ოდესმე გინახავთ იმგვარი სიზმარი, რომელიც ისეთი ცხადი ყოფილა, რომ გაღვიძებისას დრო დაგჭირვებოდათ გაგერკვიათ რა იყო ცხადი და რა გონების მიერ წარმოქმნილი ილუზია?
ალიშას სწორედ ასე დაემართა.
უცნაური სიზმრიდან გამოღვიძებული ჯერაც მკაფიოდ გრძნობდა მშობლიური მხარისათვის დამახასიათებელ ცხელ, გამომშრალ ჰაერს, რომელსაც ირგვლივ გაშენებული ხეების ქერქის არომატი დაჰკრავდა.
დაბნეულმა, უნებურად სახლსა ოჯახის წევრებზე დაიწყო ფიქრი.
იქნებ მისმა დაუფიქრებელმა საქციელმა ოჯახი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა? იქნებ მისთვის და ყველასთვის უკეთესი იქნებოდა იმ დღეს რომ გათხოვილიყო? მაგრამ როგორც კი იმ პირუტყვს იხსენებს, რომელიც მისი ქმარი უნდა გამხდარიყო, გოგონას ზიზღისაგან ერთიანად აკანკალებს.
თავს არწმუნებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ასეც რომ არ იყოს უკვე ვეღარაფერს შეცვლის, განაჩენი გამოტანილია.
ცდილობს ყველა ფიქრი თავიდან მოიცილოს და კვლავ უდარდელ ძილს მიეცეს, მაგრამ უშედეგოდ, ძილი აღარ ეკარება.
საბოლოოდ ასე უაზროდ ყოფნა და თანაგუნდელების ხმამაღალი ხვრინვის მოსმენა ჰბეზრდება, რაც შეიძლება ჩუმად იცმევს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს ხელში იღებს და ფეხაკრეფით გადის ოთახიდან.
დერეფანსაც ბოლომდე ასევე ჩუმად მიუყვება, არ უნდა რომელიმე სხვა დანაყოფი გააღვიძოს და პრობლემები შეიქმნას.
გასასვლელ კარს მიუახლოვდა, თუმცა რათქმაუნდა ჩაკეტილი დახვდა, ამიტომაც გადაწყვიტა მეორე სართულზე ასულიყო.
არ იცოდა რას აკეთებდა, უბრალოდ უნდოდა ცოტახანს მარტო დარჩენილიყო.
მეორე სართულის კიბეები სწრაფად არირბინა და დერეფანში დიდ ფანჯარასთან გაჩერდა, საიდანაც მთელი ეზო და ეზოს გარეთ ულამაზესი შენობები მოჩანდა.
YOU ARE READING
Once Upon In Pakistan Z.M (Completed)
Fanfictionპაკისტანი ისლამური სახელმწიფოა, სადაც ქალთა უფლებები შელახულია. ალიშა უმრანი საკუთარ ქორწილს შლის და ეროვნულ არმიაში ეწერება, რაც მის საზოგადოებაში დაუშვებელია, ქალის მოვალეობაა იყოს მორჩილი ცოლი და აღზარდოს ღირსეული მემკვიდრე, სხვა დანარჩენი მას არ...