- ბეილინ! - დედაჩემის ხმამ მთელი სახლი შეძრა. - ბეილინ ჯელენა ადექი, ხომ არ გინდა კოლეჯის პირველივე დღეს დააგვიანო!
- მძულხართ, მეზიზღებით. - ვამბობ და გადასაფარებელს ფეხებით ვაგდებ.
უკანალში შერჭობილ ტრუსს ვისწორებ და კარადის წინ დაკარგული ბავშვივით ვდგავარ.
ოც წუთიანი დგომის შემდეგ გამხდარ ფეხებზე მოკლე უბრალო კაბა და უბრალო თეთრი მაიკა გადავიცვი.
- ყავა მჭირდება. - ვამბობ და ხელებში მომარჯვებული რვეული და წიგნები დაბლა მივარდება.
- გამარჯობა ბეილინ. - ამბობს ჩემი მამინაცვალი რაზეც თვალებს ვატრიალებ და ყავის ჭიქას ვკბენ.
- გაამრჯობა ჩარლზ. - ვამბობ ისე რომ არც ვუყურებ.
- მამას არ დამიძახებ? - ამბობს და წვერზე ხელს ისვამს.
- არასდროს, რომც მოვკვდე ამ სიტყვებს არ წარმოვთქვამ. - ვამბობ და ყავას ვტოვებ.
მეზიზღება ჩემი ოჯაზი, მეზიზღება კოლეჯი, მეზიზღება ყველა მოსიარულე ადამიანი ამ ქვეყანაზე.
კოლეჯი, მეტი საშინაო დავალება, მეტი ღამის თენება, მეტი ხალხი და მეტი ყავა.
სტაილსების კოლეჯი ჩემი სახლიდან რამდენიმე მილშია, ეს ყველაზე პრესტიჟული კოლეჯია დედამიწის ზურგზე, ზოგადად ვესტმისტერში მინდოდა ჩაბარება მაგრამ დედას ანიჟებით და მილიარდების უაზრო გადაყრით აქ აღმოვჩნდი.
გზად სტარბაქსში შევიარე და პატარა ნამცხვარი და ამერიკანო ავიღე. ზედმეტი სიჩქარისგან და უძილობისგან თვალებ მიბნედილს ვიგრძენი როგორ დავეჯახე ვიღაცას და როგორ გადამესხა ცხელი, საშინლად ცხელი ყავა მკერდზე.
- სულ გააფრინე არა? მთელი მკერდი დამიწვი და თან ეს ჩემი საყვარელი მაისური იყო. - ვყვირი და წიგნებზე დასხმულ ყავას სალფეტკით ვწმენდ.
- მაპატიეთ, ჩემი ბრალია ზედმეტად ვჩქარობდი, რამე ხომ არ იტკინეთ მის? - ვიგებ ტკბილ ხმას და ბიჭის გრძელი, ბეჭდებიანი თითები ჩემს წიგნებს ეპოტინება. ყოველთვის მომწონდა ბიჭებს რომ ბეჭდები ეკეთათ.
- ვიტკინე? მაიკა დამისვარეთ და მკერდი დამიწვით. - ვამბობ თუ არა პირი მეღება როდესაც ჩემს წინ ასვეტილ უსიმპატიურესს, გრძელ თმიან და მწვანე თვალება ბიჭს ვხედავ. უფრო სწორად კაცს რომელსაც გრძელი თმა მაღლა აქვს აწეული, შავი შარვალი გამხდარ ფეხებზე იდეალურად აქვს მოტკეცილი და დიდი, ყავისფერი ქურთუკით ცდილობს ოქტომბრის სიცივე დაფაროს.
- კარგად ხართ მის? - მიმეორებს და მაყენებს. წარმომიდგენია როგორ გავახარე ყველა აქ მჯდომი რადგან ჩემი კაბა ზედმეტად მოკლეა ხოლო მაიკია ქვეშ არაფერი მაცვია. ბიჭი კიდევ ერთხელ იღიმის და მკერდზე მაკვირდება.
