დილით მძიმე ხელები მაღვიძებს და ვვოხრავ.
ჰარის სხეული ჩემზე მჭიდროდაა მოკრული და მისი ხელები ისე მეხვევა როგორც ანაკონდა ეხვევა გასაგუდად გამზადებულ პატარა შველს.
ოდნავ დაბლა ვიცუცქები და გვერდით ვტრიალდები.
თვალებს ვახელ მაგრამ ოდნავ ვჭუტავ რადგან ფანჯრიდან უმისამართოდ და დაუპატიჟებლად შემოსული მზე თვალებს მტკენს.
ჰარის ვუყურებ რომელსაც ტუჩები დაბერვია და გრძელი, მისივე ღმერთივით ლამაზ თმაში ახლართულა.
თავს უფლებას ვაძლევ რამე სხვაზე გადავიტანო ყურადღება და ჭერს შევცქერი. არ ვიცი ეს რისი ბრალია მაგრამ საშინლად გავიოფლე. წარმოდგენა არ მაქვს ეს ნერვიულობისგან ხდება თუ იმისგან რომ ჩემს სხეულზე გრძელი ხელები ისეა შემოტმასნული რომ განძრევის საშუალებას არ მაძლევს.
საერთოდ სად ვართ? რომელ სასტუმროში ვარ? ან ისევ რომში ვართ?
იქნებ აქედან წავიდე, მაგრამ ზუსტად ვიცი როგორც კი აქედან წასვლას დავაპირებ ჰარი შემაჩერებს და ისევ დრამებს დამიდგავს.
ამ საერთოდ რატომ ვარ აქ? რა ჯანდაბამ წამომიყვანა გუშინ აქ? რატომ ვემორჩილები მას ასე ძალიან, რამდენჯერაც არ უნდა დავპირდე საკუთარ დაწყევლილ თავს რომ ჰარის აღარ მივცემ უფლებას მის ჭკუაზე მატაროს, მეორე
წუთს ყველაფერს ვუსრულებ რაც კი უნდა.
ვვოხრავ და ვცდილობ ჰარის მარწუხებიდან სწრაფად და ჩუმად გამოვიდე მაგრამ მისი ხელები ისე მჭიდროდაა შემოკრული ჩემზე რომ განძრევის საშუალება თითქმის არც მაქვს.
ოდნავ ვიწევი მაგრამ ჰარი მძიმე სხეულს ჩემზე აყრდნობს და თმაში მწვდება.
მკერდზე ხელს ძლიერად ვუჭერ და იქით ვწევ. ღმუის და იქით ტრიალდება. ბალიშს ხელში იქცევს და ფშვინვას აგრძელებს.
თავისუფლება ასეთი ტკბილი არასოდეს ყოფილა.
ახლა საშუალება მაქვს ჰარის დაქირავებული ლუქსი დავათვალიერო რომელიც როგორც ყოველთვის უზარმაზარი და დიდებულია.
აბაზანის მიღება მჭირდება, მგონია რომ ვყარვარ.
უნდა მოვასწრო მანამდე წავიდე აქედან სანამ ჰარი გაიღვიძებს.
აბაზანაში წყალს ვუშვებ და უჯრებს იმის იმედით ვამოწმებ რომ ქალის რომელიმე ტრუსს ვიპოვი მაგრამ ხელში მხოლოდ კაცის "ქალვინ ქლეინის" ნაცრისფერი ტრუსები მრჩება.
წყლის ქვეშ შევდივარ და ვინაბები.
იმ დუშგელს ვიღებ რომელითაც ჰარი გუშინ მთელ ტანს მბანდა.
თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ წარმოვიდგინო რომ ის მეხება. ყელზე, მკერდზე, ფეხებზე.
ცხელი, ნეტარი წყლის ქვეშ ნახევარ საათზე მეტ ხანს ვჩერდები, შემდეგ პაკეტს ვხსნი და კაცის ბოქსერს ვიღებ.
ოდნავ მეღიმება და ტრუსს სწრაფად ვიცვამ. კაცის ბოქსერები მაგარია.
ჯინსებს სწრაფად ვიცვამ და ისევ ჰარის ოთახში შევდივარ, ვცდილობ ფეხის წვერებზე ვიარო რომ ოთახში მწოლიარე განრისხებული ვეფხვი არ გავაბრაზო.
გარეცხილ ტანსაცმელში წვანე სვიტრი მხვდება და სწრაფად ვიღებ.
სვიტრს ვათვალიერებ და მომწონს, მასზე ეს სვიტრი არასდროს დამინახავს.
სველ თმას კოსად ვიკრავ და სამზარეულოში შევდივარ.
მადლობა ღმერთს ჩაის პაკეტები მაგიდაზე მხვდება.
ჩაის ერთ ჭიქას მაგიდაზე ვდებ და წყალს ვუშვებ.
- ადრე გაგიღვიძია. - მესმის ბოხი ხმა და შიშისგან ვხტები.
მაღალი სხეულისკენ თვალი გამირბის,
ჰარის გრძელი, კულულა თმა ლამაზად ჩამოჰყრია, ამ ახლად გაღვიძებულსაც კი ისე აქვს თმა თითქოს სპეციალურად დაუხვიესო.
მაღლიდან შიშველია ხოლო დაბლიდან "ნაიკის" სპორტული შარვალი აცვია.
