Dreams

3K 122 30
                                    

ბურუსში ვიღვიძებ

К сожалению, это изображение не соответствует нашим правилам. Чтобы продолжить публикацию, пожалуйста, удалите изображение или загрузите другое.

ბურუსში ვიღვიძებ. ვგრძნობ მის მკაცრ, და თან ბავშურ სახეს ჩემზე. ის აუდიტორიასთან არ დგას, მათ ყურადღებას არც კი აქცევს.
ნელ-ნელა ყველა სათითაოდ ორთალდება და მხოლოდ მე და ის ვრჩებით.
არცერთი ვიღებთ ხმას.
მე ჩემი საყვარელი შავი კაბა მაცვია, მას კი როგორც ყოველთვის მისი ჩვეული სტილით აურჩევია სამოსი.
მე ფეხს ვაყრდნობ მას და ვიღიმი. ის კი თავს მაწევინებს და ხელს სწრაფად მკიდებს.
უცნობ ქუჩაზე ნელა, ყოველივე აჩქარების გარეშე მივიწევთ და თოლიებს ვუსმენთ.
- მოგწონს ეს ადგილი? - მეუბნება და მიღიმის.
ის ისეთი რეალურია, თმას ისევე აქვს გაშლილი როგორც ჩვეულებრივ და სუნიც ისეთი აქვს როგორიც ყოველთვის.
განა შეიძლება ეს სიზმარი ოყოს? ანდაც რა არის სიზმარი?
ადამიანის ქცეცნობიერში ღმად, დამარხულად ჩამალული და ოცნებისგან გადაკარგული გრძნობები რომელზე ფიქრისაც ყველაზე მეტად გვეშინია, რაზე ფიქრსაც თავს ვარიდებთ მაგრამ ჩვენმა გრძნობებმა იციან რა გვინდა და მათ ამას ვერ დავუმალავთ.
ზღვის ნაპირს ოდნავ ვცილდებით და რაღაც მაღალზე ავდივართ.
ეს არ გავს ჩვეულებრივ ზღვას, ეს ის ნაპირია სადაც დაკარგული მეზღვაურები ცდილობენ გზის გაგნებას.
ეს ბერმუდის სამკუთხედს გავს.
კოშკს სწრაფად მივუყვებით და მე ფრთხილი ნაბიჯებით ვცდილობ მას დაველოდო.
პატარა ბავშვივით ვეძებ მის სათუთ ხელებს.
ღმეთო არ შეიძლება ეს სიზმარი იყოს.
ნელა ვუყვებით კოშკურის ბოლო სართულს.
კიბეები უსაშველოა. შავი და მომრგვალებული, ცოტა მაშინებს კიდეც მაგრამ როდესაც პატარა ფანჯრიდან ხედს ვხედავ შიში მავიწყდება.
მას ფანჯარასაც ვერ დავარქმევდი, გადასახედს უფრო გავდა.
ეს იმ კოშკს გავდა სადაც რაპუნზელს კეტავდა ბოროტი დედინაცვალი.
ფანჯარას მივუახლოვდი და ზღვას გავხედე.
მშვიდი, უძიროდ ლურჯი.
ზედმეტად ლურჯიც კი.
ამ ზღაპარში მასთან ერთად მუდამ დავრჩებოდი.
გადასახედს ვეყრდნობი და საყვარელი კაბის ბრეტელი დაბლა ჩამდის მაგრამ მას არ ვიწევ იმის იმედით რომ ის კისერზე მაკოცებს და გამოსწორებს.
გული რეალურად მიჩქარდება.
ხელები მიკანკალებს და თვალებს ვხუჭავ.
ვხუჭავ და თბილ შეხებას ვგრძნობ.
ეს ისეთი რეალურია შიგ ჩავარდნაც კი შეიძლება.
ის ნელა, ნელა, ძალიან უცნაურ და პატარა კოცნებს მიტოვებს.

Bad Teacher ( დასრულებულია)Место, где живут истории. Откройте их для себя