სამი დღე თვალის დახამხამებაში გავიდა და დაგა შემოწმების, ან როგორც ახალწვეულები უწოდებენ მას, 'გამოცდის დღე'.
ზეინის დანაყოფი საუცხოოდ იყო მომზადებული, მაგრამ მალიკი მაინც ღელავდა. აქამდე ყველაფერი განსაზღვრული იყო, ყოველი დღე, თითოეული წუთი, თითოეული წამი, მაგრამ ახლა უკვე აღარ იცოდა რა მოხდებოდა, არ იცოდა რა ელოდათ მას და 'მის ჯარისკაცებს' იმაში კი დარწმუნებული იყო, რომ ნასწავლ თეორიებსა და პრაქტიკებს თითოეული მათგანი უნაკლოდ ჩააბარებდა.
ალიშა ნერვიულობით კანკალს აეტანა.
ნაილი აწყნარებდა, რაც ცოტათი ეხმარებოდა, თუმცა შიშს ბოლომდე ვერ უქრობდა.
მხოლოდ ალიშა არა, ყველა ნერვიულობდა, ზოგი უფრო მეტად, ზოგი ნაკლებად, თუმცა ერთმანეთს მაინც ამხნევებდნენ და გვერდში ედგნენ. არანაერი შუღლი და დაპირისპირება, ყველა ერთმანეთის გულწრფელი მხარდამჭერები გამხდარიყვნენ.
ზეინი მათ ბოლო რჩევებს აძლევდა როგორც 'ახალწვეულებს' ამის შემდეგ თითოეული მათგანი ფიცს მიიღებდა და გახდებოდა ნამდვილი ჯარისკაცი.
ფიცის მიღებამდე კი უნდა დაემტკიცებინათ, რომ ნამდვილად იმსახურებდნენ ამ სტატუსს.
-თქვენ მოგიწევთ წარსდგეთ ლუისა და რამდენიმე მაღალჩინოსანი ჯარისკაცის წინაშე და აჩვენოთ ის რაც ამ დროის განმავლობაში გასწავლეთ. ისინი შეაფასებენ თქვენს შესაძლებლობებს და გადაწყვეტენ გამოდგებით თუ არა ამ საქმიანობისათვის.
იუსუფმა ხელი ასწია იმის ნიშნად, რომ კითხვა ჰქონდა. ზეინმა თავის დაკვრით ანიშნა ეთქვა რაც აწუხებდა.
-თუ გადაწყვეტენ, რომ არ გამოვდგებით რა მოხდება?
ალიშა მადლიერი თვალებით მიაჩერდა იუსუფს, რადგან თვითონაც აწუხებდა ეს კითხვა, თუმცა ვერ გაბედა თავად ეკითხა.
-მაშინ აქ დახარჯული დროისათვის კომპენსაციას მოგცემენ და სახლში დაგაბრუნებენ.
YOU ARE READING
Once Upon In Pakistan Z.M (Completed)
Fanfictionპაკისტანი ისლამური სახელმწიფოა, სადაც ქალთა უფლებები შელახულია. ალიშა უმრანი საკუთარ ქორწილს შლის და ეროვნულ არმიაში ეწერება, რაც მის საზოგადოებაში დაუშვებელია, ქალის მოვალეობაა იყოს მორჩილი ცოლი და აღზარდოს ღირსეული მემკვიდრე, სხვა დანარჩენი მას არ...