი საფეხურით აიწია კარგი სწავლის გამო.- ამ დროს კარზე დააკაკუნეს და სანი და ლისა შემოვიდნენ თვალები შუბლზე ამივიდა.რა ჯანდაბაა.ორივე გაეცნო კლასს სანი ჩემს გვერდზე დაჯდა ლისამ ჯონგუკთან მიირბინა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.მერე კი ორივემ სიცილი დაიწყეს და მე გამომხედეს.არა მეტს ვერ გავძლებ უნდა წავიდე აქედან სახლში დაველაპრაკები,მაგრამ ამ ბოზის კლასში ყოფნას ვერ ავიტან.სწრაფად წამოვდექი და კარისკენ წავედი.
- თქვენი ჭკუით სად მიბრძანდებით?!- ხმას უწევს ჯონგუკი.მოიცა ეს რა გაგიჟდა?
- სად და სახლში
- ნებართვა ვის სთხოვეთ?!
- საკუთარ თავს- გავუღიმე და სახელურს მოვკიდე ხელი.ქუქიმ ხელი დამიჭირა და მომაბრუნა
- დაჯექი ვერ წახვალ!
- ძალიან კარგადაც წავალ და ხელს ვერ შემიშლი ჯონგუკ მასწავლებელო
- დაჯექი თორემ დირექტორთან შეხვალ!- ყვირის.
- და რას მიზავს? მცემს? გამიშვი მეთქი ხელი - ვებღაუჭებოდი რომ გავეშვი.
- როგორც მოსწავლეთა პრეზიდენტი გიბრძანებ დაჯდე.- ამ ნათქვამზე ისტერიული სიცილი ამიტყდა და მერე კლასსაც.
- ეგ წოდება ჩემთვის არაფერს წარმოადგენს- ხელი გავიქნიე ისევ.
- არა მეთქი არ წახვალ!
- ჯონგუკ არ მაიძულო კლასის წინაშე გცემო და ისე გაგაშვებინო ხელი- ვუჩურჩულე.მას გაეცინა
- კი როგორ არა
- კარგი პატარავ მაიძულე- ხელი უკან მოვუქციე და ძირს დავაგდე.მთელი კლასი გაოგნდა
- პირობა პირობაა პრეზიდენტო- ცინიკურად მივაძახე და კლასიდან გამოვედი.გზაში სიცილით ვკვდებოდი .რადგან ნერვებს მიშლი და ლისას ელაპარაკები სამაგიეროს გადაგიხდი.კაფეტერიის კარი შევაღე და იუნგი დავინახე.
- ჰეიი ჯიმინ მოდი დაჯექი- ხელი დამიქნია.მეც დაუფიქრებლად მივედი და საპირისპირო სკამზე დავჯექი.მისი თეფშიდან ბურგერი ავიღე და ჭამა დავიწყე.
- გემრიელია
- ხო მე ვეღარ შევჭამე ხუთი ცალიც მეყო
- რა? რა ხუთი გაგიჟდი?
- არა დიეტაზე ვარ
- კარგი მეხუმრები?
- ხო- სიცილი დაიწყო
- აქ რას აკეთებ ისე გაკვეთილზე რატო არ იყავი
- ჩვენს კლასელს ცხვირი გავუტეხე და მასწავლებელმა გამომაგდო
- რომელმა მასწავლებელმა
- ჯონგუკმა
- მაგას რა უნდა გაკვეთილზე?
- ააა არ იცი? ჩვენი მათემატიკის მასწავლებელი ცუდად არის და ჯონგუკმა შეცვალა როგორც რაღაც პრეზიდენტმა თუ რავი
- აა ხო
- და შენ რატო ხარ აქ?
- მე გამოვედი ნერვები ამიშალა
- აააჰაამ- სიტყვები გაწელა.
- არ ვართ ერთად დაწყნარდი
- ვის უმალავთ რა, დებილებს ატყუებთ მარტო
- კაი დაივიწყე ,ისა მართლა დღეს შეიძლება თქვენთან დავრჩე? ამაღამ მარტო, არ შეგაწუხებთ სახლში არ მინდა მისვლა ჯონგუკმა ნერვები რომ მომიშალოს.
