ენლი'ს P.O.V
მერე ჰოსოკი და ჯონგუკი წავიდნენ. სახლში დავრჩით მე, მინა, ბიჭების დედა და დონჰე.
ჩემს ოთახში ავედი, რადგან ცოტა შემცივდა და თბილი ჟაკეტი ავიღე. ოთახიდან გამოსულს კიბესთან დონჰე დამხვდა.
- შენზე გავიგე, რომ ძალიან საყვარელი ბიჭიაო. - ბავშვთან ჩავიმუხლე და ლოყაზე მოვეფერე. - კიბეზე მარტო ამოხვედი? წამოდი ერთად ჩავიდეთ.
დონჰე თავისი თბილი ხელი ჩამკიდა და კიბეზე ნელა ჩავედით.
- არ გინდა ეზოში ყავა დავლიოთ? (მინა)
- კარგი, მაგრამ დღეს ცოტა არ ცივა?
- არა უშავს, პლედები ავიღოთ. დონჰე, დეე შენ ცოტა ხნით სახლში ითამაშე, მერე კი მოვემზადოთ და ბაღში წავიდეთ.
მე და მინა გარეთ გავედით და მოსამსახურემ ყავა მოგვიტანა.
- აბა, თავს როგორ გრძნობ?
- რას გულისხმობ? - ცოტა ნერვიულად ჩავიცინე.
- როგორ თუ რას? უკვე გათხოვილი ხარ.
- ...ხო.
- სამოგზაუროდ წასვლაზე მართლა არ გიფიქრიათ?
- არა.
- ჰმ.
საუბარში დრო გავიდა. ვერ ვიტან სიცივეს, ამიტომ აქ დიდხანს ჯდომა ნამდვილად არ მინდოდა. კიდევ კარგი მინამ საათს დახედა, ბაღში წასვლის დროაო და დამემშვიდობა.
ემოციურად იმდენად ვიყავი გადაღლილი, რომ ოთახში ასვლა და დასვენება გადავწყვიტე. თავი მტკიოდა, მაგრამ წამლის თხოვნა მომერიდა და ვიფიქრე, რომ ცოტა ხნით დასვენება მიშველიდა.
ფიქრებში წავედი. არ ვიცი ჩემი ცხოვრება მე როგორ უნდა ვმართო. ყველაფერი ერთი დიდი ტყუილია, რომელიც დრო და დრო ისევ გაიზრდება, გასივდება და ერთ დღესაც გასკდება. გარდაუვალია... ყველაფერი საიდუმლოდ ვერ დარჩება, როგორც ჰოსოკს უნდა.
ამასობაში ქვემოდან ყვირილი მომესმა. ოთახიდან გავედი და კიბის მოაჯირიდან დაბლა ჩავიხედე.
YOU ARE READING
Fear 🎭 [J.H]
Fanfiction"ახლა სიკვდილი მართლაც სანატრელი გამიხდა. მხოლოდ საკუთარი თავის წყევლა შემიძლია. ჰოსოკმა იმის საშუალებაც კი არ მომცა, რომ საკუთარი თავი მომეკლა, თორემ აქამდე არ მოვიდოდი და სიცოცხლეს იმ სარდაფშივე მოვისწრაფებდი".