***

1.5K 168 52
                                    

ჰოსოკი წინ იყურებოდა, თეჰიონს რომ მისთვის შეეხედა მარტივად მიხვდებოდა, რაღაც შავ-ბნელი ფიქრები არ ასვენებდა, მაგრამ ომეგას ეძინა. ალფას შესანიშნავ პროფლის მანამდე უყურა, სანამ არ ჩაეძინა. ჰოსოკი ძალიან მიმზიდველი ალფა იყო, ყორანივით შავი თმა და მკაცრი, მამაკაცური ნაკვთები ჰქონდა ხორბილიფერი კანი საოცრად უხდებოდა მის მკაცრ, ბოროტ იმიჯს.


 -თეჰიონ, მოვედით,-თეჰიონმა ხმაზე მხოლოდ ხმადაბლა ჩაიდუდუნა და მანქანის სავარძელში უფრო კარგად მოკალათდა. 

-პატარა სულელო,-ჰოსოკმა მანქანას მოუარა და ომეგას თავისი პალტო მიაფარა, ნელა აიყვანა ხელში და კიმების სახლისკენ წავიდა. 

-სძინავს,-ბემბამის სახეზე პასუხად თქვა ალფამ და ომეგას გვერდი აუარა. ფრთხილად ავიდა მეორე სართულზე და ომეგა საწოლში ჩააწვინა. ოთახი თეჰიონის სურნელით იყო გაჟენთილი ალფა ფრთხილად მიუწვა გვერდით, მკერდზე მიიკრა და შუბლზე აკოცა. 

-ჩემო პატარა ჯიუტო. ასე რატომ მექცევი თეჰი? ხომ იცი არასოდეს, რომ არაფერს გატკენ? ნუ მაიგნორებ, ნუ მაგდებ, მომეცი უფლება მოგეფერო, მომეცი უფლება გიგრძნო, გამხადე შენი სიყვარულის ღირსი, მე მუხლებზე დაჩოქილი შეგევედრები თუ ამით საწადელს მივაღწევ. ღმერთო ჩემო, როგორ ძალიან მიყვარხარ, ნეტავ იცოდე.-ჰოსოკი ნაზად ეფერებოდა ომეგას თმაზე და სანამ არ აგდებნენ უყვარდა, სანამ ხელს ჰკრავდნენ კოცნიდა და სითბოს უზიარებდა. თეჰიონი მაგრად მიეკრა სხეულზე, პატარას ციოდა, ჰოსოკი გრძნობდა მის გაყინულ ტერფებსა და ხელებს. წინდები გახადა და შარვალი აიკეცა. ომეგას ტერფები თავის შიშველ წვივებზე დააწყობინა. თეჰიონი უფრო მოეხვია. ისეთი ლამაზი და უცოდველი იყო ასეთი, საყვარლად ჭმუხნიდა ცხვირს და ტუჩებს აწკლაპუნებდა.

 -ჩემო სიცოცხლევ, ჩემი ყველაფერი ხარ.-ჰოსოკმა ნელა დაიწყო საბნიდან გამოძრომა, მას შემდეგ, რაც ომეგა გაათბო, თეჰიონს რომ გაღვიძებოდა და იქ ენახა გააფთრდებოდა. ჰოსოკი კიდევ ცოტახანს ჩამოჯდა საწოლზე და ომეგას თმები გადაუწია. არ შეეძლო ომეგას მოსწყვეტოდა, ეფერებოდა და მის სახეს იმახაოვრებდა, მის ისედაც გაზეპირებულ ნაკვთებს. 

თეთრი ლილიებიWhere stories live. Discover now