-აააი,ახლავე შეწყვიტეთ ჩხუბი.-შავთმიანი ომეგა ცდილიბს მოჩხუბრები გააშველოს.
-რა ჯანდაბა გჭირთ, თეი, ახლავე გაჩერდი!
-რა ხდება აქ?-ჯიმინის ხმაზე ომეგა მამასთან გარბის და ზედ აფრინდება.
-რა არის ჩემო ანგელოზო?-ჯიმინი ომეგას თმას უკან უწევს და მისკენ მორბენალ ალფას მკაცრად უყურებს.
-ბატონო, ჯიმინ, სერ. მე და თეი უბრალოდ ვთამაშობდით.
-მომისმინე, იუტა ნაკამოტი. ჩემა პატარას კიდევ გააბრაზებ, არბენინებ და ასე გააოფლიანებ და არ ვიცი რას გიზამ.
-დიახ, ასე მოვიქცევი, სერ.-დაბნეული ალფა თავს არ წევს იცის, მამის კისერზე ჩამოკიდებული თეი ახლა ენას უყოფს და თან ჯიმინის ყურთან კრუტუნებს, როგორც დამჯერი ფისო.
-ახლა წადით.-ჯიმინი მინის გაბრაზებულ მზერას აწყდება და გაბუშტული ომეგასკენ მიდის.
-ვინ გაგაბრაზა, პატარავ?
-შენი შვილი უბრალოდ ძალიან ველურია. მძინარე იუტასთვის წარბის მოპარსვას აპირებდა.
-ჰმ, ნეტა ვის მაგონებს.-ჯიმინს ჩაეცინა და ქმრის ტუჩები დაკოცნა.
-მოკეტე, იდიოტი.-ვინ ეძახის ქმარს იდიოტს? არავინ,მხოლოდ ტუტუცი ომეგები და ქალაქში ყველაზე დაფასებულ ალფასაც,პოლიციის უფროსს და რამდენიმე მედალის მფლობელს, სწორედ ასეთი ტუტუცი, პატარა ბუშტი ჰყავს სახლში.
-მომწყდი, შენი სუნი მაღიზიანებს.
-ნეტა რა არ გაღიზიანებს, იუნგი? ჩემს შვილს მივესალმები და წავალ.-ჯიმინი დაიხარა და მინის მუცელი მოაშიშვლა. ომეგა უკვე მეშვიდე თვეშია, გგონიათ იმდენი მოიმატა, რომ ვერ დადის? ცდებით, მუცელი სულ ოდნავ აქვს წინ წამიწეული, ისე თითქოს საუზმობისას ბევრი ჭამა. ალფა გრძნობს, როგორ აკეთებს მისი ბიჭი მამიკოს მუცელში სალტოებს და ეცინება. ორი შვილი ეყოლება მალე და ორივე მამიკომ დაიმსგავსა.
YOU ARE READING
თეთრი ლილიები
Fanfictionდასრულებული -მე უარს ვამბობ მასზე.-თეჰიონი ბრდღვინავდა, როგორც ალფა. -მერე? თეჰიონ, შენ გგონია მასზე უბრალოდ უარს იტყვი და მორჩა? შენი ალფა, ყველაზე საშიში და სასურველი კაცია მთელს ქალაქში.-მინ ჰო ცდილობდა წყობიდან არ გამოსულიყო.-როგორ გგონია? უფლე...