14 - Why not me?!

461 50 13
                                    

საწვრთნელი დღეები თანდათან იწურებოდა.

ზეინის დანაყოფი შესამჩნევად ძლიერი იყო სხვა დანარჩენებთან შედარებით, თითქოს პროფესიონალებს მოეყარათ თავი ერთ გუნდში. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ალიშაც ამ გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

ამ დროის მანძილზე ალიშას თავდაუზოგავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და გახდა ის ვინც ამდენი ხნის განმავლობაში უნდოდა გამხდარიყო, ნამდვილი ჯარისკაცი.

ზეინი მართალი იყო, როდესაც უთხრა, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ დანაყოფის დანარჩენი წევრები ისე მიიღებდნენ, როგორც თანასწორს.

***

-ამ ტელევიზორმა სულ გაგაზარმაცათ, არ მაიძულოთ ოთახიდან გავატანინო.   კარში შემოსვლისთანავე მკაცრად თქვა ზეინმა.

მაშინვე რამდენიმე წყვილი თვალის მას მიაჩერდა.

-კარგი ხო, ვიხუმრე.  დაამატა, როდესაც ნაილის მკაცრ მზერას წააწყდა.

უკვე დიდი ხანია ზეინის აღარ ეშინოდათ, შიში პატივისცემას და მეგობრობას ჩაენაცვლებინა. სწორედ ეს გახლდათ ამ დანაყოფის წარმატების მიზეზი.

-მეთაურო, არ შემოგვიერთდებით?  იკითხა რომელიღაც ბიჭმა.

-არა იუსუფ, მაპატიეთ, დღეს არ მცალია.

იუსუფმა მხოლოდ თავი დაუკრა და ტელევიზორს მიუბრუნდა, ისევე, როგორც დანარჩენები.

ნაილი წამოდგა და ზეინს გვერდით ამოუდგა.

-რამე პრობლემაა?  ჩურჩულით იკითხა ქერამ.

-არა, მგონი არაფერი.
ხმადაბლა უპასუხა მალიკმა.

-მგონი?

ზეინმა იცოდა, რომ მეგობარი ასე იოლად არ მოეშვებოდა, ამიტომ ღრმად ამოისუნთქა და უპასუხა.

-ლუიმ მთხოვა ალიშა მასთან მიმეყვანა. რა მიზეზით არ უთქვამს.

ნაილი ჩაფიქრდა.

-ვფიქრობ სანერვიულო არაფერია, წინააღმდეგ შემთხვევაში ლუი ყველაფერს გეტყოდა.

Once Upon In Pakistan Z.M (Completed)Where stories live. Discover now