ალიშას ადრე გაღვიძება არასდროს არ უჭირდა, ამიტიმაც ახლაც ადვილად შეეგუა ახალ რეჟიმს.
შვიდ საათზე უკვე ყველა მზად იყო წასასვლელად გოგონას გარდა. მას ოთახში დარჩენა მოუწევდა.
გუშინ ზეინმა ნება არ მისცა დანაყოფთან ერთად სავარჯიშო დარბაზში ევარჯიშა, არც დღეს შეუძლია ეზოში ვარჯიში.
ალიშა ასე უმოქმედოდ ყოფნას თუ გააგრძელებდა მომავალში ძალიან გაუჭირდებოდა სხვა ჯარისკაცების გვერდით ყოფნა.
ნაილმა თბილად გაუღიმა გოგონას და დაამშვიდა.
-ნუ ღელავ, ალბათ ზეინს აქვს მიზეზი, რატომაც არ გაძლევს ვარჯიშის უფლებას.
გოგონამ გულში მწარედ ჩაიცინა, მაგრამ მეგობარს გულთბილად გაუღიმა და უპასუხა.
-კარგად ვარ და ვარჯიშის გარეშეც ადვილად დაგამარცხებ. ჩაიხითხითა მან სევდის დასაფარად.
მალევე გაიკრიფა ყველა. ბოლოს ზეინიღა შემორჩა.
მალიკმა ოთახს მოავლო თვალი და ალიშას გაბუტულ და უკმაყოფილო სახეს რომ შეეჩეხა, დიდი ძალისხმევის მიუხედავად მაინც ჩაეცინა.
გოგონა ამაზე უფრო გაიბუტა, ხელები გულზე დაიკრიფა და ჭერს ისე დაუწყო თვალიერება, თითქოს ამ ქვეყნად ამაზე უფრო საინტერესო საქმე არ არსებობს.
უმრანის ამ საქციელმა მალიკი კარგ ხასიათზე დააყენა და მომღიმარმა დატოვა ოთახი.
ალიშამ თავი მოიწესრიგა, თავისი და ნაილის საწოლები მიალაგა. უნებურად მისი საწოლის თავთან მდგარი ზეინის საწოლისაკენ გააპარა თვალი. ის ისეთი მოწესრიგებული იყო, რომ გოგონა ერთი წუთით შურმაც კი შეიპყრო მალიკის ასეთი ხელმარჯვეობის გამო.
უმრანი ცოტახანს ფიქრობდა თუ რა ეკეთებინა სამი საათის განმავლობაში ოთახში გამოკეტილს, თუმცა უშედეგოდ, არაფერი საინტერესო არ მოსდიოდა თავში.
YOU ARE READING
Once Upon In Pakistan Z.M (Completed)
Fanfictionპაკისტანი ისლამური სახელმწიფოა, სადაც ქალთა უფლებები შელახულია. ალიშა უმრანი საკუთარ ქორწილს შლის და ეროვნულ არმიაში ეწერება, რაც მის საზოგადოებაში დაუშვებელია, ქალის მოვალეობაა იყოს მორჩილი ცოლი და აღზარდოს ღირსეული მემკვიდრე, სხვა დანარჩენი მას არ...