22 - Only begginin of ur punishment

412 51 35
                                    

ტყვეები ერთ-ერთ სახლში დააბინავეს და ჰარის მისცეს საშუალება გამოეკვლია ვინმეს რაიმე ხომ არ უჭირდა.

ალიშას მამა, ალისთან, ალიშას ყოფილ საქმროსთან ერთად იდგა და რაღაცაზე გაცხარებით ესაუბრებოდა.

ირგვლივ დაძაბულობა და შიში იგრძნობოდა.

ის მამები, რომლებიც უმოწყალოდ იმეტებდნენ ქალიშვილებს ტანჯვისა და სიკვდილისათვის, ახლა იატაკზე ლაჩრებივით კანკალებდნენ.

ამის შემხედვარე ალიშას მოუნდა თითოეულისათვის შუბლში ტყვია დაეხალა, თუმცა ასე სწორედ მათ დაემსგავსებოდა, უმოწყალო პირუტყვებს, რომლებსაც სხვისი სიცოცხლე არ ადარდებთ.

რაც უფრო ფხიზლდებოდა ხალხი, მით უფრო იმატებდა ჩურჩული, ალიშასკენ მიმართული მზერა და ალიშას მამის სიბრაზე.

ყველას სჭირდებოდა დასვენება, ამიტომ არავის გაუკიცხავთ ჯარისკაცები, როდესაც შენობის ერთ-ერთ კუთხეში იატაკზე დასხდნენ და თავს მოდუნების უფლება მისცეს.

ალიშა თვალს მანამ არ აშორებდა მის საძულველ დუეტს, სანამ ერთ-ერთმა ტყვემ არ დაუძახა დასახმარებლად.

როგორც კი ზურგი აქცია მამას, ის მაშინვე ფეხზე წამოიჭრა, საიდანღაც დანა ამოიღო და შვილისაკენ დაიძრა.

მზად იყო, ყელი ისე გამოეჭრა გოგონასთვის, რომ ხელიც არ აუკანკალდებოდა, გულში უკვე ზეიმობდა ქალიშვილის გვამსა და აღდგენილ რეპუტაციას.

დანა უკვე აღმართული ჰქონდა, როდესაც მწვავე ტკივილი იგრძნო ფეხში და მოწყვეტით დაეცა იატაკზე.

სროლის ხმაზე გოგონა სწრაფად შემოტრიალდა და გაოგნებულმა დაიწყო მის წინ გადაშლილი სურათის აღქმა.

მამა, რომელიც მასთან ახლოს, დანით ხელში იატაკზე ეგდო და სისხლის გუბეში ტკივილისაგან იკრუნჩხებოდა და იარაღშემართული ნაილი, რომელიც კაცს უემოციოდ დაჰყურებდა.

Once Upon In Pakistan Z.M (Completed)Where stories live. Discover now