18 - Only you can do it

491 47 17
                                    

დანაყოფები სხვა ბაზაზე გადაჰყავთ, რადგან აქ ახალწვეულების ახალი ნაკადისათვის მომზადებას იწყებენ.

ალიშა უყურებს, ამ ერთი შეხედვით უბრალო ოთახს, რომელსაც მის ცხოვრებაში ძალზედ მნიშვნელოვანი ადგილი დაეკავებინა.

იხსენებს აქ მოსვლის პირველ დღეს და ის შიშები სასაცილოდ ეჩვენება, რომელსაც აქ მოსვლის პირველხანებში გრძნობდა.

იხსენებს იმ სიძნელეებს, რომლის გადალახვაც მოუწია და იმ ბედნიერ წუთებს, რომლებმაც ცხოვრებას ახალი ელფერი შესძინეს.

მან აქ შეძლო, რაც აქამდე შეუძლებელი ეგონა, მან შეძლო და საკუთარი თავი იპოვა.

-წასვლის დროა. ეუბნება ზეინი და ლოყაზე ნაზად კოცნის.

ალიშა უეცრად კრთება, ჯერ ვერ შეეჩვია ამგვარ სიახლოვეს, თუმცა მალევე ეღიმება.

-ამ ადგილთან უკვე იმდენი მოგონება მაკავშირებს, რომ ეჭვი მაქვს მომენატრება.

ზეინმა ჩაიცინა და მისი თითები გოგონას თითებში ახლართა.

-მოგონებებს ადგილები კი არა ის ადამიანები ქმნიან, რომელთან ერთადაც ის კონკრეტული ისტორია გადაგხდა.

-ალბათ მართალი ხარ. ამბობს ალიშა და ზეინთან ერთად ტოვებს ოთახს.

***

ახალი ბაზა ბევრად პატარა და მყუდრო ჩანს.

ამის მიზეზი მალევე გაიგო.

აქ დარჩენა მხოლოდ კვირაში ერთხელ, მორიგეობისას შეიძლებოდა, დანარჩენ დღეებში ექვსი საათის შემდეგ სახლში უნდა დაბრუნებულიყავი და იქ გაგეტარებინა ღამე.

ალიშამ არ იცოდა რა მოემოქმედებინა.

სახლში დაბრუნების გაფიქრებაზეც კი მწარედ ეცინება, თუმცა იმდენი ფულიც არ აქვს, რომ ერთი ოთახი მაინც იქირაოს ღამით დასარჩენად.

ნაილმა შეამჩნია გოგონას დამწუხრებული სახე და მას მიუახლოვდა.

Once Upon In Pakistan Z.M (Completed)Where stories live. Discover now