თუ დააკომენტარებთ შემდეგს ჰარის თვალთახედვით დავდებ. ძალიან მალე დავდე და ზუსტად მაინტერესებს რას ფიქრობთ ჰარიზე, ბეილინზე და ზეინე უბრაოდ "მალე დადე" კომენტარს არ ჩავთვლი და სამი თვე არ გაღირსებთ ახალ თავს.
ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, რომ შეიძლება ადამინი ყოველ დღე, ყოველ წამს, ყოველ წუთას გიყვარდებოდეს? მე მიფიქრია, მიფიქრია და ვთვლიდი, რომ ამაზე სასაცილო არაფერი არასდროს გამეგონა.
მაგრამ ახლა ვიცი და მესმის რას ნიშნავს გიყვარდებოდეს ყოველ წუთას, ყოველ წამს, მის გამო ფილტვები ჰაერს აღარ ტუმბავდნენ და უბრალოდ ისაა მიზეზი იმის რომ შენი გული ძგერას აგრძელებს.
უბრალოდ შორიდან ყურებითაც ან თუნდაც ფოტოზე შეხედვითაც კი იცი რომ ის ისაა ვინც მთელი ცხოვრება გეყვარება იმის მიუხედავად თუ რას გააკეთებს ის. რა შეცდომას დაუშვებს ან რამხელა დანაშაულს ჩაიდენს.
შენ უბრალოდ დარწმუნებული ხარ რომ ეს ისაა ვის გამოც სიცოცხლე გიღირს და არ გინდა სხვა ადამიანი შემოუშვა შენს ცხოვრებაში. ამას ვერც დაუშვებ რადგან მისი კვალი შენს სულს სამუდამოდ დაღად დაედება. ისე როგორც ხეზე ლურსმნით ამოთლილი სახელი.და სწორედ მაშინ ხვდები, რომ სწორი ადამიანი იპოვე, როდესაც შეგიძლია უბრალოდ მოკეტო და სიჩუმეში თავი კომფორტულად იგრძნო.
სისხლის სუნი და გაზის გახეთქილი ბალონის სუნი ოდნავ მაკრთობს მაგრამ თითქოს ძილ ბურანში ვარ, თითქოს იმ სიზმარს ვნახულობ რომლისაც ყოველთვის მეშინოდა.
ყველგან სითეთრეა და უკვე ანგელოზების ხმა ჩამესმის.
ბოხი, გამტყდარი და ანერვიულებული.
- ბეილინ, ბეილინ გაიღვიძე, გაიღვიძე-მეთქი გაიგე? არ დაიძინო, თვალები გაახილე, შემომხედე-მეთქი- მისმა ყვირილმა მაიძულა თვალები ვამეხილა. თვალები გავახილე და თეთრი სილუეტი დავინახე. ანელოზი იყო, მართლაც ანგელოზს ვხედავდი. გრძელი თმით, მწვანე თვალებით და წვრილი მაგრამ ღმერთივით ლამაზი ტუჩებით.
და მაინც რა არის ღმერთი? ის ჩვენს გულშია? თუ ცაშია? ღმერთი თან დაგვსდევს? ჩვენი ყველა მოქმედება იცის? გვპატიობს იმ ცოდვებს რასაც ყოველ წამს ვუშვებთ? იქნებ ღმერთი იმ ადამიანშია რომელიც გვიყვარს, იქნებ ღმერთი იმ ადამიანს გვიგზავნის გამოსაცდელად რომელიც გვიყვარდება, გვასწავლის სიყვარულს და შემდეგ ამ ადამიანს უშვებს რადგან ტკივილიც გვსწავლოს, გაგვაცდევინოს ის რასაც ვიმსახურებთ.
და მაინც, ღმერთს ვუყვარვართ?
ВЫ ЧИТАЕТЕ
Bad Teacher ( დასრულებულია)
Фанфикცხოვრების დაგეგმა არ შეიძლება. ვერ დაგეგმავ ხვალ რას იზამ ან ზეგ რას გააკეთებ იმიტომ რომ ეს შეუძლებელია. არ უნდა დაგეგმო ხვალ რას შეჭამ ან ხვალ რას გააკეთებ. დიახ ასეა და ეს ჩემმა მასწავლებელმა მასწავლა რომელმაც სულით ხორცამდე შემცვალა.