წითელი კონვერტი

606 53 3
                                    

კოვზი ჭიქაზე რამდენჯერმე გაწკარუნდა და მერე ხმა საერთოდ მიწყდა. დილა იყო, თუმცა სახლში ერთის გარდა ყველას ეძინა.

ჰოსოკმა საშაქრე მისკენ მიიცურა და ჩაით სავსე ჭიქაში ერთი-ორი ნატეხი ჩააგდო. მერე ისევ კოვზით მოურია, წელში გაიმართა და კისერი გაავარჯიშა.

თვალები დახუჭა და კისერი ისევ რამდენიმეჯერ უკან გადასწია, მერე კვლავ ჩაის მიუბრუნდა და ის იყო ჭიქიდან კოვზის ამოღებას აპირებდა, რომ ზურგზე, რომელსაც რბილი და თხელი მატერია უფარავდა, ვიღაცის ხელის შეხება იგრძნო.

წამით გაშეშდა და თვალები აქეთ-იქით გაამოძრავა, სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკან ყოველგვარი მოგერიების გარეშე შებრუნებული.

ასეც მოიქცა, მის წინ ენლი დაინახა, რომელსაც თავი დაბლა დაეხარა და თმა სახეს თითქმის ბოლომდე უფარავდა.

ცოტა საშიში სანახავი იყო.

- რა ხდება. - ჰოსოკმა მშვიდი და ბოხი ხმით იკითხა.

ენლიმ მის სიტყვებზე თავი მაღლა ასწია. რატომღაც ლოყები აწითლებული ჰქონდა და თითქოს სხეული უთრთოდა.

ჰოსოკმა წარბის აწევით თავი ცოტათი დახარა. შეამჩნია, რომ ენლის კისერი ოფლიანი ჰქონდა და სხეული უთრთოდა. ისიც გაახსენდა, რომ როცა გამოეღვიძა, მეუღლე საწოლში არ დახვდა, მაგრამ საპირფარეშოში სინათლე ანთებული იყო.

- რა დაგემართა. - ცოტა მობეზრებით იკითხა. მიეჩვია იმას, რომ ენლის ყოველთვის რაღაც სჭირს და აწუხებს.

- რაღაც უნდა გაჩვენო.

ჰოსოკისთვის მისი სიტყვები ცოტა გაუგებარი იყო და კითხვა თავიდან დაუსვა.

- გითხარი, რომ რაღაც უნდა გაჩვენო. გთხოვ... მომისმინე. - ხელი ჰოსოკი გულისკენ წაიღო. თითქოს თავი შეიმაგრა.

- ენლი, ახლა არაფრის მოსმენა და გაგება არ მინდა. მაცადე ცოტახანს მარტო ვიყო. - ხელი მის გულზე მიბჯენილი ენლის თითებისკენ წაიღო და ცოტა უხეშად მოიშორა.

Fear 🎭 [J.H]Where stories live. Discover now