-იცი გიხდება ქერა,-ჰოსოკი ბედნიერი ესალმება სტუმარს და მისაღებისკენ თავად უძღვება.
-შენც ძალიან კარგად გამოიყურები.
-გაიცანი, ჯონგინ, ეს სეჰუნია, ჩემი მარჯვენა ხელი.
-სასიამოვნოა,-ქერა თავს უკრავს სეჰუნს და ჰოსოკს კაბინეტში მიყვება. ალფა ტუჩებს თავს სიმწრით უყრის, სეჰუნი კი თავის მხრივ სამზარეულოში გარბის და იქ იცინის. ომეგები სიმპათიური ალფას წინ იმორცხვებენ და უკვირთა მისი ქცევა.
-შენი დახმარება მჭირდება. ჩემს ომეგას ვიღაც შეტყობინებებს წერს და აშინებს.
-ეჭვი არავისზე გაქვს?
-არა. სეჰუნს დავავალე, მაგრამ ვერაფერი იპოვა. კარგად გათვლილი გეგმაა.
-ვეცდები დაგეხმარო.
-კარგი, მადლობა.
-ახლა წავალ.-ალფამ მუხლებზე დაიწყი ხელები და წამოდგა.
-არ დარჩები? მალე ვახშამს გაშლიან და იქნებ დამეწვიო.
-არა მდალობა. მეჩქარება შეხვედრა მაქვს.
-ლამაზია?
-საშინლად ლამაზი და სასურველია.
..
-მოვედი უფროსო, პაკ.-ოფიცერი თავდახრილი შევიდა ჯიმინის კაბინეტში და იქვე დადგა.
-ახლა მისმინე და არაფერი აურიო. მინ იუნგი, ომეგა, სემირამიდას თანამშრომელია, ყველაფერი მჭირდება მასზე, აფსოლუტურად ყველაფერი. სად დაიბადა, მშობლები, მანმდე სად მუშაობდა მისი ალფას სახელი და მისამათი, აფსოლუტურად ყველაფერი. სამი საათი გაქვს. წადი!
პაკ ჯიმინმა მოსვენება დაკარგა. ვეღარ ჭამს, თითქმის არ ძინავს გული მუდამ სემირამიდასკენ მიუწევს და თითქმის ერთი კვირაა ორ დღეში ერთხელ სამსახურში უზის თეჰიონს. თვალს ვერ აშორებს, ეს საძაგელი ომეგა ძალიან იზიდავს მის საწოლში უნდა, უნდა ეს ცხვირაპრეხილი ომეგა მის ქვეშ დაღლილი და ოფლიანი კვნესოდეს, მხოლოდ მის სახელს. მისთვის ყველაფერმა დაკარგოს აზრი, ოღონდ ჯონის ძუკა ნუ იქნება და სხვა ყველას ჩამოიშორებს. პაკს ვერ გაურკვევია რა სჭირს, რატომ უნდა ეს ომეგა ასე საშინლად მაგრამ თუ მას არ მიიღებს ყველაფერი ცუდად იქნება.
YOU ARE READING
თეთრი ლილიები
Fanfictionდასრულებული -მე უარს ვამბობ მასზე.-თეჰიონი ბრდღვინავდა, როგორც ალფა. -მერე? თეჰიონ, შენ გგონია მასზე უბრალოდ უარს იტყვი და მორჩა? შენი ალფა, ყველაზე საშიში და სასურველი კაცია მთელს ქალაქში.-მინ ჰო ცდილობდა წყობიდან არ გამოსულიყო.-როგორ გგონია? უფლე...