ვარჯიში დასრულდა, მაგრამ ალიშა არ გამოჩენილა.
არც შესვენებისას შეუნიშნავს ვინმეს იგი და არც სადილს დასწრებია.
ნაილი აღელდა, ნერვიულობა დაიწყო მის ცხოვრებაში ახლად გამოჩენილ გოგონაზე, რომელიც თავს უეცრად დაატყდა და თავი მალევე შეაყვარა. ის მზის სხივი გახდა ბიჭის ცხოვრებაში, სხივი რომელიც ყველა წყვდიადის გამნათებელი და დამამხობელია.
ჰორანს ალიშა უყვარდა, უყვარდა როგორც უმცროსი და, რომელიც არასდროს ჰყოლია, თუმცაღა ყოველთვის ნატრობდა მას.
ნაილი პანიკამ შეიპყრო, როცა გოგონა არადა არ გამოჩნდა.
დადიოდა აქეთ-იქით და ყველას ეკითხებოდა მის ადგილსამყოფელს, რომელიც არავინ არ იცოდა.
ზეინი უფრო მეტად ღელავდა, თუმცა არ იმჩნევდა.
მისი გონება და გული საბედისწერო ბრძოლაში ჩაბმულიყვნენ და დაუნდობლად ანადგურებდნენ ერთმანეთს, იმას კი ვერ ხვდებოდნენ, რომ ამდროს ერთადერთ დაზარალებული თავად ზეინი ხდებოდა.
იქვე სინდისიც იყო, რომელიც თავისთვის წყნარად იჯდა და წუხდა გოგონაზე, რომლის გაუჩინარების მიზეზი თავად გახლდათ.
ზეინს ამდენი მოცდა აღარ შეეძლო, გოგონა ახლავე უნდა ეპოვა, თორემ მას რომ რამე დაშავებოდა თავს ვერასოდეს აპატიებდა.
სკამიდან წამოდგა და აქეთ-იქით დაიწყო თვალების ცეცება.
ბოლოს იპოვა ის ვისაც ეძებდა და ხმამაღლა დაუყვირა.
-ნაილ დამელოდე.
ნაილმა ბრძანება შეასრულა, მაგრამ ეტყობოდა ეს დიდად არ სიამოვნებდა. სახე მთლიანად წაშლილი ჰქონდა და ნერვიულობისა და მოუთმენლობისაგან ცქმუტავდა.
როგორც კი ბიჭი მიუახლოვდა მაშინვე წამოიძახა.
-ზეინ რაცარუნდა სერიოზული საქმე გქონდეს არმცალია, ალიშასთან მივდივარ, უნდა დავრწმუნდე რომ კარგადაა.
YOU ARE READING
Once Upon In Pakistan Z.M (Completed)
Fanfictionპაკისტანი ისლამური სახელმწიფოა, სადაც ქალთა უფლებები შელახულია. ალიშა უმრანი საკუთარ ქორწილს შლის და ეროვნულ არმიაში ეწერება, რაც მის საზოგადოებაში დაუშვებელია, ქალის მოვალეობაა იყოს მორჩილი ცოლი და აღზარდოს ღირსეული მემკვიდრე, სხვა დანარჩენი მას არ...