𝑰 𝑴𝒊𝒔𝒔 𝑻𝒉𝒊𝒏𝒈𝒔 𝑾𝒉𝒊𝒄𝒉 𝑰 𝑯𝒂𝒗𝒆 𝑵𝒆𝒗𝒆𝒓 𝑯𝒂𝒅

2.7K 141 45
                                    

( პირველ რიგში კომენტარები მინდა ძაან❕❕❕პატარა შესავალი მინდა გავაკეთო და იმედია წაიკითხავთ

К сожалению, это изображение не соответствует нашим правилам. Чтобы продолжить публикацию, пожалуйста, удалите изображение или загрузите другое.

( პირველ რიგში კომენტარები მინდა ძაან❕❕❕
პატარა შესავალი მინდა გავაკეთო და იმედია წაიკითხავთ.
ძალიან ბევრმა დამიკომენტარა რომ წინა თავი არ იყო კარგი, მალე განვითარდა მოვლენები და ასე შემდეგ.
რათქმაუნდა როდესაც რაღაც არ მოგწონს მოთხრობაში უნდა გამოხატო ეს მაგრამ არა უხეში გზით რადგან იცით რომ არ არ საქართველოში და ძალიან ბევრს ვშორომობ რომ ერთი თავი მაინც მივამატო მოთხრობას და მოთხრობა საუკეთესო იყოს.
ამიტომ გთხოვთ ასეთი კომენტარებისგან რომ მოთხრობა ცუდია, არ იყო კარგი და ასე შემდეგ თავი შეიკავეთ🖤)

- ჩეშირში ცივა. - ვამბობ და თან წვიმით დაცვარულ ფანჯარას ვუყურებ. - მოსაწყენია აქ, ჩამოვალ და საბუთებს ხელს მოვაწერ, მაგდამ პოლ, რაც დაგავალე ის საქმე გამიკეთე? ხომ იცი როდესაც ჩამოვალ კარგად დაგაჯილდოვებ. - ვთქვი და შიშველ მუცელს სარკეში შევხედე.
- დიახ, ყველაფერი მოვაგვარე, ბეილინ ჯელენა მარტინს გუშინ მთელი დღის მანძილზე ვუთვალთვალებდი. ორის ნახევარზე სახლიდან გამოვიდა, კარგ მდგომარებაში არ იყო.
- რა? რას ნიშნავს კარგ მდგომარეობაში არ იყო.
- ტიროდა, ორ საათზე კაფე "ჰაბანასთან" შეხვდა მაღალ, შოკოლადისფერ თმიან ბიჭთან ერთად. ფოტოები გადავუღე და გამოგიგზავნით. მანქანა შავი მუსტანგი. ნომერი BBB33.
- ზეინი. - ამოვიოხრე და გავუთიშე.  ტელეფონზე მოსული რამდენიმე ფოტო გავხსენი და კბილები ერთმანეთს ისე დავაჭირე მეგონა მალე მომემტვრეოდა.
ბეილინი მისკენ მიდიოდა, ეხუტებოდა, კოცნიდა, ცრემლებს ის წმედნა როცა მე უნდა მომეწმინდა.
სირი, მოცემული მომენტი გამოიყენა, გამოიყენა ეს მომენტი, იმით ისარგებლა თუ როგორი დაუძლურებული ვიყავით ორივენი, ვიცი რომ საშინელი ადამიანი ვარ, ვიცი რთულ მომენტში მივატოვე ის, მაგრამ იქ დარჩენა და იმის ყურება როგორ იტანჯებოდა ბეილინი არ შემეძლო.
საშინლად მოსაწყენ ხედს თვალი მოვაშორე და ოთახში შევედი.
- სად გავჩერდით? - მივმართე საწოლზე მწოლ სიშველ გოგოს და ტუმბოზე გადავაწვინე.
- აი აქ. - მითხრა და ყელში კოცნა დამოწყო.
ჩეშირჩი ჩამოსვლა საშინელება იყო, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სიკვდილის ქალაქში ვიყავი, თითქოს ამ ქალაქიდან ყველა წავიდა და მარტო მე ვიყავი აქ ჩაკეტილი.
გოგონამ ფიქრებიდან გამომიყვანა და როდესაც დაბლა დავიხედე გამეღიმა როდესაც დავინახე რას აკეთებდა.
თავი უკან გადავწიე და მის ადგილას ბეილინი წარმოვიდგინე.
ლამაზი, მხიარული, მუდამ მომღიმარი ბეილინი რომლის ყავისფერი თვალებიდან სევდა და ბედნიერება ერთად გამოსჭვიოდა.
ჩემი ბეილინი რომლის დაბრუნებაც მინდოდა.
როდესაც მხარზე საშინელი დაწოლა ვიგრძენი ამოვიოხრე და გოგონას ხელი ვკარი.
- ჯანდაბა. - დავიძახე და მტკივან მხარს ხელი მოვუსვი. - მერამდენედ გითხრა რომ მტკივა ეს წყეული მხარი და არ შემეხო? - დავიყვირე და ბოქსერების ძებნა დავიწყე. - სახლში წადი.
- მაგრამ... არსად არ მაქვს წასასვლელი, ფულიც არ მაქვს. - თქვა და ჩემსკენ მოიწია. - ნება მომეცი აქ დავრჩე. - თქვა და გაიღიმა.
ოდნავ დავიღმანჭე, ყველაფრის სურვული გამიქრა, თითქოს ცხოვრების რიტმიდან ამოვვარდი.
- აქ დარჩი. - ვთქვი და ბოქსერები ამოვოცვი.
ბალიშს ხელი ვტაცე და კარი გამოვაღე.
- სად მიდიხარ? - თქვა გაკვირვებულმა.
- ქალებთან ერთად არ ვიძინებ. - ვთქვი და კარი მოვიჯახუნე.
გამახსენდა ბეილინის თბილი სხეული, როგორ იწევდა ძილში ჩემსკენ, მისი ტკბილი სუნი და მისი გრძელი ხელები ჩემს კისერზე.
დაბლა ჩავედი და ჩაიდნის მოძებნა დავიწყე, ამ სახლში ჩვიდმეტი წლის შემდეგ არ ვყოფილვარ, ისეთი შეგრძნება  მაქვს თითქოს დედაჩემი ჩემს გვერდითაა, მიყურებს, მაკრიტიკებს და მეუბნება როგორი ცუდი ადამიანი  ვარ, როგორ ვტოვებ ყველას და როგორ არ ვიმსახურებ არავის.
ჩაიდანს გაზზე ვდებ და მაგიდაზე ვჯდები.
ერთ წერტილს უაზროდ მივშტერებივარ და წარმოდგენა არ მაქვს რა ვქნა.
და უცბად თავში ის კითხვა მომდის რისიც ყოველთვის მეშინოდა.
მიყვარს ბეილინი?
არ ვიცი.
არ ვიცი მიყვარს თუ არა ეს მუდამ სევდიანი გოგო, არ ვიცი შემიძლია თუ არა მას ბედნიერება მივანიჭო, არ  ვიცი რას  გრძნობ მის მიმართ, თითქოს გული გამეყინა და ვეღარასდროს გავალღობ.
ჩაიდნის გამწირავი ხმა ფიქრებიდან მაკრთობს და კაიდნისკენ მივდივარ.

Bad Teacher ( დასრულებულია)Место, где живут истории. Откройте их для себя