- IV -

640 64 2
                                    

ავტორი'ს P.O.V

- მე არ მინდოდა ყველაფერი ასე დამთავრებულიყო... არ მითხრა, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია. შენ... შენ თესავ და შენ აფრქვევ ბოროტებას! შენ მომპარე მე საკუთარი თავი და მომავალი! - ენლის ყურებში ხმამაღალი ქვითინის ხმა ესმის და თვალებს წამის მეასედში ახელს.

- ღმერთო... ღმერთო... - საწოლზე წამომჯდარი წინ და უკან ირხევა. თან ხელებს გაოფლილ კისერზე ისმევს და თმაში იცურებს.

სუნთქვააჩქარებულმა კომოდზე სინათლე აანთო, საბანი მისკენ "მოიხვეტა" და კედელს ტირილით მიეყუდა.

იმ ღამეს თვალი აღარ მოუხუჭავს.

* * *

საწოლში პირჩამხობილმა ჰოსოკმა მაღვიძარას დაასწრო და ადრე გაეღვიძა. მას არ სჩვევია საწოლში საათობით ყოფნა და წასასვლელად მალევე გაემზადა.

- შეიძლება ერთხელ ნორმალური ადამიანივით იცხოვრო? - ჯონგუკს ცალი თვალის გახელა ჯერ კიდევ ვერ მოეხერხებინა.

ონკანს ჭიქა შეუდგა და წყალი დაისხა.

- დონჰემ დილიდანვე წუწუნი ატეხა რადგან წყალი სწყუროდა. - აჩეჩილ თმა უფრო აიჩეჩა და კვლავ ოთახისკენ გასწია.

ჰოსოკს მანამდე თავისი ყავა ბოლომდე დაელია. ჯონგუკზე ჩაეღიმა, მერე საათს დახედა და ფეხზე წამოდგა.

შეიძლება ამას ჩურჩულითაც არ ამბობს, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან უნდოდა ეს დღე მშვიდობიანად დაწყებულიყო, რადგან მშვიდი ხასიათი დღის ბოლომდე გაჰყოლოდა, მაგრამ ამ დილამაც გული საშინლად გაუცრუა...

- ოთახშია. ღვიძავს, მაგრამ არაფერს გვეუბნება.

- მე მივხედავ. - დაღვრემილი ეუბნება ქალს და კიბეს უყვება.

ენლის მართლაც ეღვიძა. ოღონდ საწოლში უმოძრაოდ იწვა და არაფერს ამბობდა.

- რა დაგემართა? - ჰოსოკმა კარი ჯერ შეაღო და მერე ნელა მიკეტა. - გუშინ საღამოს სხვანაირი დაგტოვე.

Fear 🎭 [J.H]Where stories live. Discover now