Fade

3K 134 26
                                    

( კომენტარებს ველიი ისე შემდეგ თავს არ დავდებ. რას ფიქრობთ ჰარის ქცევებზე? ან ბეილინის ასეთ საქციელებე, ან ზეინს რას გრძნობები აქვს ბეილინის მიმართ.

- მასთან ერთად მოხვედი? - გავიგე ზეინის ნაწყენი ხმა და თავი ყველაზე საზარელ, დამპალ და დაცემულ ადამიანად ვიგრძენი.
საერთოდ აქ მოსვლა როგორ გავბედე.
სულელი ვარ რომ ჰარის აქ გამოვყევი და უფლება მივეცი სახლში შემოვეყვანე.
- ბეილინ. - გავიგე ტკბილი ხმა და მივხვდი ვინ მოემართებოდა ჩემსკენ.
- ტრიშა. - გავიღიმე რომ ჩემი უხერხულობა დამეფარა. - ზეინის დედას გრძელი, აბრეშუმის კაბა ეცვა და მის ყელს ბრილიანტის სამკაული ამშვენებდა.
- მიხარია რომ ზეინს გამოყევი, იმდენს ლაპარაკობდა შენზე. მითხრა რომ შენთან ერთად უნდოდა წამოსვლა. - ბოლო სიტყვებზე თავი დაბლა ჩავხარე და უბრალოდ გავუღიმე.
- ჩემთან ერთად არაა. - გავიგე ზეინის გაბრაზებული ტონი.
შამპანურის ბოკალი მაგიდაზე სწრაფად დადო და ხალხისკენ გზა მუჯლუგუნით გაიკვლია.
- თუ ზეინთან არ ხარ მაშინ ვისთან ერთად მოხვედი საყვარელო? - ამ კითხვაზე ოდნავ დავიბენი და აუზისკენ გავიხედე.
- ის ჩემთანაა. - გავიგე ბოხი ხმა და ჰარის ხელო ჩემს წელზე ვიგრძენი.
გული ამიჩქარდა და უხერხულობისგან გავიღიმე.
- ჰარი, მოხვედი? - გავიგე რობის გახარებული ხმა მაგრამ როდესაც ჰარის სერიოზული გამომეტყველება დაინახა ღიმილი გაუქრა.
- კარგად იცი რომ აქ მოსვლა არ მინდოდა, უბრალოდ რაღაც პატივის მიზნით მოვედი აქ, არც მოგილოცავ და არც გეტყვი რომ მიხარია რადგან სულ ერთია ჩემთვის. ამ ქალის ყელს მილიონიანი ყელსაბამი ამშვენებს და დედაჩემი სიღარიბეში მოკალი. - თქვა და უკანა ეზოსკენ წავიდა.
- მაპატიეთ. - ზეინის დედას ბოდიშის მოხდის მიზნით თავი დავუკარი და ჰარის გავეკიდე რომელიც უკანა ეზოსკენ მირბოდა.
- ჰარი, ჰარი დამელოდე. - დავიყვირე მაგრამ თითქოს არ ესმოდა.
ოდნავ წავიბორძიკე და მოსარწყავ შადრევანზე ფეხი დამიცდა.
ხელები სწრაფად დავალაგე ერთმანეთზე რომ კაბით არ დავცემოდი.
- ჯანდაბა. - წამოვიძახე და მოტეხილ ქუსლს შევხედე.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩემი სტილი არ არის.
ფეხსაცმელი გავიხადე და სკამზე დამჯდარ ჰარის ოდნავ მივუახლოვდი.
- აქ მოსვლა ცუდი აზრი იყო. - თქვა და თავი ჩახარა. - უნდა დავლიო. - თქვა და ფეხზე სწრაფად წამოდგა.
- არა, დაჯექი! - ხმას ავუწიე და ხელი ვკარი რომ დაჯდარიყო. - აქ ისე მომიყვანე რომ არავინ იცოდა ვინ ვიყავი, ნამდვილი ძუკნასავით გამომიყვანე რომელიც მხოლოდ ერთი დღისთვის ყავთ, ზეინს ვაწყენინე შენს გამო და ახლა არ მოგცემ იმის უფლებას ამ ბედნიერ ქალს ყველფერი ჩაუშხამო ჰარი, ერთელ მაინც მოიქეცი მართებული გზით. მასწავლებელი ხარ და შენი მოსწავლე ამას არ უნდა გარიგებდეს. - დავამთავრე და ხელები დავიკრიფე.
ჰარის სერიოზული სახე სიცილით შეეცვალა რაზეც უარესად გავრაზდი.
