🙌ადამიანური გრძნობები ყოველთვის იმარჯვებს🙌

604 51 7
                                    

ავტორი'ს P.O.V

იმ ღამით არ სძინებია ჰოსოკს, რომელსაც თავის კაბინეტში ყოფნა აერჩია და სავარძელში ჩამჯდარი ფიქრებს მიცემოდა.

იმ უამრავი კითხვიდან, რომელიც მას ბოლო ხანია ტანჯავს ერთი ყველაზე მკაფიოდ გამოესახა.

რატომ არ მოკლა ენლი.

ეს თავის დროზე რომ გაეკეთებინა, იქნებ ახლა ასეთ მდგომარეობაში არც ყოფილიყო.

- ალბათ ამის მიზეზიც არსებობს. ყველაფერს აზრი აქვს. - თავი დაიმშვიდა და სკამით ფანჯრებისკენ შეტრიალდა.

ლამაზი იყო ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, რომელიც ადამიანის ყურადღების მიპყრობას მუდამ ახერხებს და მას უნებურად ფიქრს, ოცნებას აწყებინებს, მაგრამ ვინ იცის ამ ბნელი ცის ქვეშ რამდენი სიბოროტე ხდება.

ჰოსოკმა ღრმად ჩაისუნთქა, თითები თვალებზე მოისვა და მაგიდაზე დადგმულ სასმელის ბოთლს გახედა. წამით თავი ერთ ჩვეულებრივ და გაბღენძილ ლოთად ჩათვალა. რატომ? როდის მერე ფიქრობს ასე? მისთვის ხომ რეპუტაცია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რამეს წარმოადგენს? ან იქნებ წარმოადგენდა.

თვალები დახუჭა და თვალწინ ენლის სახე და გაშლილი თმა წარმოუდგა.

- რა ჯანდაბა გჭირს ღმერთო ჩემო! - უკმაყიფილომ თვალები სწრაფად გაახილა.

გული ვერ უთმენდა, მისი ნახვა უნდოდა. დერეფანში ჩუმად გავიდა, ნელი ნაბიჯებით გაუყვა კიბის მოაჯირს და ოთახის კარი ჩუმად შეაღო.

ენლი საწოლში იწვა და მშვიდად ეძინა. ჰოსოკს რატომღაც ეგონა, რომ მას ისევ თვალებჩაწითლებულს ნახავდა, მაგრამ არა.

მისკენ ჩუმად და აუჩქარებლად გაიწია, საჩვენებელი თითი ჯერ ლოყაზე ჩამოუსვა, მერე თმა ყურზე გადაუწია და კისერზე მოეფერა. როცა მძინარე ენლი შეიშმუშნა, ხელი მოაშორა და ოთახი დატოვა.

* * *

გამთენიისას აბაზანაში დიდი ხნით ჩაიკეტა. გუშინდელი საქციელის თავადვე რცხვენოდა და ყველაფრის დავიწყება ეცადა. კვლავ გამოწყობილ ჰოსოკად იქცა და კომპანიაში ადრე წავიდა.

Fear 🎭 [J.H]Where stories live. Discover now