ავტორი'ს P.O.V
ოთახში ვერავინ გაბედა ხმის ამოღება. ჩაფიქრებული ჰოსოკი ხესავით იდგა და მის გულმეკრდზე მიკრობილი ენლის ჩუმ ქვითინს უსმენდა, რომელმაც მარჯვენა ხელი ჰოსოკის გულს დაადო და ცოტა ხნით მისი გულისცემის რიტმს აკვირდებოდა, მერე თავისი საქციელი ზედმეტად მოეჩვენა და მოცილდა.
- დაისვენეთ. ჯერ-ჯერობით ცუდზე ნუღარ ვიფიქრებთ. - ჯონგუკმა სევდანარევი თვალები ცოლს მიაპყრო და გაუღიმა.
* * *
- კიდევ გძულვარ? - ჰოსოკის ამ უეცარმა კითხვამ ენლის ტირილი შეაწყვეტინა და ამღვრეული თვალებიდან გამოიხედა.
ვერაფერს პასუხობს. გონებაში ყოყმანობს, არ იცის რა ქნას და გაუაზრებლად თვალებს თითებით ისრესს, მერე ხელებს ჰოსოკი ძირს აშვებინებს და თეთრ ცხვირსახოცს აწვდის.
- ისე ეს შენ რად გინდა? ტირი ხოლმე? - ენლის საკუთარ სიტყვებზე გაეცინა და ვეღარც ჰოსოკმა შეძლო სერიოზული გამომეტყველების შენარჩუნება.
- სულელი. - ჩაიჩურჩულა და ზურგი შეაქცია.
- ეს აქამდე რატომ არ მითხარი? - მხარზე ხელი ჩაავლო.
- ალბათ ასე იყო საჭირო.
ენლიმ თავი დახარა და იატაკს მიაშტერდა.
- რისი გაკეთება შემიძლია?
ჰოსოკი ძალიან ნელა მისკენ შებრუნდა.
- უნდა მოგეკალი, მაგრამ ეს არ გააკეთე, ასე არ არის? ამიტომ ახლა თავს ვალდებულად ვგრძნობ ამ სიტუაციაში დაგეხმარო.
- მე ეს იმისთვის არ გამიკეთებია, რომ თავი ვალდებულად ჩაგეთვალა. დამიჯერე, ასეთი რაღაცები არ მომწონს. დაბნეული ვიყავი. ადამიანების მოკვლა სიამოვნებას არ მანიჭებს.
- ყველაფერი ასე როგორ შეიცვალა. ისინი შენზე კი არა, ჩემზე ნადირობენ, არა? "ზედმეტი ვარ"? გამოდის ჩემს გამო საფრთხეში მთელი ოჯახია. როგორ მოვიქცე. თუ შენ... თუ შენ მეტყვი, რომ წავიდე... ასეც მოვიქცევი. არ ხარ ვალდებული ჩემს გამო თავი საფრთხეში კიდევ ერთხელ ჩაიგდო. მითხარი...
YOU ARE READING
Fear 🎭 [J.H]
Fanfiction"ახლა სიკვდილი მართლაც სანატრელი გამიხდა. მხოლოდ საკუთარი თავის წყევლა შემიძლია. ჰოსოკმა იმის საშუალებაც კი არ მომცა, რომ საკუთარი თავი მომეკლა, თორემ აქამდე არ მოვიდოდი და სიცოცხლეს იმ სარდაფშივე მოვისწრაფებდი".