-საიდან იცი? ჯონგინ საიდან მოიტანე?
-დიდიხანი ვიყავი მამაშენის მარჯვენა ხელი. თითქმის ოცი წელი.
-ესე იგი.. -ჰოსოკ მისმინე,-უფროსმა ხელი მოხვია მხრებზე ალფას და წინ სივრცეს მიაშტერდა.-შენ ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვის, იმაზე ძვირფასი, ვიდრე წარმოგისგენია. ჩვენ ერთად მივაღწიეთ ყველაფერს. მე ნაბიჭვარი ვარ, საშინელი ნაბიჭვარი და ვიცი რომ გინდა მოვკვდე. მოვკვდები კიდევაც მაგრამ უფლება მომეცი დაგეხმარო. მე მათთან წავალ, ვეტყვი რომ უარმყავი და რომ მინდა შენზე შურისძიება. გემუდაები, მომეცი საშუალება დაგეხმარო, ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო.
-ეს ცუდი თამაშია, ქაია, მე არ მინდა მასში ჩართვა.
-მაშინ ყველაფერს დაკარგავ. და ამ ყველაფერში პირველი თეჰიონი იქნება.
..
თეჰიონი დილიდან გაწამაწიაში იყო. ქალაქში ქორწილის ცერემონია ტარდებოდა და სიძე ომეგამ მთელი სემირამიდა გაზიდა, თეს ძალიან უყვარდა მსგავსი მოვლენები და დასახმარებლადაც სიამოვნებით წავიდა. საღამოს აპირებდა ჰოსოკთან ერთად წასულიყო და ქორწილით დამტკბარიყო.
-ამხელა ყუთებს ნუ ათრევ, რისთვის ვარსებობ.-ჯინი გაბრაზებული ეჭიდავებოდა ყვავილებით სავსე ყუთის წასართმევად ომეგას და ცდილობდა შრომა შეემსუბუქებინა მისთვის.
-არაა მძიმე.
-არ მინდა რომ ესენი ათრიო, წადი და სხვა რანე გააკეთე ამათ მე შემოვიტან.-ჯინმა მანქანისკენ ანიშნა რომლის საბარგულიც სავსე იყო ყვითელი მიხაკებით. ომეგა ალფას ბრძანებას მიყვა და ახლა დიზაინერთან წავიდა. ჯინი ის იყო ბოლო ყუთს მოათრევდა კივილი რომ მოესმა და სწრაფად გაექანა იქით, საითაც თეჰიონი ეგულებოდა.
-თე?-ომეგა ნამტირალევი სახით იჯდა და ფეხს იმუშავებდა.
-კიბიდან ჩამოვვარდი.-ჯინმა სწრაფად მოუსინჯა ტერფი.
YOU ARE READING
თეთრი ლილიები
Fanfictionდასრულებული -მე უარს ვამბობ მასზე.-თეჰიონი ბრდღვინავდა, როგორც ალფა. -მერე? თეჰიონ, შენ გგონია მასზე უბრალოდ უარს იტყვი და მორჩა? შენი ალფა, ყველაზე საშიში და სასურველი კაცია მთელს ქალაქში.-მინ ჰო ცდილობდა წყობიდან არ გამოსულიყო.-როგორ გგონია? უფლე...