***

1.6K 117 58
                                    


შეშინებული თეჰიონი ჯიმინის მკერდში დიდხანს კანაკალებდა სანამ მეორე ოთახში ჰოსოკი თავის ხალხს ტყავს აძრობდა დაუკვირვებლიბის გამო, იგინებოდა და ყველას მოკვლით ემუქრებოდა. 


-ჩშშ, თეჰი, ყველაფერი რიგზეა. ის უკვე ციხეშია, აღარაფერი გიჭორს, ყველაფერი კარგადაა. 

-მან გვესროლა, ჰოსოკს რომ თავი დროზე არ გაეწია, ჯიმინ...-თეჰიონის ცრემლები უფროსს გულს უწვავდა, აღარ იცოდა როგორ დაემშვიდებინა და დაეამებინა მისთვის ჭრილობები.

 -ჰოსოკი მინდა, გთხოვ უთხარი მოვიდეს. მეშინია.

 -კარგი, არ იტირო, ახლავე დავუძახებ. თეჰიონის გულში ნამდვილი ომი იყო გაჩაღებული მისი ერთი ნაწილი ყველაფერს ჰოსოკს აბრალებდა და მის მოშორებას მოითხოვდა სასწრაფოდ, ხოლო მეორე ნაწილი გადარჩენისთვის მადლობას უხდიდა და მის მკერდში მშვიდად ძილს ითხოვდა. მეორემ გაიმარჯვა ჰოსოკი მაშინვე მოვიდა როგორც კი დაუძახეს. 

-აქ ვარ ნუ ტირი,-ალფა მაგრად იხუტებს ცრემლებისგან თვალებდასიებულ და დაბინდულ ომეგას.

 -მეშინია, არ მჯერა რომ კარგად ხარ, არ მჯერა რომ ჩემთან ხარ.-თეჰიონი ეფერება, ხელებს უკონტროლოდ დაატარებს მის სხეულზე და ამოწმებს სადმე ტყვიისგან ნახვრეტი ხომ არ აქვს. 

-თეჰი, კარგად ვარ. ყველაფერი რიგზეა არ იტირო,-ალფა უყვავებს და სახეზე ეფერება დაწითლებული ლოყებიდან ცრემლებს აშორებს, თვალებს უკოცნის. 

-აღარ იტირო ჩემო პატარავ, იცი რა მახინჯი ხარ როცა ტირი? 

-მომწყდი თავიდან, საზიზღარო მე აქ შენგამო მოვთქვამ.

 -ვიცი, ვიცი. მოდი ჩემო სულელო,-ალფა იღიმის და ეხუტება.-მიყვარხარ, თეჰიონ. ოთახში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა, არც ერთი არაფერს ამბობდა მხოლოდ მათი არათანაბარი სუნთქვის ხმა არღვევდა სიმშვიდეს, სუნთქვის რომელიც საშინელი ფიქრებიდგან იყო გამოწვეული. ეზოში დაცვა გაორმაგდა, ცდილობდნენ სეჰუნი ეპოვათ, რომელიც საეჭვოდ აღარ ჩანდა ერთი კვირის მანძილზე, მას შემდეგ რაც ჯონგინის გვამი გადასაგდებად წაიღო უბრალოდ გაქრა.

თეთრი ლილიებიWhere stories live. Discover now