"რას მეუბნები, რომ შვებას ჩემთან გრძნობ?"

649 59 5
                                    

ენლი'ს P.O.V

წინა ღამე ცოტა ამაღელვებელი აღმოჩნდა. თითქმის არ მეძინა. ახლა კი რაღაცას ველი, რაც საწოლიდან ადგომას მაიძულებს, მიუხედავად იმისა, რომ თავს სუსტად ვგრძნობ.

წკმუტუნის ხმა მომესმა. როგორც შემეძლო სწრაფად ავდექი, ხალათი მოვიხვიე და ქვემოთ, ჩავედი. ჩემი პატარა მეგობრის ყეფა მთელ სახლში ექოსავით ისმოდა.

- ჩუ... ასე სხვებს გააღვიძებ. მოდი ჩემთან, ჩემო პატარა. - ძაღლს ყურებზე მოვეფერე, მერე ხელში ავიყვანე და ისევ ოთახში დავბრუნდი.

- მაპატიე, რომ ჯერ კიდევ სახელი არ გაქვს. რა დაგარქვა? რა? ჰობი ხომ არ დაგარქვა? ჰობი... ჰობი...

დამავიწყდა, რომ ჰოსოკს ისევ ეძინა და ლაპარაკი აღარ გავაგრძელე.

- ძაღლის ყეფაღა მაკლდა.

ჰოსოკი საწოლზე წამომჯდარი იყო და ჩვენ გვიყურებდა. უცებ დამაინტერესა გუშინდელი სიტყვები გააზრებულად მითხრა, თუ არა.

საწოლიდან წამოდგა, წელში გასწორდა და გაჩერდა.

ორივე დავიბენით. პირველი შემთხვევა იყო, როცა გავიღვიძეთ და ერთმანეთი ოთახში დაგვხვდა.

- მეჩქარება. მალე უნდა წავიდე.

მან არც ისაუზმა და ისე წავიდა. ჭამის სურვილი არც მე მქონდა. ნაშუადღევისთვის უფრო დათბა და ცოტა ხნით ეზოში გავისეირნე.

რატომღაც ეზოს ერთი კუთხე ძალიან მიტოვებული მომეჩვენა და სურვილი გამიჩნდა იქაურობა ყვავილებით გამევსო და გამელამაზებინა. ნერვებს მიშლის ის ფაქტი, რომ ყველაფერი ჰოსოკს უნდა დავეკითხო. ალბათ ყვავილებს რომ ვუხსენებ გამომლანძღავს და მეტყვის, რომ მსგავსი სისულელეები არ უნდა ვიკითხო.

თითქმის ყველგან დაცვა იდგა, აქამდე ამას არასდროს დავკვირვებულვარ. ერთ-ერთმა მათგანმა ჩემთან მოირბინა და მითხრა, რომ ჰოსოკის სიტყვით საღამოსთვის უნდა მოვმზადებულიყავი, რადგან სადღაც წასვლას ვაპირებდით.

Fear 🎭 [J.H]Where stories live. Discover now