ჯონების სახლი არასოდეს ყოფილა ასეთი ცარიელი და მშვიდი. უფროსები უკვე სამი დღეა საზაფხულო სახლში წავიდნენ. ჯონ ჰოსოკი მოწყენილი დადის სახლში, მოჩვენებას ჰგავს და ცდილობს მთელი ყურადღება თავისი ომეგას დაცვაზე დაგაიტანოს.
-რატომ დამირეკე?-შერიფი მშვიდად ჯდება სკამზე და ელოდება. ალფასთვის ჩაის სუფრა გაშალეს ბაღში. ჯონი ჩინურ ხალათშია გახვეული და სიგარას მდუმარედ აბოლებს.
-თეჰიონი ქალაქს უნდა გავარიდო.
-რატომ? ისევ რამე მოხდა?
-დღეს ისევ მივიღე სისხლიანი შროშანები საჩუქრად და აი ეს.-პაკი ხელში იღებს სამხილების პარკში ჩადებულ თეთრ ცხვირსახოცს ინიციალებით K. T.
-თეჰიონის ცხვირსახოცი?-პაკი ჩაფიქრდა.-ეს არ შეიძლება უცხოს გამოეგზაცნა, ის ვინც გვებრძვის, ვინც ჩემს მეგობარს ემუქრება მასთან იმაზე ახლოა ვიდრე გვგონია.
-რატომ ფიქრობ ეგრე? თეჰიონს შეიძლებოდა ეს დაეკარგა ან ქუჩაში ცინდლიანი ბავშვისთვის მიეცა.-ჯონი ხავსს ეჭიდება, ეშინია მისი ერთადერთი შიში კი მისივე ომეგაა.
-არავითარ შემთხვევაში. თეჰიონისთვის ეს ცხვირსახოცები დედაჩემმა მოქარგა, რაც ის ვიპოვე დედა ძალიან ბედნიერი იყო, ის ისე მიიღო როგორც ნანატრი ომეგა. დედამ ასწავლა ქარგვა ყურადღების გადასატანად და მერე თავისავე ხელით მოუქარგა ათი თეთრი ცხვირსახოცი. უთხრა ისინი მისთვის საყვარელი ადამიანებისთვის დაერიგებინა.
-ვის აქვს ეს ცხვისახოცები?
-მე, მის მშობლებს და ძმებს, თავად მას და ჯინს. სხვას არავის.
-ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა,-ჯონი იგინება ფეხით უმოწყალოდ სრესს სიგარის ნამწვს და ფეხს სკამს ურტყამს.
-როგორ უნდა დავიცვათ? ჩემი და შენი ხალხი წამით არ ტოვებს, იუნგი მასთანაა. ერთი გზა არსებობს მის დასაცავად.
YOU ARE READING
თეთრი ლილიები
Fanfictionდასრულებული -მე უარს ვამბობ მასზე.-თეჰიონი ბრდღვინავდა, როგორც ალფა. -მერე? თეჰიონ, შენ გგონია მასზე უბრალოდ უარს იტყვი და მორჩა? შენი ალფა, ყველაზე საშიში და სასურველი კაცია მთელს ქალაქში.-მინ ჰო ცდილობდა წყობიდან არ გამოსულიყო.-როგორ გგონია? უფლე...