არ ვიცი რა დღეა... რა რიცხვი... საერთოდ ამ დაწყევლილი ოთახის გარეთ სიცოცხლე თუ კიდევ არსებობს.
აქ მხოლოდ სიცარიელე და სიბნელეა. ამ ოთახის კედლებს მხოლოდ ჩემი ჩუმი ქვითინი ესმით. სამყარომ ზურგი მაქცია და ჩემი გამოფიტული სული აქ გამოამწყვდია.
კარი ჭრაჭუნით გაიღო და მის ზღურბლზე ნაცნობი სილუეტი გამოჩნდა. მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან შემოსულ სინათლეს ხარბად ვუყურებდი.
- როგორ ხარ. - ჯინმა მკითხა. შარვლის ტოტები ზევით აქაჩა და ჩემს წინ ჩაიმუხლა.
ჯერ კარგად შემათვალიერა, მერე ჩემი ხელი აიღო და ფარნის სინათლეზე უკეთ შემათვალიერა.
- ნაბიჭვარი. - ჩაიბურტყუნა. - საშინელ დღეში ხარ. სახე... სახე მაჩვენე.
წინააღმდეგობის ნიშნად ლეიბზე უფრო მეტად მოვიკუნტე და ვეცადე თავი მუხლებში სწრაფად ჩამერგო, მაგრამ ჯინმა ხელის შეხება მაინც მოასწრო და თავი ამაწევინა.
- ტუჩები სულ დამსკდარი გაქვს...
სინათლეს თვალი ბოლომდე ვერ გავუსწორე და თავი უხეშად გავწიე.
- ვაფრთხილებდი, რომ ადამიანურად მოგქცეოდა. - ცალი ხელი მის კისერზე გადამადებინა და ხელში ამიყვანა.
ჩემდა საუბედუროდ სხეული იმდენად დასუსტებული მქონდა, რომ მზის სინათლეს თვალი ვერ გავუსწორე.
ჯანდაბას შენი.... იმის შესაძლებლობაც კი არ მომეცა, რომ გონების დაკარგვამდე სულ რამდენიმე... მხოლოდ რამდენიმე წუთით შემეგრძნო გარემოს სილამაზე.
* * *
ჩემი ცხოვრება 1995 წლის 3 აპრილიდან იწყება. დედა არასდროს მყოლია, თუმცა მამა მყავდა, რომელიც თითქმის სულ მოვლინებაში იყო წასული, ასე რომ მამა-შვილური სიყვარული ჩვენ ორს არ გვაკავშირებს. ვცხოვრობდი მამიდასთან და მამიდაშვილთან ერთად.
მინდოდა ჟურნალისტიკა კარგად შემესწავლა და საკუთარი ცოდნით იმდენისთვის მიმეღწია, რომ ჩემი თავისთვის უზრუნველი ცხოვრება შემექმნა.
მამიდა მეჩხუბებოდა, რომ სწავლისთვის საკმარისი ფული არ გვქონდა და ამ საქმისთვის თავი დამენებებინა. ალბათ იკითხავთ... თუ შენი მამიკო ერთი ქვეყნიდან მეორეში მიდიოდა და ფულს შოულობდა, რატომ გქონდა ფინანსური პრობლემებიო...
უკვე ვახსენე, რომ მე და მამაჩემს ერთმანეთთან არანაირი ურთიერთობა არ გვქონდა, მაგრამ ის არ მითქვამს, რომ ძალიან ჯიუტი, ამაყი ხასიათით გამოვირჩეოდი და მისგან კაპიკსაც არ ავიღებდი.
YOU ARE READING
Fear 🎭 [J.H]
Fanfiction"ახლა სიკვდილი მართლაც სანატრელი გამიხდა. მხოლოდ საკუთარი თავის წყევლა შემიძლია. ჰოსოკმა იმის საშუალებაც კი არ მომცა, რომ საკუთარი თავი მომეკლა, თორემ აქამდე არ მოვიდოდი და სიცოცხლეს იმ სარდაფშივე მოვისწრაფებდი".