ენლი'ს P.O.V
მომხდარის გაანალიზების შემდეგ მაისური გამოვიცვალე და მეც დავტოვე ოთახი. ყველა მისაღებში იჯდა. დონჰე ისევ თამაშობდა და მამამისს თავში სათამაშოს ურტყამდა, ჰოსოკი ფანჯარასთან იდგა და ტელეფონზე საუბრობდა.
მინას ცოტა ხნით ოთახში გავყევი და მერე კვლავ მისაღებში დავბრუნდი და ტელევიზორს ჩავუჯექი, თან მზერას ჰოსოკისკენ ვაპარებდი. უკვე რამდენი ხანია ტელეფონზე საუბრობს და ეჭვი გამიჩნდა, რომ რამე სერიოზული ხდებოდა.
თვალები გამიშტერდა, კვლავ ოთახში მომხდარზე ვფიქრობდი.
- ენლი? - ვერ მივხვდი ვისი ხმა იყო, მაგრამ გონს კი მოვეგე და დაუფიქრებლად, ცოტა ხმამაღლა წამოვიძახე.
- ბატონო?
ყველა მე მომშტერებოდა. ჯონგუკს გაეცინა და რაღაც ჩაილაპარაკა. როგორც ჩანს ფიქრებში დიდხანს დავიკარგე და გარე სამყარო გადამავიწყდა.
ჰოსოკს ტელეფონზე საუბარი უკვე დაესრულებინა.
- რას იტყვით ველოსიპედებით რომ გავისეირნოთ? - ზოგჯერ მიკვირდა ჯონგუკი ისეთი ბავშვურია, რა დროს ოჯახის შექმნა იყო თქო. ასეთი იდეები აზრად მხოლოდ მას მოსდის.
- ჯონგუკ, მგონი დაგავიწყდა, რომ საფრთხეში ვართ. გარეთ ხეტიალი კარგს რას მოგვიტანს? - ჰოსოკი ჩამოჯდა.
- კარგი რა... მშვენიერი დღეა.
- საღამოსკენ გავიდეთ. ახლა დონჰემ უნდა დაიძინოს, რას იტყვი? - მინამ ქმარს კისერზე ხელი მოუსვა და მიუეხუტა.
- კარგი. მანამდე ენლი და ჰოსოკი დაფიქრდებიან.
* * *
არ ვიცი სულ ასე რატომ ხდება, მაგრამ შუადღეს ყველა თავის ოთახში მიდის და სახლში სიმშვიდე სუფევს. ეს სევდიანია. თითქოს დიდხანს ლაპარაკი არავის სურს, თითქოს ყველას უნდა, რომ აქაურობას გაექცეს და საკუთარ ფიქრებთან დარჩეს. ამ წამს მოაჯირიდან გადავყურებდი ცარიელ სახლს და მიტოვებულ ნივთებს. შესაძლოა ოჯახს ორი ადამიანი ქმნის, მაგრამ წლების შემდეგ მისი შენარჩუნება შვილებმაც, მშობლებმაც, დებმაც და ძმებმაც უნდა იკისრონ. ამაზე ფიქრით ცოტათი დავითრგუნე. თითქოს იმ მომენტში ეს სახლი მძულდა.
YOU ARE READING
Fear 🎭 [J.H]
Fanfiction"ახლა სიკვდილი მართლაც სანატრელი გამიხდა. მხოლოდ საკუთარი თავის წყევლა შემიძლია. ჰოსოკმა იმის საშუალებაც კი არ მომცა, რომ საკუთარი თავი მომეკლა, თორემ აქამდე არ მოვიდოდი და სიცოცხლეს იმ სარდაფშივე მოვისწრაფებდი".