- კი რა თქმაუნდა დარჩი.
- მადლობა
- რის მადლობა- უცბად ტელეფონმა დაურეკა- გისმენთ?...აა ხო...ამოვალ კი ჰო ქვევით ვართ...კაი
- ვინ იყო? - ვკითხე როცა გათიშა.
- სანი იყო თავს ოდნავ შეუძლოდ გრძნობს და უნდა სახლში წავიყვანო
- კარგი წადი- სკამიდან წამოდგა
- კარგი აბა ჯიმინა საღამოს გელოდებით ვახშამზე არ დააგვიანო.
- კარგად- ხელი დავუქნიე ის მალევე წავიდა.
უკვე საათ ნახევარია აქ ვზივარ ძალიან მოვიწყინე ტელეფონიც გაითიშა იმდენი ვაწვალე.წამოვდექი ჩანთას ხელი დავავლე და კაფეტერია ღიღინით დავტოვე.მაღლა სართულზე ავედი.
- ჯიმმიიინ- თეჰიონის ყვირილი მესმის და უკან ვიხედები.სწრაფად მორბის და მეუბნევა
- ჯონგუკი გაბრაზებულია და ყველგან გეძებს გირჩევნია გაიქცე.
- და სადაა?
- აი მოდის- თითი გაბრაზებული ჯონგუკისკენ გაიშვირა.
- ჯიმინ!!!- დაიღრიალა ჯონგუკმა.ახლა დამერხა.სწრაფად გავიქეცი.ეზოში სკამზე ჩამოვჯექი ისე დავიღალე.მხარზე ხელი დამადო და მიმატრიალა.
- რა გინდა? წადი მარტო დამტოვე მარტო ყოფნა მინდა ჯონგუკ მასწავლებელო
- რეებს ბოდავ,ზედმეტები რომ მოგდის ხვდები?!- გაბრაზებული მეკითხება.- ნერვებს რატომ მიშლი?!
- მე გიშლით ნერვებს თქვენ ჯონგუკ მასწავლებელო? კარგით ბოდიშით წავალ დირექტორს ჩავბარდები- წამოვდექი ხელი დამიჭირა და ისევ დამსვა( ესეც მალე იქნება დასმა😎😇😈)
- რა გინდა მოგკლა? ბავშვების თვალწინ რატომ მამცირებ?
- მე გამცირებთ თქვენ მასწავლებელო? თქვენ ხომ მოსწავლე პრეზიდენტი ხართ მე არ მაქვს ამის უფლება
- რას ბოდავ, ან რა თქვენობით მესაუბრები,ქუქი თქო და არა ჯონგუკი
- მოიცათ ჯერ ჩამოყალიბდით რადგან ხან მეუბნევით ქუქიო ხან ჯონგუკიო ჩამოვყალიბდეთ და მერე ვისაუბროთ
- შენთან ლაპარაკი არ ღირს გაბრაზებული ხარ საღამოს ვილაპარაკოთ
- ჰო როგორ არა
- ვერ გავიგე
- საღამოს სახლში არ მოვალ
- რა?! ნებართვა ვის სთხოვე?!
- საკუთარ თავს
- ვისთან რჩები?
- შენი საქმე არაა!
- როგორ თუ ჩემი საქმე არაა!- დაიღრიალა.
- მასწავლებელო რა უფლებით მიყვირით?
- შეწყვიტე,მორჩა დღეს სახლიდან ვერ გახვალ სახლში დამხვდი თორემ...
- თორემ რა დირექტორს ეტყვი?
- ჯიმინ გეყოფა!
- შემეშვი რა- წამოვედი.
