Harry's Flashback
- მე არ მომწონს როგორც იქცევი. - ვთქვი და წვიმით დასველებულ ასფალტზე მანქანა მოვატრიალე.
გვერდიდან გაბრაზებული მზერა ვიგრძენი და მისკენ მივიხედე.
- რა ფელიციტა? ნორმალურია რომ ბიჭი გოგოს თოჯინებით თამაშობს? ხომ აგიკრძალე მისთვის აღარ მიგეცა ისინი? შენ კი არ მიჯერებ! - დავიყვირე და ხელი საჭეს დავარტყი.
- დაწყნარდი ჰარი. ის პიროვნებაა და შემდეგ ბავშვი. უფლება აქვს რომ აირჩიოს ის რაც უნდა გასაგებია? - მანაც ხმას ამოუწია რაზეც თვალები გადავატრიალე.
- შენი ბრალია. - დავიძახე და მანქანა მოვატრიალე.
- ასეთი მკაცრი რომ არ იყო მათ მიმართ ისინი უფრო დაგიჯერებენ. შენ გგვანან, ჯიუტები არიან, არაფერს გააკეთებენ სანამ იმას არ შეპირდები რაც უნდათ. - თქვა და ფანჯარაში გაიხედა.
უკან მოთამაშე ორ პატარა ბავშვს შევხედე და ოდნავ გამეღიმა. ისინი ჩემთვის მთელს დედამიწას ნიშმავენ.
- მამიკო, თუ არ მოგწონს ამას გადავაგდებ. - პატარა ხმამ ჩემს ყურში ამოიჩურჩულა და წინ ჩამომეკონწიალა.
- იშმაილ გაიწიე საჭესთან ვარ! - ვთქვი და მანქანა მოვაბრუნე. - იშმაილ! - დავიყვირე მაგრამ საჭე ვეღარ დავიმორჩილე და ორჯერ კიდევ ვცადე დატრიალება მაგრამ მუხრუჭმა დაატორმუზა და სამჯერ მოვცურდით ერთ ადგილას.
- მამიკო - გავიგე შეშინებული ხმა და ეს ბოლო სიტყვები იყო რაც მახსოვს.დარტყმის ხმამ თავში ჩემი ტკივილის რაოდენობა გაზარდა და უფრო ჩამკარგა ემოციებში.
სხვა სამყაროში გადავედი და ეს მომწონდა.
იმის მიუხედავად რომ გულის რევის შეგრძნება მკლავდა და თავბრუ ისე მესხმოდა თითქოს ამერიკულ მთებზე ვყოფილიყავი, მაინც კარგად გრძნობდი თავს.
უცნაურია მაგრამ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვხედვადი, უძირო ზღვას და ზღვაში ჩაკარგულ მთვარეს.
VOUS LISEZ
Bad Teacher ( დასრულებულია)
Fanfictionცხოვრების დაგეგმა არ შეიძლება. ვერ დაგეგმავ ხვალ რას იზამ ან ზეგ რას გააკეთებ იმიტომ რომ ეს შეუძლებელია. არ უნდა დაგეგმო ხვალ რას შეჭამ ან ხვალ რას გააკეთებ. დიახ ასეა და ეს ჩემმა მასწავლებელმა მასწავლა რომელმაც სულით ხორცამდე შემცვალა.