***

1.1K 114 61
                                    


-ჰოსოკ, ადექი, გთხოვ. დავაგვიანებ. 


-დღეს სამსახური არა. ჩემთან დარჩი, მე სახლში ვრჩები.-ჰოსოკი გაურკვევლად ბუტბუტებს და ისევ საწოლში ითრევს გამზადებულ ომეგას.

 -აუფ.-ოხრავს პატარა და უფროსის მკერდში უკეთ ექცევა, ალფა ლამის მთელი სხეულით აწევს ზემოდან ნაზ სხეულს და ეკვრის. 

-მიყვარხარ, სასწაულად.-ალფა ხარბად ისუნთქავს სურნელს ხავერდის კანიდან და მაგრად კოცნის ლოყაზე.

 -გავისრისე, უუფ.

 -როცა წუწუნებ პატარა კნუტს გავხარ. თეჰი, შენ რატომ არასოდეს ამბობ, რომ გიყვარვარ?

 -ნუ გამსრისე, მომეცი საშუალება ვისუნთქო.-ომეგა ღრმად ისუნთქავს ჰაერს და ისევ ალფას მკერდზე ბრუნდება ამჯერად ზემოდან. ეფერება მის მკერდს, კუჭისთავის გაყოლებაზე თითს ატარებს და თითქოს ცდილობს მისი სხეულის შუა ზოლი იპოვოს. ჭიპის ირგვლივ პატარა ბუსუსებს აწიწკნის და იღიმის, როცა ალფა ცბება. ომეგას აქამდე ვერც წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა ეს მოსწონებოდა ყოველთვის არიდებდა თვალს ფოტოებს, სადაც ალფებს ჭიპის გაყოლებაზე ბეწვი ჰქონდათ მაგრამ ჰოსოკის დაკუნთულ მუცელს უხდება ეს პატარა ოდანავ შესამჩნევი ღინღლი.

 -მეტკინა.

 -გაკოცო რომ მოგირჩეს? 

-ნუ მიწვევ.-ალფა შუბლზე კოცნის და ხელს მაღლა აწევინებს, რადგან ომეგა უკვე მის ტურუსის რეზინს ეთამაშება. 

-მოდი უბრალოდ მითხარი რომ გიყვარვარ და მერე სასეირნოდ წავიდეთ. გარეთ თბილა, მგონი. მერე კინოში წაგიყვან, ერთად ვჭამოთ და მერე სასტუმროში წავიდეთ. რას იტყვი? 

-მოდი ბოლოდან დავიწყოთ, გთხოვ.-ალფას უკვირს ომეგას მსგავსი სიტყვები და აკანკალებს, როცა მის კბილებს გრძნობს ყურის ბიბილოზე. 

-პატარავ რა გჭორს? ჰმ?

 -გუშინ შენი ერთ-ერთი ომეგა შემოვიდა სემირამიდაში და მოითხოვა მე მოვმსახურებოდი. 

თეთრი ლილიებიWhere stories live. Discover now