ცოტახნით ჯინის კაფეს შევუარე მხოლოდ ჯინი დამხვდა.ბევრი ვისაუბრეთ რემონტზე და ქუქიზე.მოვუყევი მასთან რა მქონდა დასამალი,არც გაკვირვებია.მალე საღამოც დადგა და გატავწყვიტე წავსულიყავი.ტაქსი გავაჩერე და იუნგის სახლში მივედი.ორსართულიანი შენობა გარეთ ლაზი ბაღით.ქუჩა საკმაოდ სუფთა ჩანს.კარზე დავაკაკუნე.სანიმ გააღო
- ჯიმინ - გადამეხვია- რა მაგარია აქ რომ რჩები ამაღამ.
- ნუ შეაწუხე ჯერ არც მოსულა და ეცი
- გაჩუმდი რა იუნგი- დაუყვირა სანიმ
- შემოდი რას დგახარ- იუნგიმ დამიძახა.მანიშნა მასთან მივსულიყავი.მეც დივანზე მივუჯექი.
- სანი წადი ლუდი მოუტანე- სანიც მალევე ბოთლით ხელში მოვიდა.
- თქვენ გაერთედ მე წავალ საჭმელს გავაკეთებ რავი თუ გამოვიდა ბოსტნეულის რაღაც კერძი ვნახე ინტერნეტში დღეს და ვცადო.
- კარგი წადი- იუნგიმ საჯდომზე ხელი მოსცხო და გაიცინა.სანიმ თვალები გაატრიალა და გავიდა.ჩვენ ფეხბურთს ჩავუკექით დიდი მაყურებელი არ ვარ მაგრამ ახლა რატომღაც კარგი მომეჩვენა.ჩემი მეგობრები სხვანაირები არიან, თემინი რომელიც დიდი ხანია ამერიკაშია და თეჰიონი სულ ყოველთვის მულტფილმებს უყურებდნენ ხოლმე და ტიროდნენ ამას ვერასოდეს ვხვდებოდი რა ატირებდათ,ხოო ჯინი რთული შემთხვევაა ის ყოველთვის არა სულ ყოველთვის იდიოტი იყო,ხუმრობები ბევრი აქვს მაგალითად ერთ დღეს გვეკითხება ,,მარტო რქას რომ რქა მოვაჭრათ რა დარჩება?"-ო ჩვენ ეს ხუმრობა ვიცოდით და ვუთხარით ,,მარტო" ამაზე ჯინმა თავი გააქნია და თქვა ,,არა,სწორი პასუხია რქა მოჭრილი მარტორქა" ხო ეს ყველაზე ცუდი ხუმრობა იყო.მაგრამ ჯონგუკის მეგობრები სერიოზულები არიან არასოდეს უყურებენ მულტფილმებს და არც გიჟებივით იცინიან,ნუ თუ მთვრალები არ არიან.
- კუჭი გამეხა ამის ექსპერიმენტებით თან ჩემზე ცდის- ამბობს იუნგი სანიზე
- მესმის შენი თეჰიონიც ეგრეა.
- ხოო ეგ თეთე არანორმალურია
- თეთე?დამეგობრდით?
- ხო რაღაც მსგავსი დავალებებს მიწერს ხოლმე სანიმ სთხოვა და ყველაფერს მიჯერებს,რა აუტანელი შეყვარებული ყავს სულ თან დაყვება,მაგრამ თეჰიონს არ მოსწონს ჰოსოკის ეს საქციელი ამბობს რომ ზედმეტად მზრუნველია
- ხო მერე ეს კარგია ჩემი აზრით
- არა მისთვის მართლა არა- თეჰიონი მე არაფერს მიყვება და იუნგის მოუყვა? მივკლავ ჯერ ვნახო...
- იუნგი არ გეწყინოს და თავი ამტკივდა წავალ დავწვები
- კარგი წადი- ოთახში შევედი რომელიც იუნგიმ მაჩვენა და დავწექი.
ESTÁS LEYENDO
we aren't friends \ ჩვენ მეგობრები არ ვართ[jikook] ( Completed)
Romance- გთხოვ აღარ იტირო ჯიმინ - არც მე მინდა ტირილი მაგრამ ამ ცრემლების მიზეზი ყოველთვის შენ ხარ- მკერდზე ავეკარი არ შემეძლო დავშორებულიყავი იმის მიუხედავად რომ გაბრაზებული ვარ.