ირგვლივ ყვავილების არაჩვეულებრივი სურნელი იდგა. ქალაქის ყველა ომეგა მოდიოდა ამ მაღაზიაში, რომ შეეძინათ სუნამოები, რომლებსაც ამავე ქალაქის ყველაზე ლამაზი ომეგა ამზადებდა. გვერდით პატარა ყვავილების მაღაზია იყო და კაფე, სამივე ომეგას ოცნებას წარმოადგენდა წლების წინ ახლა კი მას შეუძლია დაიკვეხნოს, რომ არის მფლიბელი „სემირამიდასი" და თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. მის ირგვლივ ახლაც უამრავი ომეგა ტრიალებს, რჩევას ეკითხებიან და კომპლიმენტებით ამკობენ, დახლის კუთხეში საპატიო ადგილი უჭირავს ომეგას საყვარელ ნივთს, ვიოლინოს და თავად ომეგა ცდილობს დღის ბოლოს მაინც შეძლოს დაკვრაში ვარჯიში, სახლში რომ მივა ეს არ მოხერხდება, მისი პატარა ძმები არაფერს აცდიან.
-გაიგეთ? წუხელ ჯონი ახალ ღამის კლუბში მისულა.-ესმის ბოგამის ხმა და თვალს მისკენ აპარებს.
-ამბობენ, ეგ კლუბი მისიაო.
-ტყუილია, მამაჩემის ძმიშვილი მუშაობს მაგ კლუბში, თქვა ყველა სუნთქვაშეკრული ვიყავით, მისი გამოჩენითო, თურმე ყველაფერს ისე ათვალიერებდა თითქოს ახლა თვალებიდან ცეცხლს გამოუშვებდა და გადაგვწვავდაო, ცალკე ოთახი დაუქირავებია და ყველაზე ლამაზ ომეგებთან ერთობოდა, თურმე მთელი ღამე.
-გეყოფათ ჭორაობა, მაგისთვის მოპირდაპირე მხარეს ტკბილეულის მაღაზიაში მიბრძანდით, ჩემი შენობები არაა თქვენი გარჩევების ადგილი,-ქერა ჯონის ხსენებამ ძალიან გააღიზიანა.
-ვითომ რატომ? არ თქვა, რომ შენ არ მოგწონს ის?-ბოგამმა თვალები შეუთამაშა ქერას.
-ზუსტადაც არ მომწონს, ვერ ვიტან, ნამდვილი პირუტყვია.
-საიდან იცი?-ომეგები დახლს მიაწყდნენ. ისეთი ხმაური იყო კაფედანაც გამოიხედა ხალხმა.
-ჩვენ ერთად ვიზრდებოდით, მერე ის ალფების სკოლაში გაუშვეს, მე ომეგების პანსიონში გავიზარდე და კარგად ვიცნობდი ერთ დროს.
YOU ARE READING
თეთრი ლილიები
Fanfictionდასრულებული -მე უარს ვამბობ მასზე.-თეჰიონი ბრდღვინავდა, როგორც ალფა. -მერე? თეჰიონ, შენ გგონია მასზე უბრალოდ უარს იტყვი და მორჩა? შენი ალფა, ყველაზე საშიში და სასურველი კაცია მთელს ქალაქში.-მინ ჰო ცდილობდა წყობიდან არ გამოსულიყო.-როგორ გგონია? უფლე...