- ისე მტუქსავ თითქოს მაღაზიიდან შოკოლადი მოვიპარე. - თქვა და ფეხზე ადგა. - შენ ჩემი წარსული არ იცი ბეილინ. არ იცი ამ კაცის გამო მე და საწყალმა დედაჩემმა რა გადავიტანეთ. - თქვა და ხალხისკენ წავიდა.
- თუ არ მომიყვები ვერც გავიგებ. - ვთქვი და სახეში შევხედე.
კულულები ოდნავ აჩეჩვოდა, ამ ფეხსაცმლის გამო უარესად მაღალი იყო და ეს კლასიკური შარვალი უფრო სიმპათიურს ხდიდა რაზეც მინდოდა რომ ახლავე მივხტომოდი მაგრამ მისი სიჯიუტე ნერვებს მიშლიდა.
- ვერ გაიგებ. - მითხრა და ბილიკს გაუყვა.
ამ სიტყვებმა დამანგრიეს.
ნუთუ მე არ ვიყავი ის ადამიანი რომელიც მას იმ მომენტში დაუდგა გვერდით როცა ჭირდებოდა.
ამ კაცს ვერ ვუგებდი, ვერ ვიგებდი რატომ იყო ზოგჯერ ამაზრზენულად ცივი, ბოროტი და გამომყენებლური, რატომ მიღვივიებდა ასეთ შეგრძებას შიგნით და რატომ მაიძულებდა საბოლოოდ ისევ დამევიწყებინა ყველაფერი და მას დავბრუნებოდი.
ხალხისკენ გადაჭედილ ადგილას არ წავსულვარ. ოთახში შესვლისას ის კორიდორი დავინახე სადაც მე და ჰარიმ პირველად ვიჩხუბეთ და მოგონებების გასახსენებლად მისკენ დავიძარი.
კორიდორი საშინლად დიდი იყო, თითქოს არასდროს დამთავრდებოდა, მთლიანად შუშებით იყო გარშემორტყმული.
უეცრად ბნელი სხეულის დანახვისას შევხტი მაგრამ ნაცნობი სახის დანახვისას დავმშვიდდი და მისკენ წავედი.
- თუ შენ ხარ არ დამელაპარაკო. - გავიგე მისი გატეხილი ხმა.
- მაპატიე გთხოვ. ვიცი საშინელი ადამიანი გგონივარ უბრალოდ მე, მას...
- მას ხვდებოდი ამდენი ხნის მანძილზე, მე კი იდიოტმა ამდენი საბაბის მიუხედავად ვიფიქრე რომ უბრალოდ ჭორები იყო.
- რატომ გადარდებს ეს? - ოდნავ გავრაზდი და ხელები დავიკრიფე.
ზეინი სწრაფად წამოდგა და შუშაზე ისე მიმაყუდა რომ თავი პირდაპირ შუშას მივარტყი.
- იმიტომ რომ საშინელი ადამიანია, არაფერი აინტერესებს ამ ქვეყანაზე თავისი თავის გარდა, თავიდანვე ვხდებოდი რომ მასზე მელაპარაკებოდი მაგრამ დაჯერება არ მინდოდა. როდესაც გტკენს ყოველთვის ჩემთან მორბიხარ რომ დაგამშვიდო და დავიღალე გასაგებია? როდესაც მიგაგდებს და წავა ჩემთან ტირილით არ მოხვიდე. ერთადერთი არ ხარ ვისაც ასე ექცევა, ფელიციტასაც იგივე გაუკეთა. - ჰარის გარდაცვლილი შეყვარებულის სახელზე გულმა ბაგა-ბუგი დამიწყო და ვიგრძენი როგორ დამეხვა თავბრუ.
- მალიკ. - გავიგე ბოხი ხმა და მისკენ გავიხედე.
- ჰარი. - ზეინმა ხელი მომაშორა და ჰარისკენ წავიდა. - მას არაფერი დაუშავო. - თქვა და კორიდორში გაუჩინადა.
- რამე გაგიკეთა? - თქვა და თვალებში ჩამხედა.
უარესად დავიბენი და უბრალოდ თავი გავაქნიე.
- წამოდი. - მითხრა და ხელი ჩამკიდა. - პირიდან საშინელი ალკოჰოლის სუნი ამოსდიოდა.
ნუთუ უკვე დათვრა?
- უკვე საშინლად მთვრალი ხარ- ვუთხარი და ხელი უხეშად გავაშვებინე.
- წინააღმდეგი ხარ? - მითხრა და მაღლიდან ისე დამხედა მომინდა აქვე სული გამეფრთხო.

Bad Teacher ( დასრულებულია)Место, где живут истории. Откройте их для себя