After 2 weeks.
London, England.
-იცი ხანდახან მართლა მენატრება ალიშა უმრანი. ამბობს გოგონა სევდიანი ღიმილით.
-ალიშა უმრანი მოკვდა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის, ეს ხომ უბრალოდ სახელი და გვარია. მხრების ჩეჩვით ამბობს ზეინი, ნაილი კი თავის ქნევით ეთანხმება.
-მის გარეშე ყოფნა, ჩემთვის ცოტა უცნაურია. არ ნებდება გოგონა.
-მისმინე, ალიშა უნდა მომკვდარიყო, ყველასთვის ასე ჯობია. თავის თავში დარწმუნებული ამბობს ჰარი.
-რა თქმა უნდა ჰარი, მისი მოკვლა ხომ შენი იდეა იყო.
-საყვარელო ამაზე ამდენს ნუ ფიქრობ. არ აქვს მნიშვნელობა რა გერქმევა, მთავარია კვლავ ჩემი ულამაზესი, ჯიუტი მეამბოხე ხარ, ეომელმაც მთელი ჩემი და თავისი ცხოვრება ყირაზე დააყენა და დამანახა ცხოვრებაში ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი, თანაც ჯელენა ან უბრალოდ ჯიჯი, ძალიან ლამაზი სახელია და შენს ლამაზ სახეს უხდება. საუბარს ამთავრებს მალიკი და გოგონას მოწყვეტით კოცნის.
-ჯიჯი ჰადიდი. მომწონს, მაგრამ მიჩვევა მჭირდება, თანაც ალიშასთან ბევრი მოგონება მაკავშირებს.
-მოგონებები აღარაა საჭირო, რადგან წინ მომავალი გველის, რომელიც თავს ისე სწრაფად გადაგვხდება და ისე სწრაფად გახდება წარსული, რომ გააზრებასაც ვერ მოვასწრებთ.
-მაპატიეთ რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ იქნებ უკეთ ამიხსნათ რა და როგორ მოხდა. საუბარში ლიამი ერთვება, რომელიც მასთან ჩასულ დიდი ხნის უნახავ დასა და მეგობრებს თავს ევლება.
-გრძელი ისტორიაა. ოხვრით ამბობს ზეინი, რადგან ამ უახლესი წარსულის გახსენება ყველაფრის მიუხედავად კვლავაც სტკენს.
-არაუშავს, არსად არ მეჩქარება. არ ნებდება ლიამი.
-როდესაც ალიშა დაჭრეს გონება დაკარგა, მაშინ მეგონა, რომ უკვე აღარაფერს ჰქონდა აზრი, იმდენად პანიკაში ვიყავი, რომ ვერაფერს ვაკეთებდი, უბრალოდ ლოცვა შემეძლო. შემდეგ ჰარი მოვიდა ალიშას მომაშორა, მისგან შორს რამდენიმე წუთი ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ძალიან გვიანი იყო ყველაფრისათვის. შემდეგ ჰარიმ დამიძახა და მითხრა, რომ უმრანს საფრთხე აღარ ემუქრებოდა და მეტიც, მის დასაცავად გეგმაც ჰქონდა.
მითხრა, რომ ალიშა უმრანი უნდა მომკვდარიყო, მართალია ალი ნაილის დროულმა ტყვიამ შეიწირა, მაგრამ კიდევ ბევრნი იყვნენ ისეთები, რომლებსაც შენი დის სუნთქვა ხელს უშლიდათ თავიანთ განზრახვებში.
თავდაპირველად ვერ მივხვდი რას გულისხმობდა ალიშას სიკვდილში, მაგრამ შემდეგ ყველაფერი მალევე ამიხსნა, სოფლის მოსახლეობისათვის იმის დაჯერება, რომ ალიშა მოკვდა საუკეთესო გამოსავალი იყო. სულიერად ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ჩემს მიერ შესრულებულ განადგურებული ბიჭის როლში ეჭვი არავის შეუტანია, მგონი თავდაპირველად ნაილმაც კი დაიჯერა.
შემდეგ ალიშა ახალი საბუთებით ჩუმად გადმოვიყვანეთ ისლამაბადის საავადმყოფოში და როგორც კი გამოკეთდა, პირველივე შესაძლებლობისთანავე ყველანი აქ წამოვედით.
დაასრულა თხრობა მალიკმა და მსმენელთ მოავლო თვალი.
YOU ARE READING
Once Upon In Pakistan Z.M (Completed)
Fanfictionპაკისტანი ისლამური სახელმწიფოა, სადაც ქალთა უფლებები შელახულია. ალიშა უმრანი საკუთარ ქორწილს შლის და ეროვნულ არმიაში ეწერება, რაც მის საზოგადოებაში დაუშვებელია, ქალის მოვალეობაა იყოს მორჩილი ცოლი და აღზარდოს ღირსეული მემკვიდრე, სხვა დანარჩენი მას არ...