***

1.6K 137 51
                                    


თეჰიონი შუაღამემდე შეუჩერებლად ტიროდა. ჰოსოკი ეხვეოდა, მაგრად ეხუტებოდა და ზურგზე ეფერებოდა, თავზე კოცნიდა მაგრამ დამშვიდება არ უთხოვია, უნდოდა ომეგა დაცლილიყო შიშისა და ემოციისგან. 


-თეჰიონ, გინდა ჯიმინს დავურეკო? გინდა მას ესაუბრო? ასე დამშვიდდები?

 -არა,-ომეგა პასუხს ძალიან სწრაფად იძლევა და უფრო ახლოს ჩოჩდება თავის ალფასთან.-შენ რომ ხარ მგონია ყველაფერი კარგად იქნება, მასთან უფრო შემეშინდება.-ჰოსოკი მაშინვე მიხვდა სიტუაციის სიმძიმეს. ვიღაც სირმა მისი ომეგა იმდენად შეაშინა, რომ თავისი პრინციპებიც დაავიწყდა.

 -თეჰიონ, მისმინე,-ჰოჰოსოკმა უკვე ცრემლგამშრალი ომეგას სახე წამოსწია და თვალები დაუკოცნა,-ვიპოვი გესნის? დავსჯი, ამას არ შევარჩენ. ახლა დაწყნარდი, მაშინებ, ძალიან მეშინია ცუდად არ გახდე. გთხოვ, პატარავ, ჩამეხუტე და დაიძინე. ვერაფერი მოგეკარება, ვეღარაფერი შეგაშინებს შენთან ვარ, თუ გინდა ჩემთან წაგიყვან. 

-არავინ მოვა? აღარ შემაშინებს?-თეჰიონის სახეზე ახალი ცრემლები იკვლევენ გზას. 

-გეფიცები, ყველაფერს გავაკეთებ მის დასაჭერად. ხვალ მე და შენ წავიდეთ და ლეკვი ვიყიდოთ ხო? 

-ჰო.-ქსუტუნებს თეჰიონი და ამჯერად წყნარდება. ჰოსოკის სხეულის ზემოდან წვება და მაგრად ეხვევა კისერზე.

 -მიყვარხარ, პატარავ.-ჰოსოკი კოცნის, თავზე, საფეთქლის გასწვრივ და უსაფრთხოებას პირდება.


 ..


 -ყველაფერი რიგზეა?-მაღალი სხეული ქერას უახლოვდება და ჰალსტუხზე ქაჩავს. 

-ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.-იცინის ქერა და მაღალს წელზე ეხვევა.

 -მოდი ჩემთან,-ქერა მითითებას იძლევა და მაღალიც მის კალთაზე ჯდება.

თეთრი ლილიებიWhere stories live. Discover now