- VI -

613 59 3
                                    

ავტორი'ს P.O.V

ჰოსოკმა დიდი ხნის წინ გულში სამარე გაითხარა და თავისი შინაგანი სამყარო შიგ გამოამწყვდია...

* * *

იმ ღამეს, როცა მანქანაში ჩაძინებული და ნასვამი ენლი სახლში მოიყვანა თვალი წამითაც არ მოუჭუხავს. რამდენჯერმე ენლის ოთახის კარის ზღურბლთან იდგა და მას უყურებდა.

- უფრო ხშირად თუ დათვრები, უფრო ნაკლებად ჯიუტი და მკბენარა იქნები, მაგრამ სულ როგორ დაგათრო. - გაეღიმა და თავის ოთახში შებრუნდა.

დილით კი ჯონგუკი მის სანახავად თავის პატარა ვაჟთან ერთად მოვიდა და ჰოსოკს ქორწილის თარიღთან დაკავშირებით შეეკითხა.

- ზეგ. ზეგ ვქორწინდებით. არ მინდა ბევრი ხალხი იყოს... მყუდრო, პატარა წრეში მირჩევნია. დარწმუნებული ვარ ეს ენლისთვისაც უკეთესი იქნება.

* * *

ტელეფონს რეკავს და ენლი ცოტახანს ეკრანს უყურებს. უცხო ნომერია და ვერ გადაუწყვეტია უპასუხოს თუ არა, მაგრამ ბოლოს მაინც უპასუხა.

- გამარჯობა ენლი, აქ ხარ? მინა ვარ, ალბათ გახსოვარ.

- გ...გისმენ მინა, როგორ ხარ?

- მადლობა, კარგად. გავიგეთ, რომ შენი და ჰოსოკის ქორწილი ზეგ გაიმართება, ამიტომ მინდა გკითხო დახმარება ხომ არ გჭირდება?

- ამ... მე... არ ვიცი... - სახეზე აწითლდა და ყელი გამოუშრა.

- მოდი ასე მოვიქცეთ, 2 საათში ერთ-ერთ მაღაზიასთან შევხვდეთ და კაბა ავარჩიოთ, რას იტყვი? მაღაზიის მისამართს გამოგიგზავნი.

- კარგი... მადლობა.

ენლის ხმა იმდენად აკანკალებული ჰქონდა და გული ისე სწრაფად უცემდა, რომ ჰოსოკისთვის საყვედურების თქმა ჯერ-ჯერობით დაივიწყა. ურჩევნია დამშვიდებული გონებით იაზროვნოს.

როცა ჰოსოკს იმის გასაფრთხილებლად დაურეკა, რომ მინასთან ერთად კაბა უნდა აერჩია, ჰოსოკმა ცოტახანს იყოყმანა.

Fear 🎭 [J.H]Where stories live. Discover now