👀 სატყუარა? 👀

586 58 15
                                    

ავტორი'ს P.O.V

ენლი სავარძლიდან დგება, ნერვიულობისგან თითებს ერთმანეთში ხლართავს.

- ასე ძალიან ნუ განიცდი. არაფერი მოხდება. - მამიდამისი უკვე დიდი ხანია იჯდა და სირცხვილისგან თუ უბრალოდ დაღლილობისგან აქამდე ხმას არ იღებდა.

- გაჩუმდი! აღარაფერი თქვა! - ენლის ბრაზისგან თვალები გაუფართოვდა და ხვნეშით ისევ სავარძელში ჩაეშვა.

- Flashback -

ენლი'ს

ამ დროის განმავლობაში ერთ რამეს ვერ მივხვდი. ჰოსოკს მტრები ჰყავს, მაგრამ არ მესმის სატყუარად მე რატომ ვიქეცი. რატომ ცდილობენ ჰოსოკს ჩემი გამოყენებით მიაყენონ დარტყმა. მე და ჰოსოკს ერთმანეთთან საბუთების გარდა სხვა არაფერი გვაკავშირებს. ან იქნებ... გვაკავშირებს, იქნებ რაღაც არ ვიცი და მიმალავს.

მხარზე შეხება ვიგრძენი და მოულოდნელობისგან ცოტათი შევკრთი.

- ჯონგუკ, შენ ყოფილხარ. - უხერხულად გავიღიმე.

ჯონგუკს ხელში დონჰე ეჭირა, რომელსაც პირში სათამაშო ჩაედო და ნერწვი ნიკაპზე ჩამოსდიოდა.

- ჰოსოკმა მითხრა, რომ ცოტახნით სამოგზაუროდ აპირებთ წასვლას. - ბარიდან ჭიქა აიღო და მოიყუდა. მე მაინც შევამჩნიე რომ ეცინებოდა, ამიტომ მის სიტყვებს არ დავუჯერე და ხუმრობად მივიღე.

- ასეთ რამეს ჰოსოკი პირველ რიგში თავის ცოლს ეტყოდა. - მას ყურადღება აღარ მივაქციე და ხელებიდან ბავშვი გამოვართვი.

- გინდა ენლის ეთამაშო? სათამაშოს რატომ ღეჭავ? - დონჰეს ლოყაზე ნაზად ვუჩქმიტე, მერე სალფეთკით ნიკაპი მოვწმინდე და ლოყაზე ვაკოცე.

- ხომ იცი რომ ჩემს ძმას ძალიან ვუყვარვარ, ამიტომაც ჯერ მე მითხრა და რჩევა მკითხა.

- რა გინდა თქვა, რომ ჰოსოკს ცოლზე მეტად შენ უყვარხარ? - არსაიდან სამზარეულოში ჰოსოკი და ჯინი გაჩნდნენ.

Fear 🎭 [J.H]Where stories live. Discover now