ენლი'ს P.O.V
ამიერიდან ის მეცოდინება, რომ ადამიანები დიდების მოსაპოვებლად ბრმავდებიან და ხშირად სხვების ცხოვრებას ანადგურებენ. იგივე რამ მოხდა ჰოსოკის შემთხვევაშიც. დახარბებულმა ბინძური საქმეების კეთება დაიწყო და გზად ბევრის მომავალი შეიწირა.
* * *
ნაბიჯებს ავუჩქარე და გავიქეცი, თან მეღიმებოდა, რადგან სახეზე ცივი ჰაერი სასიამოვნოდ მხვდებოდა. ალბათ სხვას შეშლილი ვეგონები, რადგან ამ უზარმაზარ ეზოში მარტო დავრბივარ. მინდა სწარაფად დათბეს! რაც შეიძლება სწრაფად!
უეცრად ღიღინი დავიწყე და თვალებდახუჭულმა სახე ცას შევუშვურე, რადგან მხარზე წვიმის წვეთი დამეცა და მინდოდა შემემოწმებინა ნამდვილად წვიმას აპირებდა თუ არა.
ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და ასე შემდეგ. მერე თვალები გავახილე და ჩემს წინ ტყეს გავხედე, საიდაცან სიცივე და მარტოობა იგრძნობოდა. თითქოს ისიც ჩემსავით მარტოსული იყო...
- გეყოფა სირბილი, სახლში შედი.
- ო ღმერთო! - შეშინებული უკან შევტრიალდი.
სულ ასე ხდება! ჰოსოკი მოულოდნელად და წამებში არსაიდან ჩუმად გაჩნდება ხოლმე.
- შენ აქ როდის მოხვედი.- უკმაყოფილოდ ვკითხე.
- ტყეს უყურებდი და ჩემი მოსვლა იმიტომ ვერ გაიგე. - მზერა მომაცილა და ტყეს გახედა. - რა იყო რამე უცნაური შეამჩნიე?
- არა არაფერი. - თხელი ჟაკეტი შემოვიფარე. სიცივე ახლა ვიგრძენი.
- ცხვირი გაქვს აწითლებული და ვსველდებით. სახლში შედი და გათბი.
- ჩემზე როდიდან ზრუნავ?
პასუხი არ გამცა, ხელი ჩამავლო და სახლისკენ სირბილით წამიყვანა. წინ კი ორი მოსამსახურე დაგვხდა, რომლებმაც მხრებზე თბილი ქურთუკი მომაფარეს, ჰოსოკს კი ხელსახოცი მისცეს რომ დასველებული სახე და პიჯაკი შეემშრალა.
YOU ARE READING
Fear 🎭 [J.H]
Fanfiction"ახლა სიკვდილი მართლაც სანატრელი გამიხდა. მხოლოდ საკუთარი თავის წყევლა შემიძლია. ჰოსოკმა იმის საშუალებაც კი არ მომცა, რომ საკუთარი თავი მომეკლა, თორემ აქამდე არ მოვიდოდი და სიცოცხლეს იმ სარდაფშივე მოვისწრაფებდი".