You & I

2.3K 117 27
                                    




ადგილზე გავშრი, პირი დაღებული მქონდა და გვერდით მჯდომ ჰარის პირდაღებული მივჩერებოდი.
ახლა ცოლობა მთხოვა?
არა, ჰარი ცოლობას ვერ მთხოვდა, ეს ჰარის არ გავს.
- ბეილინ, ენა გადაყლაპე? ვერ გაიგე რა გითხარი? - თქვა და საწოლიდან ადგა.
ბოქსერები სწრაფად ამოიცვა და უმისამართოდ გადაგდებული შარვლის ძებნა დაიწყო.
- მე... - როდესაც პირი გავაღე ტუჩები ერთმანეთს მიმეწება და ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ენა მომაჭრეს.
დაიბღვირა და შემომხედა.

- ახლა, როდესაც მე შემოგთავაზე ეს, როდესაც მე მინდა ეს, ახლა შენ გადაიფიქრე? - თქვა და ტუჩები ერთ ხაზად მომუწა

К сожалению, это изображение не соответствует нашим правилам. Чтобы продолжить публикацию, пожалуйста, удалите изображение или загрузите другое.

- ახლა, როდესაც მე შემოგთავაზე ეს, როდესაც მე მინდა ეს, ახლა შენ გადაიფიქრე? - თქვა და ტუჩები ერთ ხაზად მომუწა.
- ჰარი, იცი ჩემზე როგორც მოქმედებ, იცი რომ მიყვარხარ და ამდენი რამის შემდოგაც კი, შენთან ყოფნა სიგიჟემდე მინდა, უბრალოდ ჯერ 20 წლის ვარ და არ ვიცი ქორწინება რამდენად მართებულია. - ვთქვი და მოვუახლოვდი.
საწოლზე დავდექი რომ მის სიმაღლემდე მიმეღწია, ხელი ჩავკიდე და გლუვ, გაპარსულ კანზე თითი ოდნავ გადავუსვი.
გამეღიმა და პირველად ვიგრძენი ის რაც
ამდენ ხანს მაკლდა, ბედნიერება.
- პატარავ, შენ ყველაზე რთული მომენტიდან გამომიყვანე, თავიდან დავიბადე, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ახალი კანი მაქვს, მინდა რომ ბედნიერება მოგანიჭო და ის დანაშაული გამოვისყიდო, რომელიც დავუშვი. - თქვა და ხელში მაგრად ამიტაცა.
კბილებით ჩემი რბილი კანი მოწოვა და საწოლზე უკნიდან გადამაყუდა.
თეთრი მატერია მომაშორა და ენა ახლა ლოყის დაბლა გადამისვა.
გამაჟრჟოლა და სიამოვნებისგან ხელი ზეწარს მაგრად ჩავჭიდე.
თავი უკან გადავწიე და ამოვიოხრე.
- ჰარი ეს... ბავშვისთვის კარგია? - ვთქვი ნერვიულად და ამოვიოხრე.
ჰარიმ თავი ჩემს კისერში ჩარგო და ჩაიცინა.
ღმერთო რა სასიამოვნოა მისი ბოხი ხმის მოსმენა, მისი შეხება, მისი კანოს სურნელი.
- ხომ არ დაგავიწყდა რომ ბიოლოგიის მასწავლებელი ვარ და შენზე უკეთ ვიცი რა აჯობებს. - თქვა და ხელი დაბლა ჩამიცურა.
კატასავით ამოვიკრუტუნე და თმებში ჩავაფრინდი.
ჰარიმ ტრუსი ფრთხილად ჩამიწია და ბარძაყთან მაკოცა.
ამოვიგმინე და დაბლა ჩავიხედე.
ვნება შეშლილმა შემომხედა და ოდნავ გაიღიმა.
ჯანდაბა, როგორ ახერხებს ყოველთვის თავი ასე მაგრძნობინოს.
- ჰაა... - ამოვიგმინე და თვალები დავხუჭე.
სიამოვნებისგან ტვინში ჭიაყელების ხოლო მუცელში მოფარფატე პეპლების შემოსევას ვგრძნობდი.
მისი თითოეული შეხება სასიამოვნო იყო, ყოველი შეხება იმაზე სასიამოვნო ხდებოდა ვიდრე წინა.
