***

1.5K 152 51
                                    

-დაგიჭირე!-იუნგიმ იგრძნო, როგორ მიახეთქა ვიღაცამ კედელზე. 

-რა ჯანდაბაა?-ომეგამ მძიმე სხეულს ხელი მაგრად კრა და სულ მალე დაინახა, მიწაზე გართხმული პოლიციის უფროსი. 

-მართლა ქაჯი ხარ,-იუნგი გაშეშდა, ჯიმინმა კუთხეში მიიმწყვდია და შარვალი ჩამოიფერთხა. 

-აქ რა გინდა? -შენს დასაკავებლად მოვედი, იმფორმაციას იპარავდი და დამნაშავესთან მირბოდი.

 -მამიკო,-ჯიმინს ზურგიდან წკრიალა ხმა მოესმა და მიიხედა. პატარა ომეგა იისფერ სამოსში, სანამ ჯიმინი გამოშტერებული იდგა პატარა ომეგა იუნგის მუხლებს მოეხვია. 

-სკოლასთან რატომ არ დამიცადე?

 -მაპატიე, საყვარელო, ძველ ნაცნობს შევხვდი.-იუნგიმ ბიჭუნა აიყვანა და მაგრად მოეხვია, ცდილიბდა ის ჯიმინისგან დაემალა. 

-ეს ბიძია ვინაა?

 -ის მეგობარია.-იუნგის შვილი სასწაულად ლამაზი და საყვარელი იყო, ძალიან ჰგავდა მამიკოს.

 -ძალიან ლამაზი ხარ,-ჯიმინმა ხელი ასწია, რომ ბავშვს ლოყაზე შეხებოდა, მაგრამ იუნგიმ არ დააცადა და ბავშვიანად უკან დაიხია. 

-მას არ მოსწონს, როცა უცნობები ეხებიან.-დაიღრინა ომეგამ. 

-თუ მამიკოსავით ბრაზიანია მეც მირჩევნია არ შევეხო. 

-მე მომეწონა ეს ბიძია, ასე რომ მოდი მიჩმიტე ლოყაზე, მხოლოდ მაგრად არა დამეტყობა. 

-თემინ!-იუნგიმ თვალები კიდევ ერთხელ დააბრიალა, მაგრამ პატარა თემინი უკვე ჯიმინის მკლავებში იყო მოკალათებული და მის ბუთქუნა ტუჩებს თითებით ჭყლეტდა. 

-დამიცადე, ალფა, მე აუცილებლად გამოგყვები თუ დამიცდი, შენ იდეალური ხარ. 

-თეი, შეწყვიტე უცნობი ბიძიას შეწუხება!-იუნგიმ ბავშვის წართმევა უშედეგოდ სცადა. ჯიმინმა სწრაფი ნაბიჯით დაიწყო სვლა უახლოეს გასართობ ადგილამდე, პატარა ომეგა კი მას მაგრად ეკვროდა და თან რაღაცას ეჩურჩულებოდა.

თეთრი ლილიებიWhere stories live. Discover now