- V -

597 61 9
                                    

ენლი'ს P.O.V

მე კიბეზე ვიდექი და სახლში ჰოსოკის შემობრძანებას ველოდებოდი. როგორც იქნა კარის სახელური ქვემოთ დაიწია და შემოვიდა, უკან კი ჯინი მოყვა.

კიბიდან გაღიმებული დავეშვი და ჯინისკენ ხელებგაშლილი გავიქეცი. შევამჩნიე, რომ ჰოსოკი შეჩერდა და თვალი გამომაყოლა.

- მიხარია, რომ გაღიმებულს გხედავ. - ჯინმა გულში თბილად ჩამიკრა. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მესიამოვნა.

- გამიხარდა, რომ მოხვედი. - თითქმის ჩურჩულით ვუთხარი და ნელა მოვშორდი.

- კარგი ჰოსოკს გავყვები, თორემ ისედაც გაბრაზდა. - თბილი ღიმილი უცნაურად შეეცვალა.

- მერე ვისაუბროთ. - ჩემკენ მაინც მობრუნდა.

* * *

- ოხ, როგორ მეშლება ნერვები! - ფეხსაცმლის ქუსლი იატაკს დავკარი და თვალები ავატრიალე. - რით ვეღარ დაილია აქეთ-იქით სიარული.

ჯინი ისე წავიდა, რომ მასთან ნორმალურად საუბარი ვეღარ მოვასწარი და ბატონმა ჰოსოკმა მომახსენა, რომ მისი მეგობრების გასაცნობად მივყვები.

- არ მეგონა მეგობრებიც თუ გყავდა. - მანქანის კარი ხმაურიანად მოვიჯახუნე და მას ირონიული მზერა ვესროლე.

- ხელებში ძალა მოგკრებია. იქნებ შენი რჩენა და მკურნალობა შევწყვიტო. - თვითონაც ირონიული ღიმილით მითხრა და მანქანა დაძრა.

გადმოსვლისთანავე კაბის შესწორება დავიწყე და რამდენჯერმე ქუსლები დავაბაკუნე.

- ღმერთო... ასე რატომ ჩაგაცვეს. - თვალები აატრიალა და კბილები ერთმანეთს დააჭირა.

- ხასიათი არასდროს გეცვლება, არა? ნეტავ შენი მეგობრები როგორ გიტანენ.

- მორჩი კბენას და გაიღიმე. - ლოყაზე ცოტა მტკივნეულად მიჩქმიტა და თავისი თითები ჩემსაში ძალით ახლართა. - ახლა ბედნიერი წყვილი ვართ. - ყალბად გაიღიმა და კარზე ზარი დარეკა.

Fear 🎭 [J.H]Where stories live. Discover now