ორი დღის მერე...
Yoongi's povდილა გათენდა,საწოლიდან გადმოვვარდი,ჯანდაბა დღეს პაემანი მაქვს.სწრაფად მოვემზადე,2 საათის მერე სარკესთან ვდგავარ და საკუთარ თავს დებილივით ვუყურებ.მალევე ვრჩები სარკესთან საუბარს და მანქანით მივდივარ.
უკვე კაფეში ვზივარ სანიც გამოჩნდა და მაგიდასთან მოვიდა.
- იქნებ წასულიყავით?!
- რატომ? აქაც კარგად ვგრძნობ თავს
- უკაცრავად აქ ვიღაცას ველოდები
- ჩემსგარდა კიდევ ვის?
- შენ არც კი გიცნობ და რატომ დაგელოდებოდი.- ვაიმე ვერ მცნობს? რა სასაცილო გოგოა.
- ვის ელოდები,აბა მითხარი
- არამგონია იცოდე,მინ იუნგი ვინ არის
- მე კი არამგონია საკუთარი სახელი და გვარი აღარ მახსოვდეს- ხმამაღლა გავიცინე.
- იუნგი შენ ხარ?- გაოცებულმა შემომხედა,ჩემს პასუხს არც დაელოდა გამოიქცა და ჩამეხუტა.
- სანი გავიჭყლიტები
- ბოდიში- ჩემს საპირისპიროდ დაჯდა- არ მეგონა ასეთი სიმპათიური თუ იყავი- წარბები აათამაშა.
- ხო გითხარი
- არ დაიწყო ეხლა
- ჰო კარგი,აბა რას შეუკვეთავთ?- მიმტანი მოვიდა.
- მე ყავას და რაიმე დიეტურ ნამცხვარს- სანი.
- მეც იგივე ოღონდ დიეტური არა- გავიცინე( ლობიო,ბორში,კარტოფილი,ჩაქაფული,მწვადი,ყველი აუუ ეს ამისთვის ერთი ჭამაა😂😂😂 ბოდიში ვერ მოვითმინე).მალე შეკვეთაც მოვიდა ბევრ რამეზე ვისაუბრეთ პაემანმა კარგად ჩაიარა.
სანის სახლთან ვდგავართ.
- კარგი დღე იყო- სანიმ თავი დახარა.
- ხო ოდესმე ჩემთან წაგიყვან სახლში
- არ გინდა აქ ამოხვიდე?
- არა მეზიბლები რამეს დაგაბრალებენ- ორივემ გავიცინეთ.
- ხომ კიდევ შევხვდებით?
- როგორც გინდა- უცბად წამოიწია და მაკოცა,ასეთ რამეს არ მოველოდი და ცოტა დავიბენი ბოლოს მეც ავყევი.კოცნა შეწყდა,ზედაპირულად ისევ მაკოცა,გადამეხვია და სახლში გაიქცა.რა უცნაური გოგოა თავი გავაქნიე.ტელეფონი ამოვიღე ნამჯუნს დავურეკავ
- იუნგი? რა მოხდა
- რა უნდა მოხდეს,გცალია? საქმე მაქვს.
- არა არ მცალია
- მერე მე რავქნა გითხარი მოდი მეთქი და გელოდები
- ხოოო მოვალ.- მალევე მანქანით მოვიდა.მოტოციკლეტის ყიდვაზე დიდი ხანია ვფიქრობ ასე რომ ნამჯუნი იქ წავიყვანე სადაც იყიდება.ერთერთი ავარჩიე და ვიყიდეთ.ორ საათში ისევ სანისთან მივედი და კარზე დავაკაკუნე.
- ხო რაიყო
- მოვედი
- ვდედავ
- გავისეირნოთ?
- რითი
- ამით- ხელით ვანიშნე სანიმ კივილი მორთო.ჩანთა აიღო და მძღოლის ადგილზე მოკალათდა.
