***

1.4K 108 48
                                    

თეჰიონი ძალიან იყო დაბნეული. ერთადერთი, რაც უნდოდა დასვენება იყო, არაფერზე უნდა ეფიქრა.

*დღეს ჩემთან მოდი, გთხოვ.

*არ შემიძლია, მინდა ჩემთან დავისვენო, შენ მოდი.

*კარგი, მინო მაინც მეგობართან რჩება ღამით. მალე მანდ ვიქნები. რამე გინდა?

*არაფერი, მალე მოდი. ჰოსოკი მიხვდა, რომ ომეგასთან რაღაც ისე არ იყო. სწრაფად ჩახტა მანქანაში და თხუთმეტ წუთში უაზრო ფიქრებთან და საკუთარ თავთან მებრძოლი ალფა კიმების სახლთან გაჩნდა. თეჰიონი მისაღებში იჯდა, დივანზე. ფეხებაკეცილი თეთრ პიჟამოში და მშვიდად სუნთქავდა.

-პატარავ.-ომეგა უსიტყვოდ მოშორდა დივნის კიდეს.

ალფამ ჰალსტუხი შეიხსნა, პიჯაკი იქვე მიაგდო და მის ზურგს უკან ჩაჯდა, მაგრად მიიკრა მკერდზე თავისი ომეგა და მისი მტევნებით დაიწყო თამაში.

-ყველაფერი რიგზეა?

-ჰო. წარსულის ლანდი აგვეკიდა, ჯონ.

-რას გულისხმობ?

-დღეს ჯონ ჯონგუკი ვნახე.-ჰოსოკი გაშრა, ამას არ ელოდა.

-ეგ როგორ?

-აი ასე,-ომეგამ მხრები აიჩეჩა,- მოვიდა, ვიღაც კაცთან ერთად, რომელიც თავს მის ძმას ეძახის, გეფიცები იმ მომენტიდან საკუთარ თავს ვჩმეტ მაგრამ ვერ ვფხიზლდები. სიზმარი არ იყო, არც მოჩვენება.

-კარგი, ნუ ნერვიულობ, გავარკვევთ ჰო?

-დამთრგუნა მისმა ნახვამ, სავარძლით მოძრაობს, შემებრალა, ჰოსოკ.

-ჩშშ, უნდა გამოიძინო და ყველაფერი დალაგდება, კარგი?

-ჰო.-ომეგა ალფას მუხლებზე მიწვა და მაგრად მოეხვია. ჰოსოკი თბილად ეფერებოდა ფუმფულა თმას და ღიღინებდა.

-ოთახში წამიყვან?

 -ახლავე. 

-ამაღამ დარჩი, არ წახვიდე.

-მინო მარტოა.

-რაა? ხომ თქვი ვიღაცასთან მიდისო?

თეთრი ლილიებიWhere stories live. Discover now