- მოგწონს რაც გააკეთე არა? - ვამბობ და სველ ფურცლებს აწრაფად ვიღებ.
- ასე ვერ წახვალთ.
- რატომაც არა დღეს ბიჭების გახარების დღე იქნება და ზუსტად ვიცი მათაც თქვენნაირი რეაქცია ექნებათ. - ვამბობ და სწრაფად გავდივარ კაფიდან.
როდესაც კოლეჯში შევდივარ ვცდილობ თვალში არავის შევეჩეხო ამიტომ სწრაფად შევდივარ საპირფარეშოში და მაიკას წყლით ვასველებ. ყავა ცილდება მაგრამ სამაგიეროდ ახლა ჭონჭოხია.
რათქმაუნდა თხუთმეტი წუთით დავაგვიანე და ახლა ვნებივრობ.
სამ საფეხურს ერთად ვაბიჯებ და სწრაფად ვქაჩავ იმ ოთახის კარებს სადაც "ბიოლოგია" აწერია.
მეღიმება როდესაც ლექტორი არ მხვდება.
ყველა ჩემს სველ ზედას უყურებს რაზეც ოდნავ მეღიმება და ბოლო მერხზე ვჯდები. ყოველ წამს მაიკას ვუყურებ და ვცდილობ გავაშრო მაგრამ უშედეგოდ. ყველა მცდელობა უშედეგოა.
- გამარჯობა - მესმის ბოხი ხმა და გვერძე ვიყურები. საშინლად სექსუალური, ყავისფერ თვება ბიჭი მისი დიდრონი თვალებით მომჩერებია და თეთრი კბილებით ბიღიმის.
- გამარჯობა მე ზეინი ვარ. - ამბობს და ხელს მიწვდის.
ჯანდაბა, დღეს საშინლად სექსუალური ბიჭების გარემოცვაში ვარ.
- გამარჯობა ზენ. - ვამბობ და ვუღიმი.
- ზეინი. - ამბობს და იცინის. - შეიძლება შენს გვერდით დავჯდე. - კოდევ ერთხელ იღიმის და როდესაც ვხვდები რომ სველი მაისური მაცვია ხელებს ოდნავ ვიკრეფ.
- ხო რათქმაუნდა მაგრამ თუ ჩემს ძუძუებს ერთხელ მაინც შეხედავ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. - ვამბობ და კიდევ ერთხელ ვიღიმი.
- არც მიფიქრია, როგორც ჩანს პირველ კურსელი ხარ, დაკარგული ბემბის თვალებით მიყურებ. - ამბობს რაზეც ოდნავ ვბრაზდები.
- ბემბი არ ვარ. და საერთოდ ჩვენი ლექტორი რატომ იგვიანებს? უკვე საკმაოდ დაიგვიანა.
- აჰ, მისტერ სტაილსს გულისხმობ? ის ამ უნივერსიტეტის ღმერთია. ალბად შეამჩნიე რომ ბევრი სწავლობს ამ უნივერსიტეტში, გოგონები მხოლოდ იმიტომ ირჩევენ ამ საგანს რომ სტაილსმა ასწავლოთ. - ამბობს და ხარხარებს. - ზოგადად, ძალიან აკურატული და მკაცრი კაცია და არასდროს იგვიანებს ალბად რამე მოხდა თორემ წამითაც რომ დაიგვიანო ჩათვალე მისი სამუდამო მახვერპლი ხარ.
- ხო, მაშინ მე მისი სამუდამო მსხვერპლი ვარ. - როდესაც დავამთავრე კარის შეჯახების ხმამ ფიქრებიდან გამარკვია და რამის დორბლი გადმომივარდა როდესაც ის ბიჭი დავინახე სტარბაქსიდან.
გრძელი თმა გაეშალა და უბრალო თეთრი სვიტრის მაგივრად საროჩკა ეცვა. მასწავლებლის მერხთან მოვიდა და წიგნები დააწყო.