მომღიმარი მომშტერებია და სკამს სწევს.
- ჩაის დალევ? - ვამბობ ბუტბუტით და მისკენ ოდნავ ვაპარებ თვალს.
- დავლევდი. - ამბობს უცნაური აქცენტით და იღიმის.
მოიცადე, გონია რომ ერთი ღამე მასთან ძილის შემდეგ შევრიგდით?
- ჩემი ტრუსი არ წამომიღია ამიტომ აბაზანაში შენი ახალი ტრუსები ვიპოვე და ის ჩავიცვი, იმედია წინააღმდეგი არ ხარ. - ვამბობ და ოდნავ ვწითლდები.
- ჩემი ტრუსები გაცვია? - ამბობს და ბოლომდე იღიმის.
გარყვნილი ნაბიჭვარი.
ჩაიდნის შხუილი მახტუნებს და სწრაფად ვრთავ.
ერთ ჭიქას კიდევ ვიღებ და ჩაის პაკეტს შიგნით ვდებ.
- გშია? აქვე ახლოს ძალიან კარგი კაფე ვიცი სადაც არაჩვეულებრივი კრუასანები მზადდება. - ამბობს და ისევ ისე დაცხარებით მიყურებს.
ერთად საუზმობა? მაცდური წინადადებაა.
- კოლეჯში მეჩქარება, ვერ დავაგვიანებ. - ვამბობ და ჩაის ჭიქას მაგიდაზე ვდებ.
- მე მოვაგვარებ. - ამბობს და მაგიდიდან დგება.
საერთოდ დღეს რა რიცხვია? ამ ადამიანთან ერთად ყოფნის დროს შეგრძნება მთლიანად მეკარგება.
ტელეფონს ვამოწმებ და კალენდარს ვუყურებ. დღეს 15 თებერვალია. ჩემი დაბადების დღე.
ახლა ყველაზე მეტად ეს არ მინდოდა, მოლოცვები და უაზრო სურვილები.
ჩემი დაბადების დღე არასდროს მიყვარდა, მითუმეტეს ახლა როდესაც ორსული 20 წლის გოგო ვარ ათი წლით უფროსი კაცისგან.
კარის მოჯახუნებაზე ვხტები და მისკენ გაცისკროვნებული სახით ვიყურები.
- მოგვარებულია, დღეს კოლეჯში არ წახვალ. - ამბობს და ტელეფონს მაგიდაზე დებს.
ჩაის ჭიქას ხელებში იქცევს და უაზროდ დაჰყურებს.
- დღეს რა გეგმები გაქვს? - ამბობს და შემომცქერის.
ვიბნევი და ტუჩს ვიკვნეტ.
სულელო გოგო, გეგონა რომ შენი დაბადების დღე ეცოდინებოდა და გახარებული დღეებს დათვლიდა?
სულელო მეოცნებე.
ფიქრებიდან ტელეფონის ბზუილს გამოვყავარ და სწრაფად დავყურებ.
"დედა"
ტელეფონს ვიღებ და აივანზე სწრაფად გავდივარ.
ჰარის უცნაურ მზერას ბოლომდე ვგრძნობ და კარს ვეფარები რომ ვერ დავინახო.
- დედა. - ვამბიბ და ტუჩის კვნეტას ვაგრძელებ.
- საყვარელო. - ამბობს და მისი აღმაფრთოვანებელი ხმა ტელეფონს მთლიანად იპყრობს.
ჯანდაბა, დაიწყო.
- როგორ ხარ. - ვამბობ და აივანს ვეყრდნობი.
- საყვარელო გილოცავ. - ამბობს და იღიმის.
- მადლობა. - ვამბობ უემოციოდ და ვცდილოვ ოდმავი აღტაცება მაინც გამოვხატო.
- რამეს აპირებ? კოლეჯის მეგობრებთან ერთად არ აღნიშნავ? - ამბობს და იღიმის.
- დედა, მეგობრები არ მყავს. - ვამბობ და თვალებს ვატრიალებ.
- ზეინი?
- არ ვიცი ეცლება თუ არა, თან არც მინდა დაბადების დღის გადახდა. - ვამბობ და ვფურუტუნებ. - დიდი ბრძოლის და ორსაათიანი დარიგებების შემდგომ ოთახში შევდივარ და ჰარის წინ ვჯდები.
ჰარი დამკვირვებლურ მზერას არ მაშორებს და თან იბღვირება.
თვალებს ვატრიალებ და შემდეგ დაბლა ვიხედები.
არ შემიძლია თვალებში ვუყურო ამ დროს.
- კიდევ ერთხელ გააკეთებ ამას და ჩემს მუხლებზე აღმიჩნდები გადაწვენილი. - ამბობს და იბღვირება.
ВЫ ЧИТАЕТЕ
Bad Teacher ( დასრულებულია)
Фанфикცხოვრების დაგეგმა არ შეიძლება. ვერ დაგეგმავ ხვალ რას იზამ ან ზეგ რას გააკეთებ იმიტომ რომ ეს შეუძლებელია. არ უნდა დაგეგმო ხვალ რას შეჭამ ან ხვალ რას გააკეთებ. დიახ ასეა და ეს ჩემმა მასწავლებელმა მასწავლა რომელმაც სულით ხორცამდე შემცვალა.