Rules

4.1K 179 42
                                    

- წარმოდგენა არ მაქვს რა გადაწყვიტეთ თქვენ ორმა მაგრამ მე უარს ვამბობ ამ ყველაფერზე! - ვამბობ და სწრაფად ვდგები. - დედა, საერთოდ როგორ შეგიძლია ოცი წლის შვილი  ვიღაც ოცდათერთმეტი წლის კაცს ანდო რომელსაც არც კი იცნობ. - ვამბობ და კიბეებს სწრაფად ვუყვები.
გაბრაზების მიზეზი არ მაქვს მაგრამ უბრალოდ ის ფაქტი მაღიზიანებს რომ მთელი დღე, უნივერსიტეტი, სამსახური და სამსახურის შემდეგ იმ კაცთან უნდა ვიყო როემლიც ფეხის თითიდან თმის ღერამდე მაბნევს, მამცირებს და არც კი ვიცი რას ცდილობს.
საბანს თავზე ვიდებ და იმედი მაქვს დედაჩემი არ შემოვა.
როდესაც ძილბურანში ვიკარგები კარზე ერთხელ დაკაკუნების ხმა მახტუნებს მაგრამ ვიცი დედაჩემია და მთხოვს დაბლა ჩავიდე.
კარს აღებს და ერთ წამში საწოლი იზნიქება.
- დედაშენმა მითხრა რომ შენი საყვარელი მაფინები გამოცხვა და უნდა ჩამოხვიდე. - ამბობს ტკბილი ხმით მაგრამ მე ისევ იმ მდგომარეობაში ვარ.
წვიმის ხმა ჩვენს სიჩუმეს არღვევს და ჟოლობზე წკაპაწკუპის ხმა ჩვენს შორის ზღვარს ქმნის.
- საერთოდ რა გინდა. - ვეუბნები და მისკენ ვტრიალდები ის კი გაცხარებული თვალებით მიყურებს, ისე თითქოს მალე მომვარდება და მაიკას შუაზე გამიგლეჯს.
- თუ გგონია რომ გვერძე მოგიჯდები, დაგამშვიდებ, და გეტყვი რომ კარგი ბიჭი ვიქნები არც კი იფიქრო. - ამბობს და მის საფირმო ჩაცინებას მჩუქნის.
- საერთოდ ვერ ვიგებ რა გინდა.
- არა ბეილინ, მე ვერ ვიგებ რა გინდა. სამსახური გინდა და მასწავლებელი მაგრამ შემდეგ ოთახში უმიზეზოდ იკეტები და ბრაზდები. მაგიტომ ვერ ვიტან პატარა თინეიჯერ გოგოებს. კნუტს ტყუილად კიარ გეძახი.
- არ მინდა შენ რომ მასწავლო, არ მინდა შენთან მუშაობა. ამას მირჩევნია უმუშევარი ვიყო და არ ვისწავლო.
- ჯიუტი კნუტი ხარ. - ამბობს და ყბაზე ხელს მაგრად მჭიდებს რაზეც ვეწინააღმდეგები მაგრამ ახლოს მოდის და თვალებში მიყურებს.
- ბეილინ, თვალებში მიყურე და მითხარი რომ არ გინდა მე გასწავლო, მითხარი რომ არ გინდა ყოველ დღე მე მიყურო და იმის სურვილი არ გახრჩობდეს რომ შეგეხო. - ამბობს და ჩემს მკერდს უყურებს. - პასუხი გამეცი.
ვიბნევი, არ ვიცი რა მჭირს უბრალოდ სათქმელს თავს ვერ ვუყრი.
- ასეც ვიცოდი. - ამბობს და დგება.
- ასე ნუ მიყურებ გასაგებია? ნუ მიყურებ ასე! - ვამბობ და ხელებს ვიკრეფ.
- როგორ?
- ისე თითქოს ჩემი გაჟიმვა გინდა.
- თუ არ გაინტერესებ რა მნიშვნელობა აქვს როგორ შემოგხედავ. - ამბობს და იღიმის. ზუსტად იგივე ღიმილით. - ხვალ კოლეჯის შემდეგ, დედაშენს მე დავუტოვებ მისამართს.
ჩემი ოთახიდან გადის და კარს ხურავს.
ცოტა ხანს ასე ვზივარ და გონებაში იმის დალაგებას ვცდილობ რაც მითხრა. შემდეგ ვგდები, სააბაზანოში შევდივარ და სახეზე წყალს ვისხამ. სახე სრულიად წითელი მაქვს ხოლო თვალები ანთებული.
კიბეებს ნელა ვუყვები და სამზარეულოში შევდივარ იმის მოლოდინში რომ ჰარი და დედაჩემი  განიხილავენ ჩემი სწავლის დეტაილებს.
- წავიდა ბატონი მოსიარულე მოწყენილობა? - ვამბობ ირონიულად და ჩაის ვსვამ.
- ბეილინ რა გჭირს? ეს ბიჭი ერთადერთი შანსია რომ სამსახური გქონდეს და ხარისხიანად ისწავლო.
- საერთოდ იცნობ? იცი რომ კოლეჯში ეს მასწავლის და ისე მექცევა როგორც პატარა გოგოს. ცდილობს დამამციროს და ახლა მოდის და გეუბნება რომ სამსახური აქვს და უნდა მასწავლოს. საერთოდ საიდან იცნობ.
- ბეილინ, ის კარგი ბიჭია. მის მშობლებთან ვახლობლობდი სანამ დედამისი გარდაიცვლებოდა, პირველი სამსახური მათ დამაწყებინეს თორემ ახლა არაფერი ვიქებოდი. ჰარი კეთილი ბიჭია. კოლეჯი აქვს და ხალხს ეხმარება.
- ხალხს ეხმარება თურმე. - ვამბობ და ვიცინი.
ჩემს ოთახში ავდივარ და ვცდილობ ის საშინელი დავალება გავაკეთო რომელიც მისტერ უჟმურობამ მომცა.
-  ჰაჰ "მისტერ უჟმურობა" ნამდვილად ისაა რასაც ეს ბიჭი წარმოადგენს. ამაყი, თითქოს მთელი ქვეყანა მისი იყოს. - ვამბობ და გუგლში "სასქესო ჯირკვლების" ფუნქციას ვეძებ. საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს რატომ გადახტა ამ გაკვეათილზე როცა წინ უფრო საინტერესო რაღაცეებია.
ფიქრებიდან მესიჯის ხმას გამოვყავარ და უცხო ნომერს შევცქერი. მესიჯს ვხსნი და ოდნავ მეღიმება.
" ახლა ალბად ფიქრობ რატომ მოგეცი ეგ დავალება, კარგად გაერკვიე რადგან მალე შენს თავზე გამოცდი როგორ მუშაობენ ისინი."
ნაბიჭვარი.
გონია რომ საწოლში ჩავუგორდები და მასზე ჭკუას ისევე დავკარგავ როგორ ჩემი სხვა ძუკნა კურსელები. სასაცილოა.
საწოლზე ცოტახანი გულაღმა ვწვები რომ ხელი დავასვენო. არ ვიცი რსტომ მაგრამ თვალებს ვხუჭავ და პირველი რაც თვალწინ მიდგება ლამაზი მწვანე თვალები და თეთრი კბილებია. ვარდივით წითელი ტუჩები რომელსაც ჭკუიდან გადავყავარ. თმა რომელზე ფაფუკიც არაფერია.
მეძინება.

Bad Teacher ( დასრულებულია)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang