- XVII -

480 53 6
                                    

ენლი'ს P.O.V

დილის სინათლე ოთახში იმდენად ლამაზად მოჩანდა, რომ ცოტახანს საწოლზე წამომჯდარი ვთვალიერებდი იქაურობას. თითქოს აქ ვგრძნობთ თავს ისე, როგორც წესით ჩვენს უზარმაზარ სახლში უნდა მეგრძნო, მაგრამ იმ ადგილს ზოგჯერ ვერ ვეგუები. გონებაში იმ ფიქრებმა გამიელვეს, რომ მომავალში რაც არ უნდა მომხდარიყო, რა ბრძოლაც არ უნდა გადამეტანა საბოლოოდ მაინც მყუდრო სახლს შევიძენდი და იქ ვიცხოვრებდი.

აბაზანაში გავვარდი, სახე დავიბანე, კბილები გამოვიხეხე, თმა შევისწორე, მერე ტელეფონს დავწვდი, ოთახის ფანჯარასთან მივედი და რამდენიმე ლამაზი ფოტო და სელფი გადავიღე. ზუსტად ამ პროცესის დროს შევნიშნე ღია კართან მდგარი ჰოსოკი. ჯერ შემეშინდა და გულმა სწრაფად ფეთქვა დაიწყო, მერე როცა მივხვდი რომ ჰოსოკი იყო, რომელმაც ქვედა ტუჩზე იკბინა და იმ მიზნით, რომ მისი ღიმილი არ დამენახა მზერა ამარიდა დავმშვიდდი.

- დაუკაკუნებლად რატომ შემოდიხარ? იქნებ რას ვაკეთებ? - ხმადაბლა ვუსაყვედურე და ტელეფონი კომოდზე დავდე.

სერიოზული მზერა მტყორცნა.

- ამას შეხედე... - თვალი ამაყოლა და ჩამაყოლა.

- კარგი დაივიწყე. რამე გინდოდა?

- შუადღეს უნდა წავიდე და შეიძლება იმ დროს დავბრუნდე, როცა შენ უკვე გეძინება, ასე რომ წინასწარ გაგაფრთხილე.

- რატომ?

- ბავშვურ რაღაცებს მორჩი და სამზარეულოში ჩამოდი. - კარი მიიხურა და დამტოვა.

ჯონ ჰოსოკი, რა ამბებს ხლართავ?! არ შეიძლება კითხვაზე ნორმალური პასუხი დამიბრუნოს? რადგან არ მეუბნება ესე იგი რაღაც ხდება და ამიტომაც არ უნდა, რომ ვიცოდე.

ვიცოდი, რომ ახლა ამის დრო არ იყო და ჩემი მხრიდან მსგავსად მოქცევა ნამდვილად ბავშვური იქნებოდა, მაგრამ გულში ჩემი წყენა ნელ-ნელა უფრო გაიზარდა, გაფართოვდა და სურვილი გამიჩნდა მისთვის მიმეხვედრებინა, რომ მისგან ასეთი დამოკიდებულება მწყინდა, მაგრამ საკუთარ თავს ხომ შევპირდი, რომ ჯერ-ჯერობით არაფერს ვაგრძნობინებდი? ზოგჯერ ჩვენივე დაპირებები გვაბრკოლებენ ხოლმე.

Fear 🎭 [J.H]Where stories live. Discover now