- XVIII -

1K 71 45
                                    

ენლი'ს P.O.V

დილით საწოლში მხოლოდ ჰოსოკის სურნელი დამხვდა, თვითონ კი არსად იყო.

ცოტახანს გაუნძრევლად ვიწექი და კედელს ვუყურებდი. ცუდ ხასიათზე დავდექი. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ მინდოდა დილა მასთან ერთად გამეტარებინა. სამწუხაროა, რომ მასზე ბოლო დროს უფრო მეტს ვფიქრობ, თავად კი ზოგჯერ ვეღარც მამჩნევს.

ვიცოდი ჩემგან ეგოისტური საქციელი იქნებოდა გავნაწყენებულიყავი და მომეთხოვა, რომ ჩემთან ყოფილიყო, იმიტომ რომ ახლა, როცა ბევრი მნიშვნელოვანი რამ არის გასარკვევი მსგავს რამეზე წუწუნი არაფრით არ შეიძლებოდა. ცივი გონებით უნდა გვემოქმედა, მაგრამ ამ ფიქრებმა ჩემი დამძიმებული გული მაინც ვერ შეამსუბუქა და უხალისოდ გავაგრძელე არსებობა.

როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ჰოსოკი სეულში დაბრუნებულა და ახლა ნამჯუნთან ერთად კომპანიის საქმეებს განიხილავს.

თითქმის შუადღე სრულდებოდა, რომ სახლში მისი ყოფილი თანაშემწე მოვიდა. ნამდვილად კარგი ადამიანი გამოდგა, ბევრი ვისაუბრეთ, რადგან ჩემი უხასიათობა უცნობმა ადამიანმაც შენიშნა და ეცადა თავი უკეთ მეგრძნო.

ყველაზე დიდი უცნაურობა კი მაინც ის იყო, რომ საღამოს სახლში ვიღაცამ კონვერტი მოგვიტანა. ცოტათი ათრთოლებული ხელებით გავხსენი, ორად გადაკეცილი ძალიან თხელი ფურცელი ამოვიღე და პატარა მიმართვის კითხვას შევუდექი.

ვიღაც წვეულებაზე მეპატიჟებოდა.

რა თქმა უნდა ეს ამბავი ჰოსოკისთვის აუცილებლად უნდა მეთქვა და დავურეკე.

- ენლი, არ მესმის რა კონვერტზე მესაუბრები. შეგიძლია ცოტა ნელა ილაპარაკო? - მომაძახა ტელეფონიდან.

- ჰოსოკ, გეუბნები რომ ვიღაც წვეულებაზე მეპატიჟება, გაუგებარს რას ვლაპარაკობ?

ასეთი საუბრის შემდეგ კი წერილს ფოტო გადავუღე და გავუგზავნე. მოგვიანებით თავად გადმომირეკა და მითხრა, რომ წერილი ნამდვილი იყო და არავინ ხუმრობდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 12, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Fear 🎭 [J.H]Where stories live. Discover now