( თუ გამიტეხავთ და არ დააკომენტარებთ დირთ თავებს აღარ დავდებ😈)
როდესაც თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვა ჰარიმ სწრაფად აკრიფა ნივთები და ისევ გაუჩინარდა.
ის თავისი მანქანით წავიდა სასტუმროში ხოლო სტუდენტები ცალკე წავედით.
საშინლად ციოდა და ყოველ წამს კანკალით ვკვდებოდი და ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი წყეულ სასტუმროში. აბაზანის მივიღებდი და ტკბილად დავიძინებდი.
აქაურობა ულამაზესი იყო. ყოველთვის მინდოდა რომში წამოსვლა მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ასეთი ლამაზი იქნებოდა.
მალე გავჩერდით და მომსახურე პერსონალმა ჩვენი ბარგი გადმოიტანა.
მთელი ერთი ქალაქის ხელა სასტუმროსთან ვიდექით და პირს ვერცერთი ვერ ვკეტავდით.
სასტუმროს გარეთ პატარა კაფე იყო, ფრანგული სტილის. პატარა მაგიდებით და ასეთივე პატარა სკამებით.
ყველაფერი ოქროსფერი იყო, ოქროსფერი მოკირწყლული იატაკი, ოქრსოფერი ლიფტი, ოქროსფერი გადამტანები.
ასეთი სილამაზე ჯერ არ მინახავს.
საბუთების შევსების შემდეგ ყველას ერთი სული ჰქონდა როდის ავიდოდნენ ოთახებში.
- მის მარტინ. - გავიგე მშვიდი პერსონალის ხმა და მისკენ მივტიალდი.
- დიახ. - თვალებმინაბულმა ვკითხე და ლიფტს მივეყუდე.
- თქვენთვის ცალკე ოთახია შეკვეთილი. - თქვა და ლიფტში შემიძღვა.
- მაგრამ... მე არ შემიკვეთავს. - ვთქვი და უკვე მივხვდი ვისი გაკეთებულიც იყო.
- ბატონმა სტაილსმა მითხრა რომ თქვენთვის ცალკე ოთახი შეუკვეთა, სხვა არაფერი ვიცი. გთხოვთ. - თქვა და ლიფტის კარი დაკეტა.
სიჩუმეს მშვიდი მუსიკის ხმა არღვევდა, ყველაფერი იმდენად იდეალური იყო სახეში გარტყმაც კი გადავწყვიტე რეალობაში მოსასვლელად.
- გთხოვთ. - მითხრა მომსახურე პერსონალმა და ოთახში შემიძღვა.
ისედაც დაღებული პირი უარესად დამეღო.
დიდი მისაღები ოთახი, დიდი აბაზანა და დიდი საძინებელი.
ზღაპარს გავდა.
ყველაფრის დათვალიერების შემდეგ მდიდრულ სააბაზანოში ვიბანავე და ყველანაირი ჰიგიენის მოწესრიგების შემდეგ საწოლში შეძვრომისთვის მოვემზადე როდესაც კარზე კაკუნი გავიგე.
ვინატრე რომ ჰარი ყოფილიყო მაგრამ როდესაც კარი გავაღე ყველანაირი იმედები გადამეწურა.
- მოგესალმებით, თქვენთან ვახშამი გამომატანეს. კრუასანი, ყავა და კვერცხი, თუ რამე გენებოთ შეგიძლიათ მომსახურე პერსონალს დაურეკოთ. - მითხრა და გამიღიმა.
- მადლობა. - ვუთხარი და საჭმელი ოთახში შემოვიტანე.
ყვავილებში ჩადებული წერილი გავხსენი და ოდნავ გამეღიმა.
"ჩაიცვი და საღამოს მიმღებში დამხვდი.
P.S თბილად ჩაიცვი ძალიან ცივა."
ამოვიფრუტუნე და ლანგარზე დადებულ კრუასანს დიდი ლუკმა მოვაკბინჩე.
იცის რა მიყვარს.
ჩემოდანი გავხსენი და იქიდან რაც კი ყველაზე თბილი ტანსაცმელი მეგულებოდა ამოვიღე და საწოლზე დავაწყვე.
ჰიგიენის საშუალებები და მაკიაჭის ჩანთები ამოვიღე და მაგიდაზე პატარა სარკესთან დავჯექი.
მაკიაჟს ხშირად არ ვიკეთებდი მაგრამ ალბად დღეს იყო ის გამონაკლისი დღე.
მაკიაჟი სწრაფად გავიკეთე.
უფრო სწორად ამას მაკიაჟიც არ ერქვა. უბრალოდ ლაინერი წავისვი და ტუჩზე საცხი გადავისვი.
სპეციალურად შერჩეული ტანსახმელი ჩავიცვი და ჩანთაში ფული და უბრალო კოსმეტიკის ნივთები ჩავიდე.
კარი დავკეტე და ლიფტში აუჩქარებლად შვედი.
პირველ სართულს დავაჭირე და შემდეგ ეკრანს შევხედე იმის დადასტურებისთვის რომ სწორად დავაჭირე თორემ არ მინდა წარმოვიდგინო რა მოხდება თუ აქ დავიკარგე.
უცაბედმა კარის გაღებამ შემახტუნა და მაღალმა სილუეტმა ჩემს გვერდით.
YOU ARE READING
Bad Teacher ( დასრულებულია)
Fanfictionცხოვრების დაგეგმა არ შეიძლება. ვერ დაგეგმავ ხვალ რას იზამ ან ზეგ რას გააკეთებ იმიტომ რომ ეს შეუძლებელია. არ უნდა დაგეგმო ხვალ რას შეჭამ ან ხვალ რას გააკეთებ. დიახ ასეა და ეს ჩემმა მასწავლებელმა მასწავლა რომელმაც სულით ხორცამდე შემცვალა.