1 - Marriage

1.3K 80 24
                                    

უმრანების სახლი ყვავილებითა და ბრჭყვიალა ლენტებით საუცხოოდ მოურთავთ.

საპატარძლოდ გამზადებული გოგონა საკუთარ ოთახში ქალებით გარშემორტყმული მძიმედ სუნთქავს და მის ცხოვრებაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთებას ცდილობს.

მოფუსფუსე ქალების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ალიშას თვალებზე უძილო ღამის ნაკვალევი ბოლომდე არ გამქრალიყო.

გოგონამ უკვე საკმაოდ დიდი ხანია იცის, რომ მის ქვეყანაში ქალის ბედი მამაკაცების ხელთაა და მათი დაუმორჩილებლობა სიკვდილის ტოლფასია, თუმცა მეამბოხე სული ოპტიმისტია, ალიშა მაინც ფიქრობს იმ შესაძლებლობაზე რომელიც არ გააჩნია.

მალე ოთახში გოგონას დედა შემოდის გაბრწყინებული სახით და ქალიშვილს 'სასიხარულო' ამბავს აცნობებს.

-გაგიმართლა, საქმრომ სამი კილო ოქრო მოგვიტანა, სანაცვლოდ კი მზითვებსაც არ ითხოვს.

ახალი ამბით აღვთოვანებული ქალები, დარიას გარშემო ეხვევიან და სთხოვენ კიდევ რაიმე უამბოს გულუხვ სიძეზე.

მხოლოდ მამიდა ფატმა განიმსჭვალება ნუგეშით გოგონასადმი, მას უახლოვდება და თანაგრძნობის ნიშნად სარკის წინ მჯდომ ტრადიციულ საპატარძლო კაბაში გამოწყობილ ალიშას მხარზე ხელს ადებს.

გოგონა სარკიდან უცქერს მის უსაყვარლეს მამიდას და ისე, რომ სხვებმა ვერ გაიგონ ჩურჩულით ეუბნევა.

-სამი კილო ოქრო, ოჯახისათვის სარფიანი გარიგება გამოვდექი. თან ირონიულად ეცინება.

-იცოდე, თუ გადაწყვეტილებას შეცვლი, კართან შავი ფერის ჯიპი გელოდება, მაპატი, ეს ერთადერთია რისი გაკეთებაც შენთვის შემიძლია.

-გმადლობ. ეუბნევა გოგონა და მის მხარზე დასვენებულ მამიდის ხელს საკუთარ ხელში იქცევს.

-დროა. ამბობს დარია და გოგონას ანიშნებს გამომყევიო.

ფატმა ლოყაზე ნაზად კოცნის ალიშას და ყურში ჩუმად ეუბნევა.

Once Upon In Pakistan Z.M (Completed)Where stories live. Discover now