ტელეფონის ბზუილმა შემახტუნა და თვალები სწრაფად გავახილე.
ჰარი დაიბღვირა და კოცნები შეაჩერა.
- ვინ ჯანდაბაა. - ამოიოხრა და ტუმბოზე მდებ ტელეფონს შეაცქერდა.
პატარა ბავშვის წამწამები სამჯერ დააფახულა და ისევ მე შემომხედა.
როგორ მინდოდა ყბაზე მეკბინა და მთელი სახე დამეკოცნა მისთვის.
- ხმა გამოურთე! - თქვა მკაცრად და ისევ მომიბრუნდა.
ახლა მისკენ გადამატრიალა და ფეხები გადამაშლევინა.
თავი კისერში ჩამიდო და კისრიდან მკერდამდე სველი, იდეალური კოცნებით ჩამოყვა.
ტელეფონი ისევ აბზუილდა.
ჰარიმ თვალები გადაატრიალა და თავი ტელეფონისკენ გაატრიალა.
მანიშნა უპასუხეო და მისი მარწუხებიდან გამათავისუფლა.
ტელეფონი სწრაფად ავიღე და მეორე ოთახისკენ გავიქეცი.
კოცნა გავუგზავნე და გამეღიმა როდესაც უკმაყოფილო, პატარა ბავშვივით შემომხედა.
- გისმენთ. - ვთქვი მომღიმარმა და სიცილის შესაკავებლად ტუჩს ვუკბინე.
- ბეილინ. - ქალის ხმამ ოდნავ დამაბნია და ღიმილი შემახმა.
- ტრიშა. - ვთქვი და ჰარისკენ გავიხედე რომელიც პატარა ბავშვივით წამოწოლილიყო და ჭერს მიშტერებოდა.
- ყველაფერი რიგზეა? - ვთქვი და ისე გავიღიმე თითქოს დამინახავდა.
- ზეინი, ის... გაცოფებული გავარდა სახლიდან, მასთან ვიყავი ჩამოსილი, მემეგონა შენთან ერთად იქნებოდა. გაგიჟდა, ყველაფერს ამტვრევდა, მითხრა რომ შენს მოსაძებნად წამოვიდა, შემდეგ ჰარის ახსენებდა. ასეთი გაცოფებული არასდროს მინახავს. - თქვა და ამოისლუკუნა.
- ახლა სად არის? - ვთქვი და შუბლზე ხელი მოვიჭირე.
ერთი დიდი პრობლემა ვარ.
- არ ვიცი, სადღაც წავიდა. - თქვა და ისევ ამოისლუკუნა.
- ვიპოვი. - ვთქვი და ტელეფონი გავთიშე. - ჰარი სასწრაფოდ უნდა წავიდე. - ვთქვი და ჰარის მივაშტერდი რომელიც ისევ ჭერს მიშტერებოდა.
წამოდგა და დაიბღვირა.
- რას ნიშნავს უნდა წახვიდე.
- ზეინის დედამ დამირეკა, მითხრა რომ ზეინი სადღაც წავიდა და ვერ პოულობენ. - ვთქვი და ჯინსი ამოვიცვი.
- პატარა ბავშვი ხომ არ არის რომ დაიკარგოს, იპოვნიან, შენ მისი ძიძა არ ხარ ბეილინ. - თქვა და თვალები გადაატრიალა.
- უნდა მოვძებნო. - ვთქვი და პლაში სწრაფად მოვიცვი
ამოიოხრა და დივნიდან მაიკა ზანტად აიღო.
- იცი მაინც სად არის? - თქვა და მანქანის გასაღები აიღო.
- არ ვიცი მაგრამ გზაში ვიფიქრებ.
- ასე უნდა ეძებო? - თქვა და მანქანის კარი გამოაღო.
- ჰარი თუ ჩემი წაყვანა არ გინდა შემიძლია ტაქსი გავაჩერო და ისე წავიდე. - ვთქვი და თვალები გადავატრიალე მაგრამ როდესაც მკვლელი გამომეტყველებით შემომხედა ფანჯარაში გავიხედე და თითქოს 30 სანტიმენტრით დავპატარავდი.
- ძალიან ლამაზი ხარ. - ვუთარი როდესაც მანქანა დაქოქა.
ნელა გამომხედა და ისე გაიცინა მემეგონა გაიგუდებოდა.

Bad Teacher ( დასრულებულია)Место, где живут истории. Откройте их для себя