- მანდ მძღოლი ზის
- ხო ვიცი
- მერე ტარება
- ვიცი დაჯექი- დავჯექი ხელები წელზე მოვხვიე,და გააქროლა.
ორი საათის მერე როგორც იქნა გააჩერა და ძლივს გადმოვედი.
- როგორ ხარ?
- მშვენივრად!
- ჰო როგორ არა,მთელი გზის განმავლობაში ორჯერ აგერია გული,ცარიელ გზაზე რომ სიჩქარეს მოვუმატე გოგოსავით კიოდი და ბოლოს სახლთან რომ მოვედი გაჩერებას ითხოვდი ყვირილით.
- აჭარბებ! ისე მართლა ეს ვისი სახლია
- ჩემია არავინ მოდის ჩემს გარდა,მხოლოდ ზაფხულობით ან კიდევ როცა განტვირთვა მჭირდება.
- მაშინ შევიდეთ- შიგნით შევედით როგორ კარგი ჰაერია,ზაფხულის სუნი იგრძნობა.დივანზე დავეხეთქე
- მე საჭმელს მოვამზადებ მშიერი იქნები
- კარგი დაგელოდები- სანიმ თბილად გამიღიმა და ოთახიდან გაუჩინარდა.ეჰ ნეტავ ამ ბუხარს ვინმე ანთებს ხოლმე?! რა მაგარი იქნება ასეთი სახლი მარტო ყოფნისთვის,ან სანისთან ერთად.გამეცინა.თვალები ნელნელა დამეხუჭა და დავიძინე.
- იუნგიი გაიღვიძე დაღამდა რამდენი ხანია გძინავს- სანიმ შემანჯღრია და წუწუნი დაიწყო.
- ბოდიში დაღლილი ვიყავი და ალბად ჩამეძინა.
- არაუშავს წამოდი ვჭამოთ- ავდექი მაგიდას მივუსხედით,ორივე ჩუმად ვჭამდით.როგორც იქნა მოვრჩით,თეფშები გავრეცხეთ ისევ ჩუმად,მხოლოდ ერთხელ მითხრა რომ წყალი მოეშვა.დაღლილი ისევ დივანზე დავესვენე,სანიც გვერდზე მომიჯდა ფილმს ვუყურეთ და ისევ ჩამეძინა ამჯერად სანისთან ერთად.
დილა გათენდა ვიგრძენი სხეული როგორ მქონდა დაჭიმული,კისერიც მტკივა.მაგრამ მაშინვე გამიარა ჩემზე მოკრობილი სანი რომ ვიგრძენი,შეიშმუშნა და თვალი გაახილა.
- იუნგი?
- რა იყო დაგავიწყდა აქ რომ ვარ?
- ჰო, ასე გვეძინა?
- რა მოხდა მერე?
- არაფერი კარგია მომეწონა- რა? მოვწოვარ? ჯანდაბა ან ახლა ან არასოდეს.
- ამის დრო არ არის მაგრამ მინდა რაღაც გკითხო სანი
-კი
- ჯერ არ მიკითხავს
- ხოდა კი მეთქი
- ესეიგი შენც?
- ხოო მეთქი თანაც ძალიან
- მაინც გკითხავ,სანი ჩემი შეყვარებული იქნები?- სანი დაიბნა და წამოდგა ოთახში სიარული დაიწყო.
- მე მეგონა მკითხავდი გშია თუ არაო
- აჰ,ბოდიში თუ...
- არაუშავს არც ეგაა პრობლემა- გამქანდა და კალთაში ჩამიხტა,ხოო ეს უკვე მესამე კოცნაა.
One months ago
ESTÁS LEYENDO
we aren't friends \ ჩვენ მეგობრები არ ვართ[jikook] ( Completed)
Romance- გთხოვ აღარ იტირო ჯიმინ - არც მე მინდა ტირილი მაგრამ ამ ცრემლების მიზეზი ყოველთვის შენ ხარ- მკერდზე ავეკარი არ შემეძლო დავშორებულიყავი იმის მიუხედავად რომ გაბრაზებული ვარ.