- ზეინ - დავიწყე და თან ამ ბიჭს მივაშტერდი რომელმაც დილით დამფუფქა.
- გისმენ. - მაუბნება და ტუჩებს მუწავს.
- ეს მოსწავლე ლექტორის ადგილას რატომ ალაგებს წიგნებს. - ვამბობ და ამ ქერას თვალს არ ვაშორებ.
ზეინი იმდენად იცინის მგონია მალე გასკდება. ცრემლებს იწნებდს და მისი კაკაოსფერი თვალებით მიყურებს.
- ეს მისტერ სტაილსია. ჩვენი ბიოლოგიის ლექტორი. - ამბობს თუ არა მგონია მალე სული შემეხუთება. ბებერი, ღიპიანი კაცის მაგივრად ბიჭი მხვდება რომელმაც დილით ყავა გადამასხა.
დაფასთან მიდის და დიდი ასოებით რაღაცას წერს. ბოლო მერხიდანაც კი შემიძლია გავარჩიო მისი ნატიფი თითები, ისე ეხება დაფას თითქოს ნერვიულობს რაღაც არ ატკინოსო. შემდეგ დიდ ხაზს უსვამს და მის სახელს წერს. "ჰარი სტაილსი"
მემეგონა ზეინი მეხუმრებოდა მაგრამ როდესაც მის სახეს კიდევ ერთხელ ვაკვირდები რამის პირი დავაღო.
- ჩემი სახელი უკვე იცით, ათი პირველკურსელი მოგვემატა და მათთვის ცოტა დროს გამოვნახავ. პირველ როგში მაპატიეთ რომ დავიგვიანე, დაგვიანება არ მიყვარს და ჩემს აუდიტორიაში არ დავუშვებ დაგვანებას და ბიოლოგიის მიმართ აგდებულ და არასერიოზულ დამოკიდებებუკებას.
- ამას თქვენ ამბობთ? ადამიანი რომელმაც ნახევარ საათზე მეტი დაიგვიანა. გამოდის თქვენ გაქვთ ბიოლოგიასთან აგდებული დამოკიდებულება- ვამბობ მაგრამ ზედმეტად ხმამაღლა მომდის და ვხედავ ოცდაათი ადამიანი როგორ მიყურებს.
- რა ბრძანეთ? - ამბობს სტაილსი და უკან როდესაც იყურება ოდნავ ეღიმება. "აჰ თქვენ ის არ ხართ თქვენი ორი ღირსება რომ დავინახე" სახე აქვს და ბინძური ღიმილი უფრო ეზრდება. ნაბიჭვარი.
- მომიტევეთ, უბრალოდ ერთადერთი ხართ ვინც დღეს დაიგვიანა. - ვამბობ თუ არა ზეინი მაჩუმებს და ხელს მკრავს.
- რადგან ასე გიყვართ ლაპარაკი დღეს ლექციების შემდეგ მესამე კაბინეტში გელოდებით მის... - ხელებს მაგიდაზე აყრდნობს და ელოდება როდის ვეტყვი სახელს.
- ბეილინ მარტინი. - ვამბობ და ფეხი-ფეხზე ვიდებ.
- კარგი ბეილინ. მაშინ შენ მითხარი რა იცი სეკრეტორულ ფუნქციაზე ან ჰიპოფიზზე, და საერთოდ, რატომ აირჩიეთ ბიოლოგია.
- ბიოლოგია ბავშვობიდან მიყვარს და... დედაჩემი ქირურგია, ბავშვობიდან ამ სფეროში ვიყავი.
- და რაც შეეხება ჰიპოფიზს? - მეკითხება და მის თხელ მაგრამ საშინლად სექსუალურ ტუჩებს ეხება რაზეც რამის ცუდად გავხდე. არასდროს მინახავს კაცს ასეთი ლამაზი ნაკვთები და ტუჩები ჰქონდეს.
