⚠️სანამ ახალი თავის კითხვას დაიწყებდეთ, მინდა რაღაც გითხრათ! პირველ რიგში იმედს ვკარგავ, რომ ამ მოთხრობის გაგრძელება ღირს. რეალურად.. დიდ დროს ვუთმობ წერას და კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ ასე მგონია მოთხრობა ცოტას ყურადღებას თუ იპყრობს, რაზეც ბუნებრივია გული მწყდება. მართლა ძალიან ვშრომობ, რომ კარგი და ბევრისთვის საყვარელი მოთხრობა შევქმნა. მოკლედ...არც იმაში ვარ დარწმუნებული ეს რამდენს დააინტერესებს, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ მომდევნო თავები დაძაბული იქნება.
ენლი'ს P.O.V
მინდა, რომ ნერვიულობა და შიში მომეხსნას. მე ვცდილობ ცხოვრების გაგრძელებას ისე, რომ პატარა წვრილმანებშიც ვიპოვო იმედი და ბედნიერება.* * *
- ასე ღრმად რაზე ჩაფიქრდი? - მინას ხმამ რეალობაში დამაბრუნა.
- ვფიქრობდი, რომ ზედმეტ სადარდებელს გიქმნი. თავს მივხედავ, შენ კი ბავშვთან წადი.
- კარგი რა. ასეთ მდგომარეობაში უყურადღებოდ ვერ დაგტოვებ. რადგან ჩემი აქ ყოფნა არ გინდა, აი ეს წამალი დალიე და გავალ.
- მინაა, მე ეგ არ მითქვამს.
- ვიცი, ვიცი ჩემო ლამაზო. - გაეცინა. - თავს მიხედე, მალე ალბათ ჰოსოკიც დაბრუნდება და ის ჩემზე კარგად მოგივლის.
ხო რა თქმა უნდა...
ახლა ჩემი მდგომარეობა დიდად არ მადარდებს. თვალწინ ისევ წითელი კონვერტი წარმომიდგება.
დიდხანს ვიჯექი საწოლზე და თავი მუხლებში მქონდა ჩარგული.
ზოგჯერ სურვილი მაქვს ყველაფერი თავად ვთქვა და ჩემი ხმა ყველას გავაგებინო, მაგრამ ახლა გამოაშკარავების მეშინია. უკვე თავადაც ვერ ვხვდები რა მინდა.
ოთახიდან გავედი და კიბეზე ნაბიჯების ხმა მომესმა. ჯონგუკი იყო.
YOU ARE READING
Fear 🎭 [J.H]
Fanfic"ახლა სიკვდილი მართლაც სანატრელი გამიხდა. მხოლოდ საკუთარი თავის წყევლა შემიძლია. ჰოსოკმა იმის საშუალებაც კი არ მომცა, რომ საკუთარი თავი მომეკლა, თორემ აქამდე არ მოვიდოდი და სიცოცხლეს იმ სარდაფშივე მოვისწრაფებდი".