ჰოსოკს დილას ყელის საშინელი წვა აღვიძებს. ხელით სინჯავს საწოლს და თვალებს ნელა ახელს. ომეგა წავიდა? რას უნდა ნიშნავდეს ეს? ალფა საკმაოდ დაბნეულია აღარ იცი რა გააკეთოს.
სწრაფად წამოდგა, როცა ქვედა სართულიდან გულის გამაწვრილებელი კივილი გაიგონა და კიბეზე გაიქცა.
თეჰიონი იყო. მის წინ ჯონგინი იდგა და ცდილობდა აეყენებინა ომეგა კი უკიოდა რომ ხელები გაეშვა.
-რა ხდება აქ?-ჰოსოკი წამში გაჩნდა ომეგას გვერდით და ზემოთ გულგახეთქილ მშობლებს ახედა.
-პატარავ, ჩემო სიცოცხლე. კარგად ხარ?
-წავიდეს.-თეჰიონი კანაკლებდა. ალფამ სწრაფად ააყენა და მკერდში დამალა მის მხრებს ხელები გაუსვა ერთიანად გაყინული ოდნავ მაინც რომ გაეთბო.
-შენთან ვარ, მორჩა ახლა მითხარი რა მოგივოდა.
-უნდა წავიდე.
-არა! თეჰიონ. დამელაპარაკე. გემუდარები.-ჰოსოკი ხმადაბლა ჩურჩულებდა ომეგას ყურთან, მზრუნველად ეფერებოდა თმაზე და ჯონგინს ბურღავდა თვალებით. ჯიბიდან მობილური ამოიღო და ესემესი გაგზავნა.
-წავიდეთ, უნდა დაწვე და დაისვენო.
-არა, სახლში მინდა. ჯიმინი მინდა.-თეჰიონი კიოდა, ფეხებს აქნევდა და ჰოსოკს ისე ეწინააღმდეგებოდა ალფამ თავი ვერ შეიკავა და კიბეზე გადავარდა. ომეგა გაშეშდა, გაშრა. სწრაფად ჩაირბინა კიბეზე.
-მე.. ჰოსო..
-ჩშ, კარგად ვარ. მომეცი უფლება დაგეხმარო, მითხარი რა მოგივიდა.
ჯონგინი ამ დროის მანძილზე მშვიდად იდგა დარწმუნებული რომ თეჰიონი ხმას არ ამოიღებს ცინიკური მზერით ბურღავდა ომეგას. თეჰიონმა გონება დაკარგა.
..
-მარტო ხარ?
-ჰო.-იუნგი ნაწყენი ჩანდა, წამით ამოხედა ალფას და ისევ თაიგულს მიუბრუნდა, რომელსაც კლიენტისთვის ამრეზით კრავდა.
YOU ARE READING
თეთრი ლილიები
Fanfictionდასრულებული -მე უარს ვამბობ მასზე.-თეჰიონი ბრდღვინავდა, როგორც ალფა. -მერე? თეჰიონ, შენ გგონია მასზე უბრალოდ უარს იტყვი და მორჩა? შენი ალფა, ყველაზე საშიში და სასურველი კაცია მთელს ქალაქში.-მინ ჰო ცდილობდა წყობიდან არ გამოსულიყო.-როგორ გგონია? უფლე...