- ამ... შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს ჰიპოთალამუსის ქვეშ... - ვიბნევი როდესაც ხალხში გზას იკვლევს და ჩემსკენ ახლოს მოდის. იცის როგორ უნდა დამაბნიოს.
საერთოდ რატომ მალაპარაკებს ამ თემაზე და რატომ არ აარჩია სხვა რამ.
- შემდეგ? - ამატებს და სასტიკად გამომწვევის ახით მიყურებს. ჩემს კერტებს აკვირდება რომელიც სისველის გამო ამოწეულია და მინდა სახეში გავარტა ახლავე. მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ. მივშტერებივარ მის ტუჩებს რომლებიც სასტიკად სექსუალურია და რომელიც ჩემს გონებას მართავს.
- ჰიპოფიზი მომრგვალო-ოვალური ფორმისაა. - ვამბობ და ვჩერდები.
- შემდეგ? - ამბობს და იღიმის. ჯანდაბა. რატომ ცდილობს პირველივე დღესვე დამამციროს. ნაბიჭვარი.
- მის მარტინ. გგონიათ რომ ბიოლოგია იცით მაგრამ არაფერი იცით. გგონიათ რომ თავდაჯერებული ხართ მაგრამ არაფერიც, შეიძლება მთელი ღამე სწავლაში გაატარეთ მაგრამ მთავარი ის არ არის რამდენი ხანი სწავლობთ, მთავარია როგორ მოგაქვთ ჩემთან. ეს კი ცუდია, ძალიან ცუდი.
საერთოდ როგორ მელაპარაკება. რამდენი წლისაა ოცდაერთის? თუ ოცის..
- ახლა კი, 226 გვერდზე გადაშალეთ, შემდეგისთვის სასქესო ჯირკვლები გექნებათ, მომიმზადებთ ესეს და არც გაიფიქროთ გადაწერა ან დავამების გარეშე მოსვლა. ეს პირველ კურსელებს ეხებათ. - ამბობს და ჩემსკენ იყურება.როდესაც მესამე ლექცია მთავრდება თითქმის ორის ნახევარია. საშინლად დაღლილი ვარ და თავი მისკდება. როდესაც დირექტორის ოთახიდან გამოსულ ზეინს ვხედავ მისკენ მივრბივარ რაზეც ოდნავ კრთება.
- გამარჯობა. - ამბობს და მიღიმის.
- რაღაც მინდოდა მეკითხა. - ვეუბნები და კაბას ოდნავ დაბლა ვქაჩავ.
- გისმენ.
- ეს სტაილსი... რამდენი წლისაა?
- ყურადღება არ მიაქციო. მაგრად დადექი. ასეთია, ყველას ეფლირტავება და ცდილობს დაამციროს.
- და თვითონ რამდენი წლისაა ცხრამეტის? - ვამბობ და წყალს ვიყუდებ.
- ოცდაცხრა წლისაა როგორც ვიცი.
- რა? - ვამბობ და ვახველებ. - ჯანდაბა ცხრამეტი წლის ბავშვს გავს.
- ხო მაგრამ საერთოდ არაა მასეთი, მასთან დაპირისპირებას არ გირჩევ საშიში ტიპია.
როდესაც გარეთ გავდივარ ნაცნობი ხმა მაკრთობს და მაჩერებს.
- მის მარტინ! - მკაცრი ხმა მიბიძგებს უკან შევტრიალდე.
სტაილსი ჩემს უკან დგას და თითით მანიშნებს წავყვე.
- ჩემს კაბინეტში, ახლავე.
أنت تقرأ
Bad Teacher ( დასრულებულია)
أدب الهواةცხოვრების დაგეგმა არ შეიძლება. ვერ დაგეგმავ ხვალ რას იზამ ან ზეგ რას გააკეთებ იმიტომ რომ ეს შეუძლებელია. არ უნდა დაგეგმო ხვალ რას შეჭამ ან ხვალ რას გააკეთებ. დიახ ასეა და ეს ჩემმა მასწავლებელმა მასწავლა რომელმაც სულით ხორცამდე შემცვალა.